ნუცა ბუზალაძის შესრულებამ Katy Perry ფეხზე ააყენა?
26 წლის ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე, ამერიკას იპყრობს. ნუცა კონკურს „ახალი ტალღა 2014-ის“გამარჯვებულია, თუმცა მისი კარიერა გაცილებით ადრე დაიწყო, როდესაც ბედი საქართველოს „ნიჭიერში“ სცადა.
შემდეგ იყო პროექტი „ერთი-ერთში“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და სხვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნუცა ბუზალაძემ თავისი არაჩვეულებრივი ნიჭით სახელი სხვა ქვეყნებშიც გაითქვა, ამჯერად ის დუბაიში ცხოვრობს.
2023 წლის თებერვალში ნუცამ დაადასტურა, რომ American Idol-ში იღებდა მონაწილეობას, რამაც ქართველებში დიდი ინტერესი და დადებითი ემოცია გამოიწვია.
27 თებერვალს American Idol-ის გადაცემა გავიდა, სადაც ქართველი მომღერლის არაჩვეულებრივი გამოსვლა ვიხილეთ. კონკურსის ჟიური აღფრთოვანებული უსმენდა კონკურსანტს და უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ყველასათვის საყვარელი მომღერალი, ქეითი პერი გაოცებული ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს. მას ამერიკელებმა ქართველი JLO-ც კი შეარქვეს!
ნუცა ბუზალაძის გამოსვლა American Idol-ში:
შეგახსენებთ, რომ კონკურსის ჟიურის წევრები არიან: Luke Bryan, Katy Perry და Lionel Richie