მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 6 » ნანუკა ჟორჟოლიანი - ვერ ვიტყვი, რომ მთელი სტაფით მივდივარ
10:59 PM
ნანუკა ჟორჟოლიანი - ვერ ვიტყვი, რომ მთელი სტაფით მივდივარ

მას შემდეგ რაც "ნანუკას შოუ" "იმედზე" აღარ გადის, მისი ავტორი და წამყვანი მოლაპარაკებებს აწარმოებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, "მზესთან", "რუსთავი 2" -თან. "მქონდა სხვა შემოთავაზებებიც.

15 ოქტომბრიდან, "GDS"-ის გარდა, თითქმის ყველა არხთან მქონდა შეხვედრა და მოლაპარაკება. ეს იყო შემოთავაზებების განხილვა. რამდენიმე დღეში გადაწყდება - რომელ არხზე იხილავს მაყურებელი "ნანუკას შოუს", - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

-ნანუკა, ზუსტად როდის გეცოდინება, სად იხილავს მაყურებელი შენს შოუს?
-სამშაბათ-ოთხშაბათს მე უნდა ვთქვა პასუხი. ახლა უფრო ტექნიკური დეტალების გარკვევა მიწევს - სად რა პირობაა, სასპონსორო პაკეტი და ასე შემდეგ.

-რა ცვლილებებით გავა შოუ ეთერში?

-გააჩნია არხს. ზუსტ ცვლილებებზე ჯერ ამიტომ ვერ ვსაუბრობ. "რუსთავი 2" საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ბადით განსხვავდება. გადაცემის ქრონომეტრაჟიც სხვა იქნება. ყველა არხს აბსოლუტურად სხვადასხვა პირობა აქვს. თუმცა ფორმატის დიდი ცვლილება არ იქნება. ვისი ნახვაც მაყურებელმა ჩემს შოუში ვერ მოასწრო, გადაცემაც მასზე იქნება.

-მთელი სტაფით გადადიხარ?

-ვერ ვიტყვი, რომ მთელი სტაფით მივდივარ. ბევრი „იმედის" თანამშრომელი იყო, ოპერატორები, გამნათებლები, დეკორატორები. ჩემთან ერთად იქნება სამხატვრო ხელმძღვანელი, პროდიუსერი, სცენარისტი, ათ კაცამდე, მათ შორის დათო ლაბაძე. „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" შეეცდება, თვითონ გაყიდოს გადაცემა. სასპონსორო პაკეტიც ჩემია. არა მგონია, ეს ტელევიზიას დისკომფორტს უქმნიდეს, პირიქით. მე უკვე სპონსორი მყავს, ანუ ბიუჯეტი ტელევიზიის ხარჯზე არ არის.


-და რა ბედი ეწევა იმ გადაცემებს, რომლებიც მზად გქონდა, მაგრამ "იმედზე" გაშვება ვერ მოასწარი?


-ჩემი გადაცემების არქივი, რომელიც ახალ სეზონზე ჩაიწერა, მაგრამ არ გასულა იმ არხზე, დღის შუქს ნახავს იქ, სადაც მე ვიქნები.
კატეგორია: ♥ iFunLover | ნანახია: 703 | დაამატა: elenikooo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-12-07 Spam
tu nanuka rustavi ors dastanxmda,mashin raga gamova? maias propilic cutshive chaishleba