მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 23 » NaXeT All **
7:52 PM
NaXeT All **

წინდები, ტრუსები, შხაპის გელი - მამაკაცების აზრით, ახალ წელს ამაზე საშინელი საჩუქარი შეიძლება მხოლოდ არომატული სანთლები ან დამდეგი წლის სიმბოლოს გამომხატველი ფიგურები იყოს.საახალწლო საჩუქრის შესარჩევად საკმაო დროა დარჩენილი, სწორი არჩევანისთვის კი შეგიძლიათ, სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული რამდენიმე საერთო პრინციპი გაიზიაროთ. 

შოპინგ-მარათონის დროს უარი თქვით ტიპიურ ქალურ მიდგომაზე - შეარჩიოთ ისეთი საჩუქარი, როგორსაც თავადაც სიამოვნებით მიიღებდით. გახსოვდეთ, მამაკაცებთან ეს პრინციპი არ მუშაობს. მათ იშვიათად აღაფრaთოვანებთ ახალი ტანსაცმელი ან თავის მოვლის კოსმეტიკური საშუალებები. 
საჩუქარი ისეთი უნდა იყოს, რომ ერთი თვალის შევლებითაც აშკარა იყოს: ა) მასზე დიდხანს ფიქრობდით; ბ) ის უნიკალურია და სწორედ მისთვისაა განკუთვნილი, ვისაც ჩუქნიან და ნაჩქარევად არაა ნაყიდი უახლოეს სუპერმარკეტში. 

მამაკაცებს განსაკუთრებით აღიზიანებთ არაფუნქციური საჩუქარი, რომელსაც პრაქტიკულ დანიშნულებას ვერ უძებნიან. ნუ აჩუქებთ საყვარელ მამაკაცს მიკროტალღურ ღუმელს, მადუღარას ან თმის უთოს იმ იმედით, რომ შემდეგ მას თქვენ გამოიყენებთ. 

მამაკაცებს არ უყვართ სიურპრიზები, მათ მოსწონთ, როცა ყველაფერი გარკვეული და ადვილად ამოსაცნობია. ნუ გექნებათ იმედი, რომ უცნაური სიურპრიზით აღაფრთოვანებთ. 

ნუ შეეცდებით მისი სურვილების ამოცნობას, შეიძლება რამე არასწორად გაგიგოთ, უმჯობესია ჰკითხოთ, რას ისურვებდა საჩუქრად. მამაკაცთა 99% ამ შეკითხვას გულწრფელად უპასუხებს. 
დაბოლოს, უმჯობესია, საყვარელ მამაკაცს აჩუქოთ ემოციები. ტექნიკური სიახლეებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ნაკლებად შეცდებით. 

რაც შეეხება ემოციებს, სპეციალისტთა რეკომენდაციით, შეგიძლიათ, საყვარელ მამაკაცს საჩუქრის სახით სტრიპტიზი უცეკვოთ, არც ეროტიკული მასაჟი იქნება ურიგო, ოღონდ ორივე შემთხვევაში ყველა დეტალი წინასწარ უნდა გათვალოთ - გარემო, საკუთარი ჩაცმულობა, მუსიკალური ფონი. 
თუ დიდი ხანია ერთად ხართ, შეგიძლიათ, პირველი რომანტიკული საღამო გაიმეოროთ, გამოავლინოთ განსაკუთრებული სითბო და სინაზე. 

და კიდევ რამდენიმე მარტივი რჩევა: 

სასარგებლო საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის: საფულე ან პორტმონე მართვის მოწმობისთვის, იმიჯური ავტოკალამი, მით უმეტეს, თუ ბიზნესწრეებში ტრიალებს, შეგიძლიათ ჯიბის ფანარიც უსახსოვროთ. 

რომანტიკული საჩუქარი: შეგიძლიათ, საკუთარ ფანტაზიას ფართო გასაქანი მისცეთ. მისაღებია ყველაფერი - რესტორანში ვახშმობიდან დაწყებული, მარწყვებით მორთული ტორტით დასრულებული. შეგიძლიათ მისი ან ორივე თქვენგანის ფოტოთი დამშვენებული მუსიკალური ღია ბარათი უსახსოვროთ. 

სახალისო საჩუქრები: რაც უფრო ორიგინალური და სასაცილო იქნება საჩუქარი, მით უკეთესი. მაგალითად, "ჯადოსნური კვერცხიდან" ამოზრდილი მცენარე, რომლის ფოთლებსაც აწერია: "მე შენ მიყვარხარ" ან რაიმე სხვა წარწერა; გამჭვირვალე "ბრელოკი", რომელშიც მოთავსებულია ცოცხალი მცენარე; პატარა აკვარიუმი, რომელშიც ჯუჯა კრევეტები ბინადრობენ; მინიატიურული ნავთობის ჭაბურღილის კოშკურა, თუ, რა თქმა უნდა, ოლიგარქი არ არის და ერთ-ორ ნამდვილ ჭაბურღილს არ ფლობს; რაიმე სამაგიდო თამაში, მეგობრებთან ერთად მხიარულად რომ გაატაროთ საღამოები.
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 663 | დაამატა: queen♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 69
სტუმარი: 69
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz