ნანკა
კალატოზიშვილი სამი თვის ორსულია. მსახიობი ორსულობამ თურმე ძალიან
დააბნია: "საერთოდ არ ველოდი, ჯერ დავიბენი მერე კი უზომოდ გამიხარდაო", -
განუცხადა მან Prime Time News -ს.
ნანკა კალატოზიშვილი: "ჯერ
ძალიან პატარაა, ამიტომ ბიჭია თუ გოგო არ ვიცი. ისე, სულერთია... არც
ორსულებისთვის დამახასიათებელი მოთხოვნები მაქვს, არც ცხოვრების რიტმი
შეცვლილა. სპექტაკლებიც ძველებურად მიდის. ჯერჯერობით ასეა, მერე, ალბათ,
შეიცვლება"... ნანკას მომავალი შვილის მამა კალათბურთელი ირაკლი კეიდია
გახლავთ. ისინი უკვე წლებია ერთად არიან, თუმცა დაქორწინებას არ ჩქარობენ.
ნანკასგან განსხვავებით კედო საყვარელი ქალის ორსულობას არ დაუბნევია,
გადასარევად შეხვდა ამ ამბავსო.