მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 5 » პატარა საყვარელი მატყუარები
1:59 PM
პატარა საყვარელი მატყუარები

PLL

პატარა საყვარელი მატყუარები

წიგნი პირველი

ავტორი – სარა შეპარდი

თავი II

 

 

უდარდელი ისლანდიელი (და ფინელი) გოგონები.

-ღმერთო ჩემო, ხე. მე ისეთი ბედნიერი ვარ დიდი მსხვილი ხეების ნახვისგამო.

არიას 15 წლის ძმამ, სახლის ფანჯრიდან თავი დააქნია თანხმობის ნიშნად. არია, მისი მშობლები ელა და ბაირონი – ისინი ითხოვდნენ სახელებით მიმართვას – და მაიკი, ბრუნდებოდნენ ფილადელფიის აეროპორტიდან. ისინი ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ რეიკიავიკიდან, ისლანდია. არიას მამა ხელოვნების ისტორიის პროფესორია, ოჯახმა უკანასკნელი ორი წელი ისლანდიაში გაატარა, ანუ პერიოდი, როდესაც ბაირონი დამხმარე იყო კველვაში TVსთვის  სკანდინავიური ხელოვნების შესახებ. ახლა, როცა ისინი დაბრუნდნენ მაიკი გაოცდა პენსილვანიის პეიზაჟებით. ეს კი მხოლოდ დასაწყსია. ირგვლივ ყველაფერი აოცებდა. აგურებით შექმნილი მისაღები ოთახი, რომელიც 1700 წლით თარიღდება, რომლიც დეკორატიული კერამიკული ვაზებითაა მორთული.

-ღმერთო ერთი სული მაქვს, დავლიო "Coolata” (ყავის ერთ-ერთი სახეობა) – თქვა მაიკმა.

არიამ ამოიოხრა. მაიკმა მარტოსულმა გაატარა რამდენიმე წელი ისლანდიაში. ის ამტკიცებდა, რომ ყველა ისლანდიელი ბიჭი არის "ფისოები, რომლებიც პატარა მხიარული ცხენებით სეირნობენ” – თუმცა არიამ მიაღწია წარმატებას. იმ პერიოდში მას ნამდვილად სჭირდებოდა ცხოვრების თავიდან დაწყება. სწორედ ამიტომ იყო ის ბედნიერი, როდესაც მამამისმა გამოაცხადა, რომ ისინი უნდა წსულიყვნენ ისლანდიაში. ეს მოხდა შემოდგომას, მას შემდეგ, რაც ელისონი დაიკარგა და დაქალებმა შეწყვიტეს ურთიერთობა, დატივეს ის ნამდვილი მეგობრების გარეშე. მხოლოდ სკოლა დარჩა, ადამიანებით სავეს,რომლებიც მან სამუდამოდ დაიმახსოვრა.

ევროპაში გამგზავრებამდე, არია ამჩნევდა, რომ ბიჭბი შორიდან უყურებდნენ, დაინტერესებულები, თუმცა შემდეგ თვალს აშორებდნენ. ბალერინის აღნაგობით, სწორი შავი თმით და ფუმფულა ტუჩებით არიამ იცოდა, რომ მიმზიდველი იყო. ადამიანები ამას ყოველთვის აღნიშნავდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად რატომ არჰქონია არიას არცერთხელ პაემანი მეშვიდე კლასამე? სპენსერთან  ერთ-ერთი უკანასკნელი შეხვედრისას, როცა ისინი საუბრუბდნენ – მას შემდეგ რაც ელი დაიკარგა – რომ მას უამრავი პაემანი ექნებოდა, ცოტათი მაინც ტუ გამოიჩენდა ინიციატივას.

