მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 20 » ნუკი უგემოვნოოა???
5:30 PM
ნუკი უგემოვნოოა???
ნუკი კოშკელიშვილი "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" "პრაიმ-ტაიმის" გამოკითხვით ყველაზე უგემოვნოდ დაასახელეს. მას ეს ტიტული არაფრად არ ჩაუგდია, რასაც ვერ ვიტყვით ლალი მოროშკინაზე, რომლის რეაქცია საკუთარ თავზე გაზეთის რედაქტორმა თაკო ფხაკაძემ იწვნია. ნუკი ამბობს, რომ პრიზი სრულიად მშვიდი სახით მიიღო და სცენიდან ჩამოსულმა ახლობელთან განაგრძო საუბარი, როდესაც ჩოჩქოლი ატყდა... მას ეგონა, რომ ეს იყო ნანუკას მიერ დაპირებული სიურპრიზი, თუმცა სიურპრიზზე აშკარა უფლებები ამჯერად ლალი მოროშკინას ეკუთვნოდა... ნუკისთან ახალ წელზე უნდა გვესაუბრა, მაგრამ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ. ჩვენს საუბარს მისი შეყვარებულიც ესწრებოდა, რომელიც პირველად სწორედ "რეიტინგმა" გაგაცნოთ...

- ნუკი, დავიწყოთ იმით, რომ წლის უგემოვნო ადამიანად დაგასახელეს ლა ლი მოროშკინასთან ერთად. როგორ მიიღე ეს ტიტული?
- ამ ყველაფერზე ძალიან მეცინება. საერთოდ, როცა ამგვარ ცერემონიებზე გამარჯვებულებს აცხადებენ, ისინი დარბაზში არ იმყოფებიან, თუმცა, სიმართლე გითხრათ, გულზე არ მომხვედრია, უბრალოდ, გამეცინა. 

- ჭორაობენ, ნუკი გააფრთხილეს "იმედელებმაო"...
- ნამდვილად არ ყოფილა ასე, რადგან მათ დამასახელეს სწორედ ყველაზე უგემოვნოდ. 

- "იმედელებს" არ დაუსახელებიათ, გაზეთმა გამოკითხა ხალხი. 
- აი, ხომ ხედავ, ისიც კი არ ვიცი, ვინ დამასახელა. ერთი მხრივ, ძალიან მიხარია, რომ ხალხი მიცნობს და ნომინაციას რომ უსახელებენ, ეგრევე ნუკი კოშკელიშვილი ახსენდებათ. მეორე მხრივ, რასაკვირველია, როგორც წამყვანს, მირჩევნია, ჩემს მაყურებელს მოვწონდე, ვიდრე არ მოვწონდე. 

- ხალხს შენი ჩაცმულობა არ მოსწონს თურმე და არა თავად შენ. 

- ეს იმის მანიშნებელია, რომ ხალხი ლაპარაკობს ჩემზე. 

- ეჭვქვეშ აყენებ ამ გამოკითხვას?
- როგორ უნდა დავაყენო ეჭვქვეშ ეს გამოკითხვა? არასწორი ვიქნები. "ვალენტინოს" მოდის სახლს რომ დავესახელებინე ყველაზე უგემოვნოდ, ან ვთქვათ, კარლ ლაგერფელდს, მაშინ ძალიან დამწყდებოდა გული. მეც ხომ მაქვს ჩემი კრიტერიუმები გემოვნების მხრივ? ჩემი კრიტერიუმებით საკმაოდ გემოვნებიანი ადამიანი ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ხალხი და მაყურებელი. თუ მათ არ მოვწონვარ, რას ვიზამთ. აუცილებლად ვეცდები, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მაყურებლისთვის და არა რომელიმე გაზეთის ან რომელიმე გადაცემისთვის გამოვასწორო ეს საკითხი. არასდროს მითქვამს, რომ ელიტა ვარ. პირიქით, ხალხთან ახლოს მყოფად მივიჩნევ თავს. ამიტომ გულზე არ მომხვედრია, მაგრამ აუცილებლად გავითვალისწინებ ამ რჩევას. 

დამასახელეს, როგორც ყველაზე უგემოვნო? არც მიკითხავს, როგორ ჩატარდა ეს გამოკითხვა. ძალიან ლამაზ საღამოზე მივედი. ნანუკამ მართლაც სასიამოვნოდ გააკეთა ყველაფერი. იყო კარგი ნომინაციები, მაგალითად, წლის ელეგანტური ადამიანი, წლის ყველაზე კარგი წყვილი, გოგონა, ბიჭი და ა.შ. გულით გეუბნებით, ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს. ყველაფერს დადებითად ვუყურებ. მიხარია, რომ ხალხი ჩემზე ლაპარაკობს. მიმიწვიეს, დამაჯილდოვეს და რა მერე?!.

