მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 24 » Rihanna-მ თაყვანისმცემელს მიკროფონი ჩაარტყა
10:36 PM
Rihanna-მ თაყვანისმცემელს მიკროფონი ჩაარტყა
Rihanna-მ თაყვანისმცემელს მიკროფონი ჩაარტყა - თუმცა, გადარეულმა ფანმა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრლოს. ბარბადოსელი ლამაზმანი კონცერტს ბრიტანეთში, ბრიმინგემში მართავდა. ის "We Found Love”-ის შესრულების დროს სცენიდან ჩამოვიდა და დაცვის თანხლებით მაყურებლების წინა რიგში აღმოჩნდა. მომღერალი წინა რიგში მიდიოდა როცა სახელოზე ჩაებღაუჭნენ - რირი უცებ მოტრიალდა და თაყვანისმცელმელს მიკროფონი ჩაარტყა.
Rihanna's Couture | via Tumblr
კონცერტზე რა გასაკივირია და აურაცხელი კამერა იყო - ერთერთმა თაყვანისმცემელმა ამ ყველაფრის ამსახველი მასალა მომენტალურად ინტერნეტში განათავსა. სულ ცოტა ხნის წინ ინციდენტი შეემთხვა კონცერტზე Beyoncé-საც - The Mrs. Carter Show-ს, ტურნეს ფარგლებში R&B დივა მორიგ კონცერტს მართავდა - Beyoncé სცენიდან სპეციალურად შექმნილ პოდიუმზე გამოვიდა, ამ დროს კი თაყვანისმცემელმა საჯდომზე ხელი წამოარტყა.
Rihanna | via Tumblr
შემსრულებელი საშინლად გაბრაზდა, რამდენიმე წამით სიმღერა შეწყვიტა, დაცვას უხმო, უზრდელ ფანს კი მიმართა - დარბაზიდან ახლავე მიგაბრძანებენო. 
(69) rihanna | Tumblr
სულ ცოტა ხნის წინ მსმენელის გამო კონცერტი შეწყვიტა Pink-მაც - თუმცა, შედარებით უფრო ნაკლებად სკანდალური მიზეზის გამო - შემსრულებელმა შეამჩნია რომ წინა რიგებში პატარა გოგონა ტიროდა - ბავშვი სცენიდან დაამშვიდა, შემდეგ კი სათამაშო აჩუქა.

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 782 | დაამატა: Teeo♥(K) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-06-25 Spam
❤queen mariamo❤, :DD
rihannaa ♥ momewona siaxlee ♥