მაგრამ არია მარ იცოდა როგორ ემოქმედა. არიას პრობლემა ის იყო, რომ არ იცოდა ვინ იყო სინამდვილეში. 11 წლიდან ათას რამეს ცდილობდა: ჯერ პანკი იყო, შემდეგ ხელოვნური გოგონა იყო, არია დოკუმეტური ფილმიდან. შაბოლოოდ კი, გამგზავრებამდე, ის ცდილობდ ყოფილიყო იდეალური როზვუდელი გოგონა არია: სეირნობდა ცხენებით, პოლის მაისურებს იცვამდა, იყო ის ვინც ყველა როზვუდელ ბიჭს მოსწონდა, თუმცა ასეთი არია თავად მას არ მოსწონდა. საბედნიეროდ ისინი ისლანდიაში გადავიდნენ, მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ და ისლანდიაშ ყველაფერი შეიცვალა.

როცა არია მერვე კლასში გადავიდა, მამამისმა მუშაობის შემოტავაზება მიიღო და ისინიც გადავიდნენ ისლანდიაში. არია ეჭვობდა, რომ ასე სწრაფად მამამისის საიდუმლოს გამო გადავიდნენ, რომელიც მხოლოდ მან და ელისონ დილაურენტისმა იცოდა. არიამ დაიფიცა, რომ ამაზე აღარ იფიქრებდა, როდესაც ისლანდიისკენ მიფრინავდა და რეიკიავიკში რამდენიმე თვიანი ცხოვრების შემდეგ, როზვუდი შორეულ მოგონებად იქცა. მის მშობლებს, როგორც ჩანს, ისევ უყვარდათ ერთმანეთი, მისმა ძმამ კი შეძლო ფრანგულისა და ისლანდიურის სწავლა. და არიას შეუყვარდა. სიმართლე, რომ ითქვას რამდენჯერმე.

რა მოხდება, ტუ როზვუდელი ბიჭები არ მიიღებენ გიჟ არიას? ისლანდიელი ბიჭები მდიდრები, მომაჯადოებლები არიან, მათ მიიღეს ნამდვილი არია. როგორცკი ისლანდიაში გადავიდნენ, ის შეხვდა ბიჭს სახელად ჰოლბორნს. ის 17ის იყო, დიჯეი, მას ჰყავდა სამი ცხენი და ჰქონდა იდეალური სხეული. ბიჭმა შესთავაზა ისლანდიის გეიზერებთან გასეირნება. შემდეგ მან აკოცა არიას. ჰოლბორნის შემდეგ იყო ლარსი. ეს ის ბიჭია, ვინც არიას დაეხმარა სიყვაულთან დაკავშირებული კითხვების ამოხსნაში და ყურადღებას აქცევდა, ცეკვების საღამოს. არია ტავს შეუდარებელ და სექსუალურ გოგოდ გრძნობდა თავს ისლანდიაში. იქ არია ისლანდიელი გოგო გახდა, ის უკეთესი არია გახდა. მან იპოვა თავისი სტილი: ბოჰემურ-ჰიპური, APCის ჯინსებით, რომელიც მან საფრანგეთში მოგზაურობისას იყიდა. კითხულობდა ფრანგ ფილოსოფოსებს.

მაგრამ ახლა, ავტომობილის ფანჯრიდან გახედვისას ყველაფერი წარსულს ახსენებდა, რომლის დავიწყებაც არიას ძალიან უნდოდა. ეს იყო Ferra Cheesesteaksს, სადაც დიდ დროს ატარებდა დაქალებთან ერთად. ეს კი ქალაქის დასასვენებელი კლუბი, მისი მშობლები არ იყვნენ ამ კლუბის წევრები, მაგრამ არია ნამყოფი იყო ამ კლუბში ერთხელ, სპენსერთან ერათად. თავდაჯერებულობა, რომ იგრძნო არიამ, ნოელ კანთან მივიდა. ბიჭთან, რომელიც გოგონას თავდავიწყებით უყვარდა და ჰკითხა უნდოდა თუ არა სენდვიჩის გაყოფა, ნოელმა გოგონას, რა თქმა უნდა, იგნორი გაუკეთა.

