მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 22 » ნაპოლეონის ნამცხვარი
4:34 PM
ნაპოლეონის ნამცხვარი
ტორტი „ნაპოლეონი" მზადდება ფენოვანი ცომისგან და მოხარშული კრემისგან. ტორტის რეცეპტი ცნობილია 1850წლიდან და მას შემდეგ ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საყვარელ ტკბილეულად.



ინგრედიენტები:

ცომისთვის:


ფქვილი 1კგ

ნაღების კარაქი ან მარგარინი 4ცალი 200გრამიანი შეფუთვა
კვერცხი  2ც
მარილი 1ჩ/კ
ძმარი 2ს/კ
წყალი დაახლოებით 400მლ

კრემი:

რძე 4 ჭიქა
შაქარი 1,3 ჭიქა
კვერცხი 4 ცალი
ფქვილი 4ს/კ
ნაღების კარაქი 200გრ.
ვანილი 1 შეკვრა
შაქრის პუდრი 2ს/კ


მომზადების წესი

დავიწყოთ ფენოვანი ცომის მომზადება.
მნიშვნელოვანია: ყველა პროდუქტი, რომლითაც უნდა მომზადდეს ფენოვანი ცომი უნდა იყოს ძალიან ცივი. კვერცხი, ფქვილი, წყალი უნდა იყოს მაცივარში, კარაქი ან მარგარინი კი რამდენიმე საათი უნდა იდოს საყინულეში.



ფქვილის ნაწილი შევურიოთ 800გრამ მსხვილ სახეხზე გახეხილ კარაქს ან მარგარინს, კარაქის ხეხვის დროს გამუდმებით უნდა ვაყაროთ მას ფქვილი. მას შემდეგ, რაც მთელი მარგარინი გაიხეხება მოვაყაროთ დარჩენილი ფქვილი და ნაზი მოძრაობით შევურიოთ ფქვილი და კარაქი.


საზომ ჭიქაში ავურიოთ: 2კვერცხი, 2 ჩ/კ მარილი, ძმარი. დავასხათ ცივი წყალი ისე რომ მთლიანი სითხე გახდეს 500მლ. ეს სითხე შევურიოთ ფქვილიან კარაქიან მასას, გამუდმებით ვასხათ სითხე პატარა პორციებით. ძალიან სწრაფად მოვზილოთ ცომი, პროდუქტები უნდა დარჩეს ცივი. ცომი გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად.


თითოეული ნაწილი ჩავდოთ ცალკე ცელოფანში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2საათით.
სანამ ცომი მაცივარშია გავაკეთოთ კრემი. მივიყვანოთ ადუღებამდ 4ჭ რძე და 1,3ჭ შაქარი. ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ 4ც კვერცხი და 4ს/კ ფქვილი და ცოტ-ცოტობით დავამატოთ ნახევარი ცხელი რძე ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ ეს მასა ერთი მოძრაობით ჩავასხათ დარჩენილ  რძიან მასაში. ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ავადუღოთ, როგორც კი მივა ადუღებამდე მაშინვე გამოვრთოთ. კრემიანი ქვაბი ჩავდგათ ცივ ყინულიან წყალში გასაციებლად.
ცომის თითო გუნდა გავყოთ 2 ნაწილად. გავაბრტყელოთ ცომი 3-4მმ სისქეზე და ჟარონის ზომაზე. ჟარონის კიდეები ოდნავ დავასველოთ წყლით.  საბრტყელებელის  დახმარებით გადავდოთ ცომი ჟარონაზე და მოვაჭრათ ცომს ზედმეტი ნაწილები. ოდნავ მივაჭერთ კიდეებს  და ვაკეთებთ პატარა განაკვეთებს დანით ან ვჩხვლიტავთ ჩანგლით, რომ ცხობის დროს იგი არ გაიბეროს.

ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200-220გრადუსზე, სანამ ბისკვიტი კარგათ არ შეწითლდება. ვიღებთ ბისკვიტს და ვდებთ მას ხის დაფაზე. ასევე ვიღებთ მეორე ბისკვიტს.

მესამეს ვაცხობთ პატარას და თხელს, ზედ მოსაყრელად 2-3მმ-ის სისქისას. თუ პატარა ჟარონაზე აცხობთ 2-ის ნაცვლად გამოაცხეთ 4 ბისკვიტი და შუაზე გაჭრა საჭირო აღარ იქნება.
მიქსერით მაღალ სიჩქარეზე კარგათ ავთქვიფოთ 200გრ დარბილებული კარაქი, იგი უნდა გახდეს ჰაეროვანი, ვაგრძელებთ თქვეფას და თან ვუმატებთ მოხარშულ კრემს და ერთი პაკეტ ვანილს. უნდა გამოვიდეს ერთგავროვანი ჰაეროვანი კრემი.
დავიწყოთ ტორტის აწყობა. ბისკვიტები გავჭრათ შუაზე, ასე ჩვენ გვექნება 4ბისკვიტი.


ხის დაფაზე დავდოთ ერთი ბისკვიტი, დავფაროთ იგი თანაბრად კრემის საშუალო შრედ, დავადოთ მეორე ბისკვიტი, ოდნავ დავაწვეთ ზევიდან და ისიც დავკრემოთ, ასე მოვიქცეთ ოთხივე ბისკვიტის შემთხვევაში, ტორტის ზედაპირს და გვერდებს წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ზედ დაფხვნილი პატარა ბისკვიტი.
მზა ტორტს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
კატეგორია: ♥ გურმანი | ნანახია: 992 | დაამატა: -DreamerGirl♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-02-22 Spam
4.    ( -Mary♥[??????]

va ramagaria <3 sazizgari dampali
bavshvi xar sad vishovo exla amdeni
rame unda :X:D <3 momshivda biggrin