მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 9 » ნაადრევი დასკვდებიდან თავი უნდა შევიკავოთ
6:06 PM
ნაადრევი დასკვდებიდან თავი უნდა შევიკავოთ

-ხომ მითხარი რომ არ წახვიდოდი?-ჩუმად დაიჩურჩლა ლამაზმა ლუსინდამ მაგრამ მასუხი არავინ გასცა.

-რატომ არ მელაპარაკები?-ისევ დაიჩურჩულა და ირგვლივ მიმოიხედა.

მარტო იყო,მის გვერდით არავინ ჩანდა,ბნელოდა,თოვლის ფიფქები ციდან ანგელოზებივით ცვიოდნენ.

თვითნ კი ზღვის ნაპირას იდგა და მას ელოდა,მაგრამ არ ჩანდა,ვაი რომ არ ჩანდა,უთხრა მალე მოვალო და მიატოვა.


-არ გიყვარვარ-ლუსინდამ ლოყაზე ჩამოგორებული ვრისტალივით გამჭვირვალე ცრემლი მოიშორა და თოვლის ფანტელებს შეაცქერდა.

„ჯერ კიდევ გუშინ ერთად ვიყავით"-ფიქრობდა ის"ასე მეუბნებოდა არასოდეს მიგატოვებო,ახლა კი?სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ წავიდა,მითხრა სახლში დამელოდე მალე მოვალო მაგრამ უკვე დაღამდა და ის არ ჩანს,წავიდა,მიმატოვა,მასთან ერთად გაიქცა,არადა ყოველთვის მეშინოდა რომ დავკარგავდი,სულ იმას ვფიქრობდი რომ მას არ წაერთმია ჩემი თავი,იმ გოგოს,ყოველთვის მომწონდა მისი თავდაჯერებულობა,სილამაზე,ყველაფერი ად ამავდროულად არაფერი,ის მეუბნებოდა რომ სხვა გოგოს არ გახედავდა,მომატყუა?მაინც იმასთან წავიდა"-გაცხარებით ფიქრობდა ლუსინდა,არ იცოდა რა მოხდა,ტელეფონი აიღო...


გავიდა ერთი ზარი,ორი,სამი...ყურმილს კი არავინ იღებდა.

კიდევ ერთხელ სცადა,ამჯერად აერთოდ გამორთო,მან გამორთო,ლუსინდას ყურმილი გაუთიშა,ასეთი რამ არასოდეს მომხდარა,არასოდეს.

გოგონას ეჭვები კიდევ უფრო გამძაფრდა,ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ სიყვარული ასე ძალიან ატკენდა გულს,არადა რა ბედნიერი იყო,სულ იცინოდა.


ზღვას გახედა,იცოდა რომ იქ მაინც ელოდა ვინმე,ყოველთვის იყო გამოსავალი,მთავარია შენ რა გზით წახვიდოდი.

-არ გააკეთო ეს ლუსინდა-თავის თავ შეუძახა

„სხა გამოსავალი არ მაქვს"-გაიფიქრა გულში"მან დამტოვა,ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს"

-როგორ არა აქვს-ისევ თვითნვე თქვა-თუ მართლა მიგატოვა არ უნდა დანებდე,შენ ხომ არ ხარ სუსტი ადამიანი

„არა მე სუსტი ვარ,ძალიან სუსტი"-გაიფიქრა-„ვერ გავძლებ,მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ის სხვასთან ერთად დავინახო,მეშნია რომ  ვერ გავძლებ,ვერ გავუძლებ ამ ცხოვრების სისასტიკეს"

-გთხოვ არ გინდა-ხმა აყვირდა-არ მოკვდე,არ მინდა სიკვდილი,მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ,შენ ცოცხალი ხარ,შეხედა რა ლაამზია აქაურობა,თოვს,ზამთარია და თოვს,ტალღბი როგორ ეახლება ნაპირებს,ლუსინდა შეხედე გთხოვ....