და იქ იყო გზა, ძალიან მზიანი, საზიზღარი ხეებით, სადაც, ოდესღაც ელისონ დილაურენტისი ცხოვრობდა. როცა ავტომობი გაჩერდა საგზაო ნიშანთან "STOP” 4 გზის გზაჯვარედინზე, არია ხედავდა ელისონის სახლს. ის უყურებდა ელის სახლს თვალების დახუჭვამდე. ისლანდიაში იყო ისეთი დღეები, როდესაც არია თითქმის ივიწყებდა ელის, ავიწყდებოდა ის საიდუმლოებები, რომლებიც წარსულის საკუთრება იყო. არიას დაბრუნებიდან 10 წუთიც არ იყო გასული და მას თითქოს უკვე ესმოდა ელის ხმა, ხედავდა მის ანარეკლს ყველა ფანჯარაში. არიამ თვალები მაგრად დახუჭა და სცადა არ ეტირა.

მამამისმა მანქანა მათ ძველ სახლთან გააჩერა:  შოკოლადისფერი სახლი, ერთადერთი კვადრატული ფანჯრით. ნამდვილი იმიდგაცრუება იყო, ისლანდიური სახლის გახსენებაზე. არია მშობლებს გაყვა სხლისკენ, იქ კი თავის ოთახში შევიდა. მან გაიგო როგორ უპასუხა ტელეფონს მაიკმა.

-              დედა! – მაიკი გაიქცა დედისკენ – ზუსტად ახლა ველაპარაკე ჩედს და მან მითხრა, რომ პირველი ვარჯიში ლაკროსში დღესაა.

-              ლაკროსი? – ელა სამზარეულოდან გამოვიდა – ახლავე?

-              ხო – უპასუხა მაიკმა – მე მივდივარ! – ის სწრაფად ავიდა რკინის კიბეზე, რომელიც ძველ საძინებელთან მიგიყვანდათ.

არიას გაეცინა.

-              დედა? Mმე არ მაქვს ჩემი მოწმობა.

-              მერე რა? შენ მუდამ დადიოდი რეიკიავიკში. მაკროსის მოედანი რამდენიმე მილის მოშორებითაა, ასე არ არის?

არია გაჩუმდა. გოგონას ესმოდა როგორ აღებდა და კეტავდა მამამისი სამზარეულოს კარადებს. ნუთუ მის მშობლებს ისე უყვართ ერთმანეთი როგორც ისლანდიაში უყვარდათ? თუ ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდებოდა?

-              კარგი. – წაიბურტყუნა მან.

მან ჩანთა კიბეზე დატოვა, მანქანის გასაღები აიღო და ფურგონის წინა სავარძელზე მოკალათდა. მისი ძმა მას გვერდით დაუჯდა. მას უკვე ფორმა ეცვა, რაც ნამდვილად გასაკვირი იყო. ის ენთუზიაზმით იყო შეპყრობილი, მიანათა ბოროტი, ყოვლისმცოდნე ღიმილი:

-              გიხარია დაბრუნება?

არიამ მხოლოდ ჩაისუნთქა საპასუხოდ.

-              მაშფოთებს დაბრუნება.

საჰაერო ბურთი მშვიდად კვეთდა ჰაერს. ადრე ისეთი საოცარი სანახავი იყო ეს, მაგრამ ახლა არიამ ცალი თვალი დახუჭა, მოისურვა ორ თითს შორის მოექცია ბუშტი. იმიტაცია შექმნა იმის თითქოს ჭყლეტდა ბუსტს.

უამრავი ბიჭი, თეთრ მაისურში და შორტებში გამოწყობილნი ნელა მიაბიჯებდნენ მისი მანქანის გასწვრივ. ხედავ? როზვუდის ყველა ბიჭი ერთმანეთს ჰგავს. არიამ თავი დააქნია. ერთ-ერთ მათგანს ზუსტად ის მაისური ეცვა, რომელიც ნოელ კანს 13 წლის ასაკში, ბიჭი "ბუტერბროტი”, რომელზეც შეყვარებული იყო გოგონა მეშვიდე კლასში. ის დააკვირდა ბიჭის მუქ შავ თმას. მოიცადეთ. ეს.. ის იყო? ღმერთო. ეს ნოელ კანი იყო. არიას არ შეეძლო იმის დაჯერება, რომ მას ისევ ის მაისური ეცვა, რომლიც 13 წლისას. ალბათ, ეს მაისური მისთვის წარმატების მომტანი იყო, ან რამე ამდგვარი სპორტული აზარტი იქნებოდა. ნოელმა კითხვანარევი მზერით შეხედა არიას. შემდეგ მის მანქანასთან მივიდა და ფანჯარაზე დაუკაკუნა.

-              შენ ის გოგო არ ხარ ჩრდილოეთ პოლუსზე, რომ გაემგზავრა. არია გქვია ხო? შენ ელის დაქალი არ იყავი? – აგრძელებდა ნოელი.

არიამ გულგრილად შეხედა ბიჭს.

-              ემ.. – ამოღერღა მან.

-              არა, ჩუვაკ, - მათთან როზვუდის სიმპატიური ბიჭების მეორე ადგილის მფლობელი მივიდა – ის არ წასულა ჩრდილოეთ პოლუსზე, არამედ ფილადელფიაში. შენ იცი, იქიდან საიდანაც მოდელი სვეტლანაა წარმოშობით. ის, ჰანას რომ ჰგავს.

ჰანა? ისინი ჰანა მარინზე საუბრობენ?

წამიერი პაუზა და ნოელმა არიას ხელი ხელზე მოკიდა.

-              შენ ხომ დარჩები ჩვენი ვარჯიშის საყურებლად ფილადელფია?

-              "ია”.. – თქვა არიამ.

-              ეს რა ფინური ბუზღუნით ნათქვამი სიტყვაა? – გაიღიმა ჯეიმსმა.

არიამ თვალი გაუსწორა ჯეიმსს და გაუღიმა.

ის დარწმუნებული იყო, რომ ფინურად "ია” თანხმობას ნიშნავდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ბიჭებმა ეს არ იცოდნენ.

-              წარმატებით გაერთეთ ბურთებით – დაღლილმა გაიღიმა.

ბიჭები გზას გაუყვნენ. რა ირონიული იყო ეს ყველაფრი. არია პირველად ეფლირტავა ბიჭს როზვუდიდან, მით უმეტეს ნოელს და ეს ყველაფერი არც კი ანაღვლებდა მას.

ხეების გამო არიას უჭირდა ქუჩის დათვალიერება. ჰოლისის მთვარ ქუჩაზე ბარი იყო, სნუკერი. ის მანქანიდან გადმოვიდა და საათს დახედა. 2.30. ბარი შეიძლებოდა ღია ყოფილიყო. მას შეეძლო დაელია ლუდი ან ეოპვა პერსონალური გასართობი.

გაიფიქრა არიამ.

მაშინ, როცა რეიკიავიკის ბარებში ახალმოდუღებული ლუდის სუნი იდგა, ძველი ხეებითა და ფრანგული სიგარეტებით და ჰოთ-დოგის გემრიელი სუნით. როგორც ყველაფერი როზვუდის ბარიც მოგონებებს აღძრავდა. ერთხელაც, ელისონმა არიას დაავალა სნუკერში წასვლა და უბრძანა ეყვირა ორგაზმის იმიტირებულ ხმაზე. არია იდგა რიგში უამრავი ბიჭის გვერდით, როდესაც კარიდან გამოდიოდა, მოულოდნელად იყვირა: "მაგრამ მე უნდა გავაკეთო აქ ორგაზმის იმიტაცია!” მაშინ მიხვდა რაც წარმოთქვა და გაიქცა უკან მეგობრებთან, რომლებიც ავტოსადგომთან იდგნენ. ისინი  ხარხარებდნენ.

-              ამსტელ – თქვა მან მას შემდეგ რაც მინის კარი გაიარა. ბარმენმა კითხვანერევი მზერით შეხედა. შემდეგ ერთი ბაკალი ლუდი დაუდო და გაბრუნდა. ისეთი საშინელი გემოსი იყო არიამ ყლუპი, რომ მოსვა სახე დაეჭყანა.

-              კარგად ხარ?

არია შეტრიალდა. მისგან სამი სკამის დაშორებით ბიჭი იჯდა. გაჩეჩილი ღია ფერის თმით. ლაიკასნაირი ცისფერი თვალებით. ის სვამდა რაღაცას არც ისე დიდი ჭიქიდან.

არია მოიღუშა.

-              ხო, მე დამავიწყდა როგორი გმერიელი ლუდია აქ. ორი წელი ევროპაში გავატარე, ნამდვილად უკეთესი ლუდი აქვთ.

-              ევროპაში? – გაიღიმა ბიჭმა. მას შეუდარებელი ღიმილი ჰქონდა. – კონკრეტულად სად?

არიამ ბიჭს გაუღიმა.

-              ისლანდიაში.

მისი თვალები განათდა.

-              მე ოდესღაც რამდენიმე ღამე გავატარე ისლანდიაში, რეიკიავიკში. გზად გავჩერდი, ამსტერდამისკენ მიმავალი. იქ იყო მაგარი წვეულებები, გავანში.

არიამ თითები შემოაჭდო ბაკალს.

-              ხო, - თქვა მან ღიმილით. – იქ ნამდვილად საუკეთესო წვეულებებს აწყობენ.

-              გინახავს ჩრდილოეთის ნათება?

-              რა თქმა უნდა – უპასუხა არიამ – და შუაღამის მზე. ჩვენ შეუდარებელი წვეულებები გვქონდა ამ ზაფხულს. საუკეთესო მუსიკით. – მან ბიჭის ჭიქას ჩახედა. – რას სვამ?

-              შოტლანდიური ვისკი – ის საუბრობდა უკვე ბარმენის გასაგონად – გინდა?

არიამ თავი დაუქნია. ბიჭმა სამი სკამით ახლოს ჩაიჩო არიასთან. მას ჰქონდა სასიამოვნო ხელები ლამაზი თითებით. ის ატარებდა პატარა ემბლემას ქურთუკზე, რომელზეც ეწერა: "ჭკვიანი ქალები, აძლევენ ხმას”.

-              მაშ ასე, შენ ისლანდიაში ცხოვრობდი? – მან ისევ გაუღიმა – როგორ დაისვენე საზღვარგარეთ?

-              ქრაა – თქვა არიამ. ბარმენმა მას ვისკი მიუტანა და გოგონამ იმხელა ყლუპი მოსვა, რომ ყელი ჩაეწვა. – მე ვიყავი ისლანდიაში იმიტომ, რომ..

ის გაჩერდა.

-              ხო, ეს იყო დასვენების წელი საზღვარგარეთ. – იფიქროს, რაც უნდა. გაიფიქრა არიამ.

-              მაგარია, - დაუქნია თავი ბიჭმა. – და მერე?

არიამ მხრები აიჩეჩა.

-              ჰმმ.. აქ დავბრუნდი, როზვუდში – მან გაიღიმა და სწრაფად დაამატა – მაგრამ იქ ბევრად მომწონდა.

ბიჭმა თავი დაუქნია.

-              მე დეპრესიაში ვიყავი ამსტერდამიდან დაბრუნების შემდეგ. – გამოუტყდა ცისფერთვალება სიმპატიური ბიჭი.