- ერთ-ერთ კომენტარში ლალი მოროშკინამ თავის შვილობილად მოგიხსენია. 

- ლალი ყოველთვის ძალიან თბილად მომიხსენიებს. მივიჩნევ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქალბატონი და პიარის საუკეთესო გამკეთებელია, ეს, როგორც ხედავთ, დაამტკიცა. არ მგონია, მეორე ასეთი არსებობდეს საქართველოში. ჩემთვის უდიდესი პატივია, როცა ლალისნაირი ქალბატონი მეუბნება, რომ მისთვის ახლობელი ადამიანი ვარ. 

- რა დაინახე "ნანუკას შოუს" კულისებში?
- არაფერი დამინახავს. ნანუკა ამბობდა, რომ დიდ სიურპრიზს ამზადებდა. როდესაც ჯილდო ავიღე, სცენიდან ჩამოვედი და იქვე ახლობელს ველაპარაკებოდი. ამ დროს ალიაქოთი ატყდა. მე მინუსიან სათვალეს ვატარებ, ნიღაბი მეკეთა და არა ჩემი სათვალე. დავინახე ბევრი ადამიანი. მეგონა, რომ ეს იყო ნანუკას სიურპრიზი, რომელსაც გადაცემის დასაწყისში დაგვპირდა. ვიფიქრე, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, იქ მივარდნას, ჯობდა, ადგილიდანვე მეყურებინა. 

- შეგიძლია შეაფასო ეს ინციდენტი?
- მე როგორ უნდა შევაფასო? მოსამართლე რომ ვიყო, შევაფასებდი, განვსჯიდი ან გავასამართლებდი. მაქვს ჩემი პირადი მოსაზრება, მაგრამ არ ვიტყვი. არა იმიტომ, რომ ან ერთ მხარეს ვუჭერ მხარს, ან მეორეს. არაფერი არ მომეწონა, არც ერთი მხარის საქციელი და არც მეორის. არც ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ ინციდენტს მოჰყვა... 

- ისევ გემოვნების თემას დავუბრუნდები. შენი გემოვნების კრიტერიუმები როგორია? ვის მიიჩნევ ასეთ ადამიანად?
- მგონია, ამ თემამ ისედაც ცუდი რეაქცია გამოწვია. ბევრი მეკითხება, სწორად მოიქცნენ თუ არა ამ ნომინაციის გადაცემით. 
მე როგორ უნდა შევაფასო სხვისი გემოვნება? ეტალონი ვარ ამ საკითხში თუ რა?

- გეგულება აქ ასეთი კომპეტენტური ადამიანი?

- რას ნიშნავს კომპეტენტური გემოვნებაში? გემოვნებაზე არ დაობენ და ეს ცნობილი გამონათქვამია. რატომ გახდა ეს ასეთი აქტუალური თემა საქართველოში, ვერ ვხვდები. არსებობს ფერების შეხამება, რაც მე მომეწონება და სხვას არა. ვიღაც კომფორტულად გრძნობს თავს კედებში, ის მოდურია და მე, რომელსაც არ მიყვარს კედები და არასდროს ჩამიცვამს, არა? ამ ნომინაციას მოჰყვა გამოხმაურება და რადგან ხალხის არჩეული იყო გამარჯვებულები, ეტყობა, ხალხს ადარდებს გემოვნების საკითხები. 

- თავად ვის აზრს ითვალისწინებ ჩაცმულობისას?
- ვითვალისწინებ დედაჩემის აზრს და მიმაჩნია, რომ ის ძალიან გემოვნებიანი ადამიანია. 

- მეორე ნახევრის აზრს?
- რასაკვირველია, ვითვალისწინებ (იღიმება). ზოგადად, ახლობელი ადამიანების მოსაზრებასაც აქვს მნიშვნელობა. შენც რომ მოხვიდე და მითხრა, ნუკი, მომწონს შენი წაყვანილი გადაცემა, მაგრამ რა კაბაც გაცვია, საშინელებაა, გენაცვალე, და გაიხადეო, აუცილებლად მოგისმენ და გავითვალისწინებ. 

- ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობ?
- არის ბევრი კარგი ქართველი დიზაინერი, თუმცა მათი სამოსის ჩაცმის ბედნიერება არ მქონია. ვთანამშრომლობ ერთ-ერთ თბილისურ მაღაზიასთან და მათ სამოსს ვიცვამ. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დიზაინერებთან ითანამშრომლებს. ძალიან ხშირად მიყიდია სამოსი შედარებით იაფფასიან მაღაზიაში, კიდევ უფრო ხშირად ხელვაჩაურში. შესაძლოა, მეცვას "შანელიც" და ხელვაჩაურში ნაყიდი ზედატანიც. 

- წინასაახალწლო განწყობა ხომ არ გაგიფუჭა მიღებულმა ნომინაციამ?
- რა სისულელეა. ჩემთვის ახალი წელი ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. გუშინ ვუყურებდი, როგორი ზეიმით ხვდებიან სტრასბურგში ახალ წელს. საახალწლო განწყობა ისეთია, რომ ყველას ყველა უყვარს. მე ის ადამიანი არ ვარ, რომ ნომინაციამ გამიფუჭოს ხასიათი. დადებითი განწყობა მოაქვს ამ დღესასწაულს, უკავშირდება ოჯახს, ბავშვებს, ჩემს საყვარელ ადამიანსა და მეგობრებს. 

ვემზადები ახალი წლისთვის. უამრავი ტრადიცია მაქვს. ახალ წელს ყოველთვის ვიცვამ რაღაც ახალს და მგონია, რომ ასე უფრო კარგად შევხვდები. შამპანურში დამწვარი ქაღალდის ფერფლსაც ვაგდებ და მერე ვსვამ. მანამდე ამ ქაღალდზე სურვილს ვწერ და სხვათა შორის, ხშირად ამსრულებია. ამას წინათ მკითხეს, ვძვრები თუ არა მაგიდის ქვეშ. წელს ეჭვი მაქვს, მეც შევძვრები მაგიდის ქვეშ, რომ სურვილი ამისრულდეს. 

- შინ გიყვარს აღნიშვნა თუ გარეთ?

- ბევრს ურჩევნია დიდ წრეში შეხვედრა რაიმე ღონისძიებაზე. მე ახლობლებთან ერთად მიყვარს. ნაძვის ხე, გოზინაყი... ეს ტრადიცია ჩემთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, წელს ჩემი ოჯახის წევრები მიდიან, ამიტომაც შეყვარებულსა და მეგობრებთან ერთად შევხვდები ახალ წელს. ეს დღესასწაული ჩემთვის იმდენად დადებითია, რა უნდა მოხდეს, რომ არ გამიხარდეს. იმასაც არ ვიტყვი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს (იცინის), მჯერა სიკეთის, ზღაპრის და ახალი წლის. 

- რაიმე საახალწლო ამბავი გაიხსენე...

- ჩემი წინა გამოსვლიდან გამომდინარე, ძალიან ალოგიკურ რამეს მოვყვები, მაგრამ ერთ ახალ წელს ვარდისფერ კაბაში ვიყავი გამოწყობილი, როდესაც დედაჩემმა მითხრა, რომ თოვლის ბაბუა ჩვენთან ვერ მოდიოდა და ჩემი დისთვის მე უნდა ვყოფილიყავი თოვლის ბაბუა. გამხადეს ჩემი ვარდისფერი ლამაზი კაბა და ჩამაცვეს თოვლის ბაბუის სამოსი, მთელი ჩემი სამსახიობო ნიჭი მოვიკრიბე და ვითამაშე ეს როლი. 

- ახალი წლისგან რას ელოდები ხოლმე?
- ერთსა და იმავეს ველოდები, მინდა ვიყო ბედნიერი და ჩემ გარშემო ყველა ბედნიერი იყოს. მინდა გამოვიდე ქუჩაში და ყველა იღიმოდეს. აეროპორტში რომ მიმოავლო თვალი ხალხს, ყველა ბედნიერია, ზოგი ჩამოდის, ზოგს ხვდებიან, ყველა ერთმანეთს ეხუტება. აი, ასეთი სიტუაცია მომწონს ძალიან.

- საჩუქრების ჩუქების ტრადიცია თუ გაქვთ ოჯახში?
- რადგან საქართველოში არ გავზრდილვარ, ეს ტრადიცია ბავშვობიდან გვქონდა. მიმაჩნია, რომ ესეც ერთ-ერთი ძალიან კარგი ტრადიციაა. 

- გოზინაყი ახსენე და სამზარეულოში თუ ტრიალებ ხოლმე?

- ძალიან გემრიელი გოზინაყი გამომდის, მაგრამ დაჭრა ვერ ვისწავლე. ერთი დიდი ჯგრო გამოდის. მგონი, რაღაც მავიწყდება. ვიზუალურად არ გამოდის ლამაზი. ფილმ "ბედის ირონიის" მსგავსად, ჩვენს საახალწლო სუფრას აუცილებლად ამშვენებს ოლივიე. 

- ნაძვის ხეს როდის დგამ? ადრე ერთ-ერთმა ცნობილმა ადამიანმა გვითხრა, აპრილის ბოლომდე მიდგას ნაძვის ხეო. 
- გიჟივით გამომივა, მაგრამ მართლა ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული. შინაგანად ვგრძნობ, რომელ დღეს უნდა მორთო ნაძვის ხე. ეს ხდება 20 დეკემბრის მერე. ერთ წელს მარტის ბოლომდე გვედგა (იცინის). ზოგადად კი, იანვრის ბოლომდე არ ვიღებთ ხოლმე. 

კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 699 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 69
სტუმარი: 69
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz