საქართველოში 8:40-ზე 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, მიწისძვრა თბილისშიც საკმაოდ იგრძნობოდა დაახლოებით 3 ბალით. ეპიცენტრი 5,8 ბალით დედოფლისწყაროში გახლდათ. განმეორებითი ბიძგები უკვე შეინიშნებოდა, დედოფლისწყაროში 09:40 წუთზე (1 საათის ინტერვალით) 4.5 და თბილისშიც, თუმცა ძალიან სუსტი. დრო ( თბილისი ) / მაგნიტუდა / რეგიონი M / A
2012-05-07 08:40:34 / M = 5.8 ქალაქი დედოფლისწყარო - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი ზემო ქედი - 1კმ. A
განმეორებითი ბიძგები: 2012-05-07 09:40:48 / M = 3.9 თბილისიდან – 28კმ. ქალაქი საგარეჯო - სამხრეთი - 15კმ. სოფელი უდაბნო - 7კმ. A
2012-05-07 09:38:09 / M = 4.5 ქალაქი დედოფლისწყარო - სამხრეთ-აღმოსავლეთი - 16კმ. სოფელი ზემო ქედი - 11კმ. A
|