მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 13 » ნიკოლას კეიჯი
10:56 AM
ნიკოლას კეიჯი
ნიკოლას კეიჯი (ინგლ. Nicolas Cage ნამდ. სახელი: ნიკოლას კიმ კოპოლა, დ. 7 იანვარი1964) – ამერიკის კინო-აკადემიის ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი.

დაიბადა ლონგ-ბიჩზეკალიფორნია, აუგუსტ კოპოლას (იტალიელი ამერიკელი მწერალი და პროფესორი) და ჯოი ვოგელსანგის (გერმანული წარმოშობის ამერიკელი მოცეკვავე) ოჯახში. მშობლებმა მას ნიკოლას კოპოლა დაარქვეს. მაგრამ მან შეცვალა თავის სახელი ნიკოლას კეიჯით, რათა არ ესარგებლა თავისი ცნობილი ბიძისფრენსის ფორდ კოპოლას სახელით და თავისით დაეწყო მსახიობის კარიერა. 1976წელს კეიჯის მშობლები განქორწინდნენ და ის ბევერლი-ჰილსში გადადის მამასთან. კეიჯი ფრენსის ფორდ კოპოლასა და ტალია შაირის ბიძაშვილია.

კეიჯი მსახიობობით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა, რისთვისაც საშუალო სკოლა ადრევე მიატოვა და სამსახიობო კარიერას მიჰყვა. სახელი ადრევე შეიცვალა, რათა განთქმული ბიძის სახელის რეპუტაციით არ ესარგებლა. გვარი კეიჯის კაპიტანი მარველის კომიკსების წიგნის გმირის ლუკ კეიჯისგან ისესხა და ასევე ავანგარდისტი კომპოზიტორი ჯონ კეიჯისგან.

1982 წელს მცირე როლი შეასრულა ფილმში "Fast Times at Ridgemont High" (კოპოლას გვარით), რომლის უმეტესობა მონტაჟის შემდეგ იატაკზე დარჩა. შემდეგი როლები იყო 1983 წლის "Rumble Fish and Valley Girl", სადაც ის პირველად შენიშნეს.

ამერიკის კინო-აკადემიის ოსკარი საუკეთესო მსახიობისთვის მოიპოვა ფილმში "Leaving Las Vegas" (1995). მან მოიხვეჭა სახელი როლების ცვლით მძაფრსიუჟეტიანი ფილმებიდან უფრო სერიუზულ ხასიათობრივ დრამებზე, და შავი იუმორით. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრები იყო "Lord of War", სადაც ის ქარიზმატულ იარაღით მოვაჭრეს ასრულებს და "The Weather Man", დეპრესიით დაავადებული განთქმული ამინდის მაცნე.

მას ჰყავს ვაჟი, უესტონ კოპოლა კეიჯი (დ. 1990), მოდელი კრისტინა ფულტონისგან.1995 წლის 8 აპრილს მან იქორწინა მსახიობ პატრიცია არქეტთან, თუმცა ისინი 2001წელს განქორწინდნენ. 2002 წელს ის ლიზა მარია პრესლიზე ქორწინდება და ოთხ თვეში ისევ განქორწინებაზე შეაქვს საბუთები; საბოლოოდ 2004 წელს გაეყარა. იმავე წლის ივლისში ქორწინდება ყოფილ მიმტან ელის კიმზე. მისგან ეყოლა მეორე ვაჟი კალ-ელ კოპოლა კეიჯი (დაიბადა 2005 წელს ნიუ-იორკში).

კეიჯს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჯონი დეპის სამსახიობო კარიერის შექმნაში. ჯონი დეპს ის ჯერ კიდევ იმ პერიოდში დაუმეგობრდა, როცა ეს უკანსაკნელი კარიერაში ფეხს იდგამდა.

კეიჯი კომიქსების წიგნების დიდი ფანია, რომელშიც მისი ფავორიტია მარველის კომიქსებიდან მოჩვენება რაიდერი (Ghost Rider).


მისი ფილმებიდან განსაკუთრებით მიყვარს ''გიჟური რბოლა'' ვინც უყურებთ არ ინანებთ დამიჯერეთ ^^

სახელი :  Drive Angry |გიჟური რბოლა

 |Сумасшедшая езда

ჟანრი :  მძაფრსიუჟეტიანი, თრილერი, ფენტეზი

წელი : 2011

რეჟისორი : პატრიკ ლუსიე 

როლებში : ნიკოლას კეიჯი, ემბერ ჰიორდი, უილიამ ფიჰტნერი, ბილი ბიორკი, დევიდ მორსი, ტოდ ფარმერი

აღწერა : მოვლენების ცენტრშია ადამიანი, რომელიც მისი ქალიშვილის მკვლელების კვალს მიყვება...


 


კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 1122 | დაამატა: Silly-Girl♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2013-01-13 Spam
Yvela filmi miyvaaars <3 vgijdebi am msaxiobze