ლუსინდა ტიროდა,მასში ორი ხმა ჩაისმოდა,ორი ხმა რომლებიც სულ სხვადასხვა რამეს ურჩევდნენ.

„მიდი ლუსინდა,შენ არ შეგიძლია გაძლება უიმისოდ"

-არა,შეგიძლია-ისევ შეეწინააღმდეგა ხმა

ლუსინდამ თავი გაიქნია და კიდევ ორი ნაბიჯით მიუახლოვდა ზღვის ნაპირს,ძალიან ბნელი ამე იდგა,უკუნი სიბნელე იდგა,მთვარე სადღაც დაკარგულიყო,სუსხიანმა ქარმა ჩამოიქროლა და თვლის ფანტელები ირგვლივ მიმოპნია.

თითქოს გრძნობს რომ დღეს რაღც ცუდი მოხდებაო,რაღაც,რაც შეცვლის ყველაფერს.

ლუსინდა ზღვაში შევიდა,ვერ გრძნობდა თუ რა ცივი იყო წყალი,მხოლოდ ის უნდოდა ეს ტანჯვა მალე დამთავრებულიყო,რაღაც ნათელი წერტილი დაინახა,იქითკენ მიიჩქაროდა.ტალღები ეწინააღმდეგებოდნენ,თითქოს არ უშვებენ შიგო,ეუბნებიან უკან წადი,ჯერ არ უნდა მოკვდეო.

გოგონამ შეცურა,შეცურა იმდენად ღრმად რამდენადაც შეეძლო და მერე მთელი სხეულით მოდუნდა,ხელები და ფეხები მოემჩვარა და უკუნ სიბნელეს შეერწყა...


სანაპიროზე მანქანა გაჩერდა,კარი ბიჭმა გააღო და ძირს გადმოვიდა

-ლუსინდა-ყვიროდა ის-ლკუსინდა სად ხარ?მე მოვედი-ხმაშ სიხარული შეერია,ხელში კი თაიგულები ეჭირა-დედაშენმა მითხრა რომ აქ წამოხვედი,იცი რა მოგიტანე?ყვავილები,რომ იცოდე რამდენი ვეძებე,ამ შუა ზამთარში ძლივს ვიპოვე...ლუსინდა..ლუსინდა,სად ხარ?-ბიჭ სანაპიროს დაუყვა მაგრამ გოგონა არსად არ ჩანდა

-ხომ გითხარი რომ მალე დავბრუნდებოდი?ძალიან მინდოდა შენთვის რამე უჩვეულო სჩუქარი გამეკეთებინა,მეგონა რომ ზამთარში მინდვრის ყვავილები კარგი იქნებოდა,ამიტომაც დამაგვიანდა...ლუსინდა,ღმერთ სად დაიკაგა ეს გოგო?-ბიჭმა ხმამღლა გაიფიქრა და ტელეფონი ამოიღო რომ მისთვის დაერეკა.

ზარი გავიდა,ტელეფონის ხმა სადღაც ახლოდან შემოესმა.ბიჭმა სმენა დაძაბა და რამდენიმე მეტრით წინ წაიწია....

უცებ...

მან დაინახა,დაინახა ლუსინდას ფეხსაცმელები,მიყრილ-მოყრილი,ტელეფონიც იქვე ეგდო.მათ პატარა სურათიც...

ბიჭმა მიმოიხედა,ვერ გაეგო რა მოხდა...

-ლუსინდა-დაიყვირა მან-მე შენ ყვავილები მოგიტანე,ლუსინდა...

უკვე ხვდებოდა რაც მოხდა,მუხლი მოეკეცა,თაიგული ხელიდან გაუვარდა ირგვივ მიმოიხედა...

უიმედოდ ეძებდა მის ლუსინდას,მაინც იცოდა რომ ვერ იპოვიდა...

ბიჭ ჩაიჩოქა

-რატომ?რატომ გააკეთე ეს?მე ხომ შენ თაიგული მოგიტანე....

 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 710 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 10
2012-05-25 Spam
baka baka baka cry cry cry cry