მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 6 » NEWS
10:48 PM
NEWS
ემი ვაინჰაუსის სახელობის ჯილდო დაწესდა

მუსიკალურ შემსრულებლებს ტონი ბენეტის და ნასირ ჯონსს, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით Nas ახლად დაარსებული ჯილდო Amy Winehouse Inspiration Awards გადაეცათ. ჯილდო განსვენებული ემი უაინჰაუსის სახელობისაა და ემის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაარსდა.Nas, რომელიც მომღერალთან მისი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მუშაობდა, აგრეთვე გამოვიდა ჯილდოს პირველ საქველმოქმედო კონცერტზე ნიუ-იორკში. დაჯილდოების ღონისძიება მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. კონცერტზე შემოსული მთლიანი თანხა ემის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. ემის გამაოგნებელი ნიჭი ჰქონდა და განსაკურებული მომღერალი იყო. ჩემთვის იგი იყო დასავით. ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ პროექტში..." - აცხადებს სახელოვანი რეპერი. ღსანიშნავია, რომ ბენეტმა ემისთვის ერთი წლის წინ დაწერა სიმღერა Body & Soul და სინგლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ემის საქველმოქმედო ფონდში Amy Winehouse Foundation გადარიცხა.




ბრუნო მარსის ახალი ალბომის დეტალები

ამერიკელი მომღერალი ბრუნო მარსი ახალი მუსიკალური მასალის წარსადგენად ემზადება.ამის შესახებ არტისტი ტვიტერში საკუთარ მიკრობლოგში წერს.თაყვანისმცემლის კითხვაზე, თუ როდის გამოვა მომღერლის ახალი ალბომი ბრუნომ უპასუხა:ახალ ნამუშევარს ოქტომბერში მოისმენთ. გპირდებით! გარდა ამისა, ამერიკელმა პროდიუსერმა Diplo, რომელიც მუშაობს ბრუნოს მეორე ფირფიტაზე ადრე აღნიშნა, რომ მუსიკა ახალ ალბომში გენიალურია.ბრუნო ყველაზე მაგარია მათ შორის ისთანაც კი ოდესმე მიმუშავია სტუდიაში.ძალიან მხიარულია და მისთვის სულერთია რა ხდება მუშაობის დროს. მისი მომავალი ნამუშევარი ყველაზე დიდებული რამ იქნება ქვეყანაზე. იგი პოპ-მუსიკის გენიაა შეგახსენებთ, რომ ბრუნო მარსის დისკოგრაფიაში არსებობს ერთი სტუდიური ალბომი Doo-Wops & Hooligans რომელიც Billboard 200-ში მოხვდა და დიდი ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი ალბომების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.




კოლუმბიელი მომღერლის შაკირას ყოფილი საქმრო არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი ფერნანდო დე ლა რუა ანტონიო მომღერალს სასამართლოში უჩივის და მისგან 45 მლნ დოლარს ითხოვს.წყვილი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად 2011 წლის იანვარში დასცილდა. ანტონიო საკუთარ ფინანსურ პრეტენზიებს იმით ხსნის რომ მომღერალთან თანაცხოვრების დროს მას სარეკლამო აგენტის კარიერის დათმობა უწევდა და მომგებიან კონტრაქტებსა და წინადადებებზე, რომლებსაც მისთვის 200 მლნ დოლარზე მეტის მოტანა შეეძლო უარს ამბობდა. დე ლა რუას თქმით, მან მომღერლის კარიერას თავი მიუძღვნა რადგან მისი აგენტი იყო. არგენტინელმა ჩათვალა, რომ სრულიად კანონიერი იქნება მათი ერთად ყოფნის დროს მომღერლის მიერ გამომუშავებული თანხის 252 მლნ დოლარის 18%, ანუ 45 მლნ დოლარი მოითხოვოს. დე ლა რუა შაკირასთან ერთად შეძენილი ურუგვაის მამულისა და ნიუ-იორკის აპარტამენტებითაც არის დაინტერესებული.ამასთან, მომღერლის ადვოკატმა განაცხადა, რომ შაკირა ვალდებული არაა რაიმე დამატებითი თანხა გადაიხადოს გარდა იმისა რაც შეყვარებულებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაში იყო განსაზღვრული.შეთანხმება საქორწინო კონტრაქტის მსგავს დოკუმენტს წარმოადგენს. ანტონიო დე ლა რუა და შაკირა 2 წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ამჟამად მომღერალი საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მცველს, ჟერარ პიკეს ხვდება და მისგან ბავშვსაც ელოდება. პრესის ინფორმაციით მომღერალმა 2013 წლის იანვრის ბოლოს უნდა გააჩინოს.

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 570 | დაამატა: ♥AnA-^_^♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ორშაბათი
2024-04-29
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz