მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 6 » რატომ მინდა გავხდე მოდერი აქ?
10:02 PM
რატომ მინდა გავხდე მოდერი აქ?
მოდერობა ნამდვილად არ არის უბრალო რამ... მითუმეტეს ამ საიტზე, სადაც უამრავი ხალხი შემოდის,დებს სიახლეებს და საჭიროა ეს სიახლეები დამოწმდეს მალე, თან შეძლებისდაგვარად გალამაზდეს.... :) ეს კი არც ისე ადვილია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.. თუმცა ამის მიუხედავად ჩემს მსგავსად კიდევ ძალიან ბევრი ცდილობს ამ მიზნის მიღწევას. ალბათ როცა ეს საიტი შეიქმნა ასე არ იყო, უფრო ადვილი იყო წოდების ამაღლება, მაგრამ ახლა როცა ასე სახელგანთქმული გახდა, თითოეულის ოცნებაა გახდეს მოდერი :) 
რაც საიტებზე სიახლეების დადება ვისწავლე, მას მერე უძლიერესი სურვილი შემექმნა წოდება ამემაღლებინა, მეგობარი გავხდი, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს... ვიცი სხვებთან შედარებით ცოტა სიახლეები მაქვს მაგრამ რაც შემიძლია იმას ვაკეთებ, ახლა სკოლაა, ბევრი საქმეები მაქვს, თავისუფალი დრო ხშირად არ მრჩება გადატვირთული გრაფიკის გამო, მაგრამ ეს საიტი ძალიან მიყვარს... ამიტომ პარასკევს და შაბათ- კვირას ვცდილობ დავდო სიახლეები... თუ მოდერად დავინიშნები, ამის გაკეთებას სხვა დღეებშიც ვცდი, ვეცდები დროზე ვისწავლო ყველაფერი და ვიმუშაო საიტზე... დავდო უამრავი სიახლე, დავამოწმო და გავალამაზო(რაც ნამდვილად კარგად მეხერხება...თავის ქებაში არ ჩამითვალოთ ოღონდ) იმის გარანტიას მოგცემთ, რომ თუ აზარტში შევედი, მერე ვეღარ ვჩერდები.. ასე ვთქვათ სიახლემანია მემართება და ვდებ და ვდებ :) აი გალამაზებაზე ხომ ვაფრენ... თუ მოდერი გავხდები დავდებ კონკურსებს, სახალისო და საინტერესო სიახლეებს.
გავაკეთებ ძალიან ბევრ და ლამაზ ბანერებს რომ ადმინებმა ხშირად გამოცვალონ :)
მაქსიმალურად ვიაქტიურებ....
***
ჯერ არ ვიცი, ამიხდება თუ არა ოცნება მაგრამ თავს მაინც გაგაცნობთ...
მე ნონა ვარ, 14 წლის:) ვცხოვრობ თბილისში და ვარ მეცხრე კლასში...
თავისუფალ დროს მიყვარს კითხვა, წერა, სულ ვფიქრობ, ძალიან მეოცნებე ადამიანი ვარ
არ მიყვარს აფერისტები :(
ყველასთან ვმეგობრობ, არ აქვს მნიშვნელობა არც ასაკს და მითუმეტეს გარეგნობას... :)
ეს, მოკლედ, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, მერე უკეთესად გაგაცნობთ თავს
როგორც ყოველთვის ახლაც ვიოცნებებ მოდერობაზე, იქნებ ამიხდეს :*
ხომ გაგიგიათ: ოცნებას კაცი არ მოუკლავსო?!

კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 754 | დაამატა: nonka11 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2013-02-06 Spam
5. Tày Sama   ( Tày[??????]

kargia )