ცნობილი ბრიტანული ჯგუფი One Direction, რომელმაც სახელი ”X Factor”-ით გაითქვა სკანდალში გაეხვა.
საქმე ეხება ბენდის ერთ-ერთ წევრს Harry Styles-ს. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები სადაც შემსრულებელი სააბაზანოში შიშვლად არის გადაღებული.
17 წლის მომღერლის მტკიცებით ფოტოებზე ის არ გახლავთ გამოსახული და უბრალოდ იმიჯის შესალახად გაავრცელეს ისინი. ფოტოების რეალურობა Harry-ს გარდა ”Daily Mail”-მაც უარყო. მათი მტკიცებით ისინი გაყალბებულია.
მართალია ფოტოზე არ ჩანს სახე, თუმცა სააბაზანო ოთახი ”X Factor”-ის სააბაზანოს იდენტურია. ასევე საეჭვოდ ემთხვევა ყელსაბამიც, რომელიც Harry-ს ეკუთვნის.
აღანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემსრულებელმა ერთხელ ინტერვიუში აღნიშნა საკუთარი დამოკიდებულება სიშიშვლისადმი და მისი განცხადებით, უყვარს სიშიშვლე.
|