მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 11 » ნაწნავი- მარტივი და ორიგინალური ვარცხნილობა
11:08 AM
ნაწნავი- მარტივი და ორიგინალური ვარცხნილობა
კლასიკური ინგლისური ნაწნავი 



ყველაზე მარტივი და ფართოდ გავრცელებული სტილია. თმა კისერთან იყოფა სამ ნაწილად და თმის ერთმანეთზე მორიგეობით გადადებით მარცხნიდან-შუაში და მარჯვნიდან-შუაში მიმართულებით ნაწნავი მზადაა.

ფრანგული ნაწნავი 



ძალიან გავს ტრადიციულ ინგლისურ ნაწნავს, განსხვავება ისაა, რომ თმის დაწვნას ვიწყებთ არა კისრიდან, არამედ კეფიდან, თმის მცირე რაოდენობით და ნელ-ნელა ვამატებთ დანარჩენ თმას. ფრანგული ნაწნავის მოდიფიცირებული ვერსიებია ე.წ. თევზის კუდი, ჩანჩქერი, ფრანგული ნაწნავის გვირგვინი და გერმანული ნაწნავი.



გერმანული ნაწნავი 



განსხვავება ფრანგული ნაწნავისაგან იმაშია, რომ თუ ფრანგულ ნაწნავში ნაწნავი თმაში მსუბუქად, ერთი შეხედვით დაუდევრადაა ჩაქსოვილი,გერმანულში თმა გასწორებულია და ნაწნავი რელიეფურადაა ამობურცული, თან უფრო მეტად აკურატულიცაა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ფრანგულისგან განსხვავებით, თმის შუა ნაწილს არ ვეხებით და მხოლოდ კიდეებიდან მოგვაქვს თმა ჩასაწნავად.


თევზის კუდი 



ერთ-ერთი პოპულარული ნაწნავი პოდიუმებზე. ამ ნაწნავის პლიუსი ისაა, რომ უფრო მოცულობითი ჩანს.



ჩანჩქერი ♥



ეს ნაწნავი 2011 წლის ზაფხულს განსაკუთრებით პოპულარული გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სათუთია და მალე იშლება, სამაგიეროდ თმა თვალებიდანაა გადაწეული ისე, რომ თმის შეკვრა არ გიწევს.

მარტივი ჩანჩქერისებრი ნაწნავისთვის



ბოჰემური, უფრო მრავალფეროვანი სტილი.



შვეიცარიული ნაწნავი ♥



ცნობილია როგორც ჰეიდის ნაწნავი და პოდიუმებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია. თმას ყოფენ ორად, ყურების დონეზე წნავენ ორ ინგლისურ ნაწნავს, ამაგრებენ რეზინით და შემდეგ მარჯვენა ნაწნავს მარცხენა მხარეს, ხოლო მარცხენა ნაწნავს მარჯვენა მხარეს დაახვევენ თავზე ისე, რომ გვირგვინისებრი სტრუქტურა მიიღონ. ნაწნავის ბოლოებს მოხერხებული თმის სამაგრებით ამაგრებენ.




გვირგვინისებრი ნაწნავი ♥ 


წააგავს შვეიცარიულ ნაწნავს, მაგრამ თუ იქ უბრალოდ, ორი ინგლისური ნაწნავი მაგრდება თავზე, აქ ფრანგული ნაწნავის მეთოდით იწვნება თმა თავზე, ისე, რომ გვირგვინი გამოვიდეს, რაც გაცილებით უფრო რთულია.



ოთხ და მეტნაწილიანი ნაწნავები ♥



კლასიკური ნაწნავისთვის თმა სამ ნაწილად იყოფა, მაგრამ არსებობს 4,5, და კიდევ უფრო მეტნაწილიანი ნაწნავები, რომელთა შექმნა მთლიანად შემქმნელის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.




  
 ბავშვებო ძალიან ბევრი ვიწვალე 
♥ და გთხოვთ დააკომენტარეთ 
♥ ბევრს გამოგადგებათ მემგონი 

კატეგორია: ♥ Fashion - გაკვეთილები | ნანახია: 1967 | დაამატა: Little♥Daisy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 9
2012-06-11 Spam
magari siaxlea martla yochag ra! kai iyo dzaann