| საიტის მენიუ |
|
 |
| გამოკითხვა 1 |
|
 |
| გამოკითხვა 2 |
|
 |
| გამოკითხვა 3 |
|
 |
|
|
 | |  |
მთავარი » 2012 » მაისი » 30 » News! super stars.
7:57 PM News! super stars. |
1.„Maroon 5" სადებიუტო ალბომს „Songs About Jane" ხელმეორედ გამოსცემს
ღმოჩნდა, რომ ამერიკული ჯგუფი „Maroon 5" უახლოეს მომავალში არა მხოლოდ ახალ მასალას შემოგვთავაზებს, არამედ ძველ. სადებიუტო ალბომსაც ხელმეორედ მიუბრუნდება. ალბომის „Songs About Jane" საიუბილეო ვერსია გაყიდვაში 5 ივნისს გამოვა. აქცია ფირფიტის დებიუტის 10 წლისთავს ეძღვნება.  ლონგპლეის ახალ ვერსიაში ცნობილი ჰიტების დემო-ვერსიები, აქამდე გამოუცემელი სიმღერები და ალბომის შექმნის ამსახველი ფილმი შევა. ცვლილებაა აგრეთვე გარეკანის გაფორმებაშიც. საინტერესოა, რომ ჯგუფის ახალი ალბომი „Overexposed", იმავე კვირაში გამოვა. „Songs About Jane „ 2002 წელს გამოვიდა და ბრიტანეთის ჩარტების უპირობო ლიდერი გახდა.
2.რიანა პირველი სინგლის იუბილეს აღნიშნავს
ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ სადებიუტო სინგლის შექმნის დღე აღნიშნა. სიმღერა „Pon De Replay" 2005 წლის მაისში გამოვიდა. იმ დროისთვის რიანა მხოლოდ 17 წლის იყო. კომპოზიცია შევიდა ალბომში „Music of the Sun".  „დაბადების დღეს გილოცავ „Pon de Replay"! დღეს შენო გამოსვლიდან ზუსტად 7 წელი გავიდა! ჩემი სიყვარული თაყვანისმცემლებისადმი უკვდავი და მუდმივია" - წერს რიანა საკუთარ მიკრობლოგში. რიანას დისკოგრაფიაში ექვსი სტუდიური ალბომია, რომელთა გაყიდული ტირაჟი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 25 მლნ. ასლია.
3.დრეიკი მზად არის ახალი მუსიკა შექმნას
კანადელი რეპერი დრეიკი აცხადებს, რომ უკვე ახალ ჩანაწერებზე ფიქრობს და ფირფიტაზე მუშაობის დაწყებას მომავალ თვეში გეგმავს. ახალი პროექტი მუსიკოსის დისკოგრაფიაში რიგით მესამე ნამუშევარი იქნება. უკანასკნელი ალბომი „Take Care" 2011 წელს გამოვიდა.
 „ახალი მუსიკის შექმნას ძალიან მალე ვგეგმავ. 18 ივნისს ავიღებ სტარტს. სულ მალე გამოვა სინგლი „French Montana", რომელზეც რიკ როსთან და ლილ უაინთან ერთად ვიმუშავე. დამეთანხმებით, არაჩვეულებრივი შემადგენლობაა. აგრეთვე ვიმუშავე ჯასტინ ბიბერთად მის ახალ ალბომზე" - აცხადებს დრეიკი MTV News-თან მიცემულ ინტერვიუში.
 შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ბიბერმა ახალი ალბომის თრექ-ლისტი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
|
|
კატეგორია: ♥ News - სიახლეები |
ნანახია: 691 |
დაამატა: ♥AnnaMaria♥
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
| შესვლის ფორმა |
|
 |
| მინი პროფილი |
მოგესალმებით Guest
შაბათი
2026-02-07
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ: დღე
|
 |
| ძებნა |
|
 |
| მინი-ჩეთი |
|
|
 |
| კალენდარი |
|
 |
| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 |
 |
|
|