წლევანდელ ოკსაროსან ფილმად რეჟისორ ბენ აფლეკის ფილმი „არგო" დასახელდა (თუმცა ყველაზე მეტი ნომინაციის (12) მფლობელი ფილმი რეჟისორ სტივენ სპილბერგის ფილმი – „ლინკოლნი" გახლდათ).

გამარჯვებული ფილმი სცენიდან მსახიობმა ჯეკ ნიკოლსონმა დაასახელა და პრემიაც მან გადასცა ავტორებს, ხოლო დიდი ეკრანიდან, კი მისალოცად აშშ–ს პირველი ლედი მიშელ ობამა ჩაერთო.

ეს, კი გამარჯვებული ფილმი „არგო"–ს პროდიუსერები: გრანტ ჰესლოუ და ჯორჯ ქლუნი არიან.


გამარჯვებული ფილმი – "არგო”–ს რეჟისორი ბენ აფლეკი.

ჯილდო ნომინაციისთვის – "წლის საუკეთესო მსახიობი ქალი” წილად ხვდა მსახიობ ჯენიფერ ლოურენსს – ფილმისთვის – "პიესების ვერცხლისფერი კრებული". ფოტოზე ასახულია, თუ როგორ წაიბორძიკა მან სცენაზე ასვლისას.

ჯენიფერ ლოურენსი

ჯილდო ნომინაციისთვის – "წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” წილად ხვდა მსახიობ დენიელ დეი–ლიუისს – ფილმისთვის – „ლინკოლნი". ფოტოზე ასახულია, თუ როგორ გადასცა მას ოსკარის ჯილდო მერილ სტრიპმა.

ნომინაციაში "წლის საუკეთესო მსახიობი ქალის მეორეხარისხოვანი როლი” ოსკარი გადაეცა 30 წლის მსახიობ ენ ჰეთეუეის – ფილმისთვის – „საბრალონი".

ნომინაციაში "მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი” ოსკარი წილად ხვდა მსახიობ ქრისტოფ ვალცს – ფილმისთვის – „თავისუფალი ჯანგო".
ოსკარი ნომინაციაში "წლის საუკეთესო რეჟისორი” წილად ხვდა ენგ ლის ფილმისთვის – „პის ცხოვრება".
კინოფილმის წლის სიმღერად დასახელდა – «Skyfall»–ი. ოსკარის ჯილდო, კი წილად ხვდათ მუსიკისა და ტექსტის ავტორ – ადელს და პროდიუსერ პოლ ეპვორტს.

ნომინაციაში წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ოსკარი მიენიჭა ფილმს – „სიყვარული" – რეჟისორი მაიკლ ჰანეკე.

ბრიტანელმა მომღერალმა – ადელმა ცერემონიაზე შეასრულა სიმღერა კინოფილმიდან «Skyfall».

„ბონდიანას" 50 წლისთავთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა მომღერალმა შირლი ბესიმ შეასრულა სიმღერა – «Goldfinger»–ი. ჯეიმს ბონდის 3 ფილმში (1964 წ, 1971 წ, 1979 წ.) სწორედ იგი ასრულებდა სიმღერებს.



შარლიზ ტერონმა და ჩენინგ ტატუმმა სცენაზე მაკფარლეინის სიმღერის თანხლებით იცეკვეს.


ცერემონიაზე გაჟღერდა სიმღერა – «All that jazz»–ი, კინოფილმიდან – „ჩიკაგო", რომელიც ქეთრინ ზეტა–ჯონსმა შეასრულა.

ჰიუ ჯეკმენი და ოსკაროსანი ფილმი – „საბრალონი"–ს მონაწილე მსახიობთა სრული დასი.

ბარბარა სტრაიზანდის გამოსვლა.
ახლა, კი ცერემონიალის სხვა მონაწილეთა და მიწვეულ სტუმართა ამსახველ ფოტომასალას გადაავლეთ თვალი:
ჩემი ახალი იდეა: ჩენც გავაჯკეთოთ აიფანის "ოსკარი" )) თუ გინდათ დაწერეთ კომენტარებში.. ხო ძაან ბევრი ვიწვალე და დააკომენტარეთ რაა ))
♕♡♕♡♕♡♕♡♕♡♕♡♕♡♕♡♕♡♕♡
A♥nn♥i♥ee ♥ s m i l e