სტუდია Warner Bros.–ი ფილმის 'მოგზაურობა 2: მისტიური კუნძული' გაგრძელების გადაღებას გეგმავს. პროექტის მესამე ნაწილის რეჟისორად ბრედ პეიტონი დაინიშნა. ახალი სიუჟეტის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ისიც უცნობია იგივე მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას თუ არა. სტუდია ფილმის გამოშვებას 2014 წლისთვის აპირებს.