მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 18 » რა ტყუილი დაუტოვა US5_მა ფანებს?
12:15 PM
რა ტყუილი დაუტოვა US5_მა ფანებს?
როგორც გაირკვა, ჯგუფის წევრები საკუთარი ასაკის შესახებ სიმართლეს არ ამბობდნენ. ეს პირველად ვინსმა აღიარა US5-დან წასვლის შემდეგ. მან თქვა, რომ პროდუსერებმა აიძულეს მოეტყუებინა, რომ ის 15 წლისაა, არადა მისი ნამდვილი ასაკი 21-ია. მაშინ მის ამ სიტყვებს ყურადღება არავინ მიაქცია. ახლა კი რიჩი გამოტყდა სიმართლეში. ეს მაშინ მოხდა, როცა ის USTREAM-ზე თავის ფანებს ესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში. მან აღიარა, რომ ის 21-ის კი არა, 23 წლისაა. ერთ-ერთ ინტერვიუში ჯეიმაც აღნიშნა, რომ მისი ასაკი რაღაც სხვაა და არა 28!!! წარმოიდგინეთ, ის გაცილებით უფროსია! მაინც, რატომ მალავდნენ ისინი თავის ნამდვილ ასაკს? ალბათ იმიტომ, რომ ჯგუფს გაცილებით ახალგაზრდა და თინეიჯერული იერი ჰქონოდა... მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასაკი მოიტყუეს ქრისმა, მაიკლმა, იზიმ და შეიძლება ქეისიმ და ჯეისონმაც... მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს ნანახი "BIG IN AMERICA", სადაც კონკურსანტების ასაკი მათი გამოჩენისთანავე ეწერებოდა ეკრანს, ქრისის ასაკი 16, ხოლო მაიკლის 17... სხვა კონკურსანტების კი 20 წელს აღემატებოდა... აქედან შეიძლება ვიფიქროთ ის, რომ "BIG IN AMERICA"-ც თავიდანვე კარგად გათვლილი და დადგმული შოუ იყო, რომ ეს კასტინგი ყალბი იყო და ჯგუფის წევრები წინასწარ შეარჩიეს. ასევე ეჭვი ჩნდება ჯგუფთან დაკავშირებული ყველა სხვა სკანდალის შესახებ. მაგალითად, შეიძლება ისიც დასგმული შოუ და ფარსია, რომ რიჩი ნაშვილებია, ან ის ამბავი, როცა რიჩიმ US5 დატოვა, ქრისის და რიჩის დაპატიმრება რუსეთში, იზის ჩხუბი ვიგაც რუსთან, ქრისის და სარას ისტორია და მთელი რიგი საინტერესო ამბები, რომლებიც US5-ს გადახდა თავს.. მაგრამ საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ვარაუდებია.. კიდევ რას მალავს US5 და მათი პროდუსერები?! იმედია, ყველა დანარჩენი "ტყუილიც" (თუ კიდევ არსებოს რამე) მალე გამოაშკარავდება. ერთი კი ნამდვილად გაირკვა, US5-ის წევრები გაცილებით დიდები არიან, ვიდრე აქამდე გვეგონა.
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 622 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2012-01-18 Spam
auu ert drooos rogor miyvarda eseni.ara exlac dzalian miyvars magram agar vabodeeb........es jgufii daishalaa kai xaniaa,.......da aamiti sakis shesaxeb me adrec vicodiii......