-              მთელი გზა სახლამდე ვტიროდი. – გამოტყდა არია. თავს გრძნობდა იდეალურ ისლანდიელ არიად, პირველად მას მაერე რაც დაბრუნდა. გარდა იმისა, რომ ის ესაუბრებოდა სიმპატიურ, ჭკვიან ბიჭს ევროპაზე, ის შეიძლებოდა ერთადერთი ყოფილიყო, ვინც არ იცნობა როზვუდელ არიას, ლამაზი გოგონას უცნაურ დაქალს, რომელიც დაიკარგა. -  მაშ ასე, შენ აქ დადიხარ სკოლაში? – ჰკითხა არიამ.

-              ცოტა ხნის წინ დავამთავრე. – უპასუხა ბიჭმა და Camel-ის მოწევა დაიწყო. მან შესთავაზა სიგარეტი, თუმცა გოგონამ უარის ნიშნად თავი გააქნია – ვაპირებ მასწავლებელი ვიყო.

არიამ კიდევ ერი ყლუპი დალია და მიხვდა, რომ მეტს აღარ მოსვამდა.

-              მაგარია. ვფიქრობ მექნებოდა მასწავლებლობის სურვილი. ან მასწავლებელი ვიქნები ანდა პიესებს დავწერ.

-              მართლა? პიესები? ეს შენი სპეციალობაა?

-              ემ, ინგლისური ენა? – ბარმენმა კიდევ ერთი ვისკიანი ჭიქა დაუდო.

-              ეს ის არის რასაც მე ვასწავლი. – თქვა ბიჭმა. როგორცკი ეს თქვა, ხელი ფეხზე დაადო. არიას ისე გაუკვირდა, რომ გააჟრჟოლა და კინაღამ ვისკი გაუვარდა ხელიდან. ბიჭმა ხელი სწრაფად გასწია. გოგონა გაწითლდა.

-              ბოდიში – უთხრა ცოტა არ იყოს დაბნეულმა. – მართლა, მე ეზრა მქვია.

-              არია. – უპასუხა გოგონამ და მოულოდნელად არიას საკუთარი სახელი სახალისო მოეჩვენა. მან გაიცინა წონასწორობადაკარგულმა.

-              მოიცადე –ეზრამ ხელი შეაშველა, რომ დაეჭირა.

სამ-სამი ჭიქის შემდეგ არია და ეზრა მიხვდნენ, რომ მათ საერთო ბარმენი ჰყავდათ რეიკიავიკში. Aარიას საუბრის დროს სულ უნდოდა ეკითხა ჰყავდა თუ არა ეზრას შეყვარებული. Aარია სითბოს გრძნობდა და ის ხვდებოდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ვისკის ბრალი.

-              უნდა გავიდე საპირფარეშოში – თქვა არიამ.

-              შეიძლება გამოგყვე?

-              კარგი – აი, რა უპასუხა გოგონამ.

-              მე მინდა.. – მან დაკარგა სიტყვები. – ძალიან ხომ არ ვჩქარობ?

უცხო ადამიანის გაცნობა არიას საქციელს არ ჰგავდა, ყოველ შემთხვევაში ამერიკაში. მაგრამ მან ხომ უკვე თქვა, რომ ისლანდიელი არიაა ჩვენს წინაშე.

ის ადგა და ხელი მოკიდა მის ხელს. ისინი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. საპირფარეშო იმაზე მეტად ყარდა, ვიდრე ბარის დანარჩენი ნაწილი. თუმცა არია ახლა ამას ვერ გრძნობდა. ის რაკოვინაზე იჯდა ფეხები ეზრას წელზე შემოეხვია და მხოლოდ ბიჭის არომატს შეიგრძნობდა. არაფერს ჰქონდა ამაზე ტკბილი სუნი.

 

როგორც ფილადელფიაში ამბობენ "ია”




შემდეგი ავი მხოლოდ 7 კომენტარის სემდეგ
ასსევე მინდა გითხრათ რომ ვნახე სტატია არის თუ არა ე არია.
ტუ გნდატ დავდებ!

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 813 | დაამატა: ohsnapitznini♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-03-06 Spam
dzalian kargia ^^