მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » ყოველდღიური წვრილმანები..
5:55 PM
ყოველდღიური წვრილმანები..
1. გაზიან სასმელს რომ სვამ, და 3-4 ყლუპის შემდეგ ცოტა ხნით ჩერდები, რადგან სასაში რაღაც გიბჟუის...
2. პარკში ხილი ან ტკბილეული რომ დევს, თავი შეკრული რომ აქვს და პირდაპირ რომ ხევ კვანძის გახსნის მაგივრად...
3. მაგიდაზე "მაუსის" ბრახუნი - ერთადერთი შვება, როცა კომპიუტერი ჭედავს...
4. ტანსაცმლიდან ძაფის ერთი ქინცილა ღერი რომ ამოირღვევა,გინდა გადაწყვიტო და უარესად გერღვევინება
5. პატარა გულის შეტევა, როცა ქუჩაში უცებ დიდი ძაღლი ჩაგიქროლებს გვერდით.



6. ესემესს რომ კითხულობ, ტელეფონში იყურები და ხეს ეჯახები თავით ეგრევე, იმ მომენტში აქეთ-იქით იყურები ვინმემ ხომ არ დაგინახა და ხომ არ დაგცინის,მერე დამშვიდდები (არავის დაუნახიხარ) და მერე გრძნობ რომ გეტკინა თავი
7. სოფელში რომ ჩადიხარ და პირველი 3 დღე( ან მთელი იქ ყოფნის პერიოდი) ყველაზე მაგარი ტიპი რომ გგონია თავი :დ ნუ იმათ ფონზე ხარ კიდეც
8. როცა გეჩქარება მაინცდამაინც მაშინ რომ იკრავ აცაბაცად პერანგის ღილებს
9. მოხარშულ კვერცხს რომ გატეხავ და წესიერად არ იფრცქვნება...
10. ზამთარში დასაბანად რომ შედიხარ და გარკვეული დროის მერე ამჩნევ, რომ უკვე ერთ საათზე მეტი გავიდა და შენ ისევ გაუნძრევლად დგახარ და ცხელი წყლის ქვეშ სითბოთი ტკბები.




11.სასწავლი რომ გაქვს რამე დიდი ტექსტი და წასაკითხს გადაფურცლავ ხშირად- თითქოს მალე დამთავრდება ასე მასალა
12.ცხელ ლობიანში კარაქს რომ დებ,ლღვება და მერე წუწაობას უნდები
13.კომპიუტერის გამორთვისას ყოველთვის,რომ ცდილობ მოასწრო დინამიკები და ეკრანი გამორთო,სანამ ბოლოჯერ ამოიკნავლებს კომპიუტერი
14.პოლიეთილენის პარკში ხილი ან ტკბილეული რომ დევს, თავი შეკრული რომ აქვს და პირდაპირ რომ ხევ კვანძის გახსნის მაგივრად...
15.დეკემბრის ბოლოს რომ უახლოვდება რიცხვები და "ამ წელს ვეღარ მოვახერხებ.. (რაღაცას) " უჩვეულოდ რომ ჟღერს
16.Google-ში რამეს რო დაწერ ინგლისურად, ნაწერს რო ახედავ და ქართული შრიფტით გიწერია, და ყველაფრის ახლიდან დაწერა რო გიწევს ..

იმედია თქვენი თავი დაინახეთ და ცოტა მაინც გაერთეთ : ) მაშინ კომენტარში დაწერე !! : )
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 727 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2011-12-25 Spam
- Ki umetesoba daemtxvaa biggrin smile