მისი სრული სახელია Robyn Rihanna Fenty. მეტსახელი რირი.
სიმღერა "Unfaithful” ეფუძნება ურთიერთობას, რომელიც მას ჰქონდა მაშინ, როცა 14 წლის იყო. რიჰანა ამბობს, რომ ეს არ იყო "ფიზიკური ურთიერთობა.”
15 წლის ასაკში რიჰანამ ორ თანაკლასელთან ერთად გოგონათა მუსიკალური ჯგუფი შექმნა.
ამბობენ რომ მისი წარმატება ჯეიზისთან რომანტიკული ურთიერთობის დამსახურებაა, ამავე დროს ჯეიზი დანიშნული იყო ბიონს ნოულზზე, რიჰანას ერთ-ერთ საყვარელ მომღერალზე.
მისი სხვა საყვარელი მომღერლები არიან: მერაია ქერი, უიტნი ჰიუსტონი და ალისია ქეისი.
მისი პირველი ჰიტი იყო "Pon de Replay” სადებიუტო ალბომიდან "მზის მუსიკა”.
ამბობენ, რომ მისი ბოლო კლიპი "We Found Love” თავის ექსს, ასევე ცნობილ მომღერალს – კრის ბრაუნს მიუძღვნა.
მას არ უყვარს მექსიკური, ჩინური და იაპონური სამზარეულო. მას ასევე სძულს ბოსტნეული. რიჰანა აცხადებს რომ მეტწილად ხილს და წყალს მიირთმევს, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.
რიჰანამ ღიად ისაუბრა თავის გეგმებზე ჟურნალში: "მე მინდა ვიყო შავი მადონა.” 2011 წელს კი ვოგის გარეკანზე ქერა იმიჯით გამოჩნდა.
წელს რიჰანამ ორი სინგლი გამოუშვა: "Only Girl (in the wold )” და ”What’s My Name”. მისი რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი "Loud” 2011 წლის 15 ნოემბერს გამოვიდა. ამ ალბომიდან რამოდენიმე სიმღერა უკვე გაჰიტდა.
2004 წელს მან სილამაზის კონკურში გაიმარჯვა და "მის ბარბადოსი” გახდა.
2007 წელს რიჰანამ მიიღო Gillette’s Venus Breeze-ის ”სახელგანთქმული ქალღმერთის ფეხების” ჯილდო. ამის შემდეგ მან თავისი ფეხები ერთ მილიონ დოლარად დააზღვია.
მის ბავშვობაში რიჰანას დედა პროფესიონალი ვიზაჟისტი იყო, მაგრამ უკრძალავდა შვილს კოსმეტიკის გამოყენებას. გავიდა წლები და რიჰანა კოსმეტიკური კომპანიის "CoverGirl”-ის სახე გახდა.
რიჰანას სადებიუტო ფილმი "კატარღა” იქნება, რომლის რელიზიც 2012 წელს იგეგმება. ფილმში ასევე მონაწილეობენ ლაიმ ნელსონი და სერიალ ”True Blood” ვარსკვლავი ალექსანდრ სკარსგორდი.