თითოეული ადამიანის სიცილი განუმეორებელია.სიცილის მანერა კი ყოველთვის შეესაბამება ადამიანის ხასიათს.
სიცილისას ნეკით ტუჩებს ეხებით: საკუთარი შეხედულობა გაქვთ კარგი ტონის, გრაციოზულობის, დახვეწილი მანერების შესახებ და ცდილობთ, მას შეესაბამებოდეთ. გიყვართ ყურაღების ცენტრში ყოფნა. პირზე ხელს იფარებთ: თავდაჯერება გაკლიათ. მორცხვი ხართ და ჩრდილში ყოფნა გირჩევნიათ.
თავს უკან სწევთ: მიმნდობი ხართ. ზოგჯერ მოულოდნელი სახციელი გჩვევიათ. მხოლოდ გრძნობებით ხემძღვანელობთ. ხელით სახეს ან თმას ეხებით: ასე მეოცნებენი და ფანტაზიორები იქცევიან.
სიცილისას ცხვირს ჭმუხნით: განწყობილება, გრძნობები და შეხედულებები ხშირად გეცვლებათ. ემოციური ხართ და ამასთანავე ჭირვეულიც. ადვილად ემორჩილებით წუთიერ განწყობილებას.
ხმამაღლა იცინით და პირს ფარტოდ აღებთ: ტემპერანტიანი ხართ. თავშეკავება და ზომიერება თქვენთვის უცხო ხილია. ბევრს ლაპარაკობთ და არ გიყვართ სხვების მოსმენა.
თავს წინ ხრი, ვიდრე ჩუმად ჩაიცინებდეთ: კეთილსინდისიერი ადამიანი ხართ, იოლად ეგუებით ნებისმიერ გარემოს და ადამიანებს. გრძნობებს ყოველთვის აკონთროლებთ
ხელს ნიკაპს ჰკიდებთ: ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებით და ხასიათიც შესაბამისი გაქვთ. ხშირად დაუფიქრებელი მოქმედება გახასიათებთ.