ალბათ ყველამ მათ შორის
ნაილმაც იცის რომ კეიტი პერი One Direction-ის ფანია, ხოლო ამ ჯგუფიდან
მისი გამორჩეული წევრი სწორედ ნაილია. და როგორც ვხედავთ არც ნაილია
გულგრილი მის მიმართ. ამ ბოლო დროს ის ინტერვიუებში მის შესახებ ხშირად
საუბრობს.
"ღმერთო
ჩემი ის შესანიშნავია" - ამ სიტყვებით მოიხსენია მან კეიტი პერი Dan
Wootton-თან საუბარში. " თითქოს ის რაღაც პასუხისმგებლობას გრძნობს ჩემს
მიმართ რადგან სწორედ მისი წყალობით გადავედი მე The X Factor -ში. "
"კეიტი
ძალიან სექსუალურია და ამასთან ერთად არაჩვეულებრივი ადამიანიც" - მბობს
ნაილი ერთ-ერთ ჟურნალში. "ის პირველი ადამიანი იყო ვინც გამარჯობა მითხრა
კულისებში."
სწორედ
ამის და კიდევ რამოდენიმე ფაქტის გათვალისწინებით უკვე დიდი ეჭვებია რომ
19 წლის ვარსკვლავს ოდნავ უფრო მეტად მოსწონს კეიტი პერი ვიდრე ცნობილია.