მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 1 » მისტიური ამბები – თვითმხილველთა ნაამბობი
10:20 PM
მისტიური ამბები – თვითმხილველთა ნაამბობი
ისტორია პირველი – აბიგაილი

პატარაობიდანვე ვგრძნობდი, რომ ჩემს გარშემო ბევრი უჩვეულო რამ ხდებოდა, რასაც ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნიდი. ჩემი ოჯახი აშშ-ს საზღვაო ძალების ბაზასთან ახლოს ცხოვრობდა ჰავაის შტატის ქალაქ ოეჰუში. მძულდა ჩვენი სახლი, რადგან იქ თავს უსაფრთხოდ ვერასდროს ვგრძნობდი. მუდამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა. სახლი დაწყებითი სკოლის უკან მდებარეობდა, სკოლაზე კი ამბობდნენ, რომ ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე იყო აშენებული. ეს ამბავი ყველა მოსწავლემ იცოდა და სკოლის სააბაზანოში ან დერეფანში მარტო გასვლის ეშინოდათ.

ჩემს ცხოვრებაში ამოუხსნელი მოვლენები როცა დაიწყო, მესამე კლასში ვიყავი. მესიზმრა, რომ ლურჯ კაბაში გამწყობილი გრძელთმიანი გოგონა მინდორში გარბოდა, მას უკან მოსდევდა მამაკაცი შავ შარვალსა და თეთრ პერანგში. შემდეგ ჩნდებოდა ხის სახლი, გოგონა ცდილობდა შიგნით შეერბინა, მაგრამ მადევარი სწორედ ამ დროს იჭერდა, ფეხებში კიდებდა ხელს და გოგონაც ეცემოდა, თავს არტყამდა ქვის კიბეს, სისხლი მოსდიოდა და კვდებოდა. შემდეგ გულის ფორმის ყელსაბამი ძვრებოდა, კიბეებზე დაწკარუნობდა და საბოლოოდ მიწაზე, ბალახებში ვარდებოდა. ვერ ვხდებოდი რატომ, მაგრამ ამ სიზმარს პერიოდულად ვნახულობდი. ისე მეშინოდა, რომ ძილში ტირილსა და ყვირილს ვიწყებდი, რის შემდეგაც ჩემი მშობლები მორბოდნენ ჩემთან და მამშვიდებდნენ.

ერთხელ გადავწყვიტე, დამეძლია შიში და სკოლის სააბაზანოში მარტო შევსულიყავი. ასეთი რამ ჯერ არავის ექნა. მართლაც შევედი და მაშინვე ამეკვიატა აზრი, რომ ვიღაც მომშტერებოდა. შევედი სააბაზანოს ერთ-ერთ კაბინაში და კარები მივხურე. ამ დროს კაბინის კედლებმა რხევა და ბრახუნი დაიწყეს. შემეშინდა და მაშინვე გარეთ გავვარდი. ცოტა ხანში მეგობრებთან ერთად შევბრუნდი და კარებზე ვნახე წარწერა: "ტია, იპოვე”.

ერთ დღეს მეცადინეობაში შემომაღამდა, როცა შევამჩნიე, რომ ნათურამ ციმციმი დაიწყო, ცოტა ხანში კი საწოლიც ამოძრავდა. გავვარდი საწოლი ოთახიდან ჰოლში და კიბეებთან შევჩერდი. უცებ ვიგრძენი, რომ კიბეებზე ვიღაც ამოდიოდა პირდაპირ ჩემი მიმართულებით, ასევე ვიგრძენი მზერაც. გავიქეცი და სააბაზანო ოთახში შევედი, სადაც იატაკზე მოკუნტულს ჩამეძინა (ჩემს მშობლებს ყელში ჰქონდათ ამოსული ჩემი შუაღამის ისტერიკები და ვიცოდი, რომ არ შემიშვებდნენ თავისთან). იმ ღამეს სიზმარი ვნახე, რომელშიც მკაფიოდ ვხედავდი ასო A-ს. გაღვიძებულმა უკვე ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს აკეთებდა გოგონა სახელად აბიგაილი, თუმცა ეს საიდან მომივიდა თავში აზრად, არ ვიცი.

შიშში ორი წელი ვიცხოვრე, შემდეგ ჩემი ოჯახი უკან, კალიფორნიის შტატში გადავიდა. საშიში ისტორიები ახალ სახლშიც გადამხდა. მე და ჩემს დას ერთ ოთახში გვეძინა, ორსართულიან საწოლში. ამ დროს ის 4 წლის იყო, მე 10-ის. ერთხელ ახალგაღვიძებულზე გავიგონე, რომ ზემოთ ჩემი და ხელებს უხახუნებდა ერთმანეთს, როგორც სიცივისას აკეთებენ ხოლმე გასათბობად. ვთხოვე გაჩერებულიყო, მაგრამ ხმა არ წყდებოდა. ავიხედე ზედა საწოლზე და იქ არავინ დამხვდა. ჩავედი ქვემოთ, აღმოჩნდა, რომ ყველა ეზოში იყო გასული.

მოგვიანებით საკუთარი საწოლი ოთახი გამომიყვეს, საწოლზე წოლისას პირდაპირ ვუყურებდი მთავარ კარებს. მალე სტუმრად ბებია გვეწვია და მისი საწოლი ჩემი საწოლის გვერდით მოათავსეს. ერთხელ მე და ბებია გვიანობამდე ვუყურებდით ტელევიზორს. ბებიას მალე ჩაეძინა. წითელი პიჟამოები ეცვა, როგორც ყოველთვის. ცოტა ხანში მეც ჩამეძინა, მაგრამ შუაღამით გამეღვიძა და კარებთან მუქთმიანი, საშუალო სიმაღლის თეთრ კაბაში გამოწყობილი ქალი შევნიშნე, რომელიც ზურგით იდგა და მიდიოდა. გამიელვა აზრმა, რომ ეს აბიგაილი იყო. ავდექი და ჰოლში გავედი, შემდეგ დაბლა ჩავირბინე, მაგრამ ვერავინ ვიპოვე.

VII კლასში რომ გადავედი, ჩემს პატარა დებზე მზრუნველობა მე ვითავე. დაბლა ვიყავით და მაგიდას ვღებავდით, როცა ზემოდან ნაბიჯების ხმა მოგვესმა. სახლში მარტო ჩვენ ვიყავით, ამიტომ შეგვეშინდა. მოვკიდე ჩემს დებს ხელი და სააბაზანოში შევიკეტეთ. ასე ვიყავით ორი საათი, სანამ ჩვენი მშობლები არ მოვიდნენ.

მაგრამ უარესი ამბები წინ მელოდა: ერთხელ, როცა IX კლასში ახალი გადასული ვიყავი, სახლში მარტო მომიწია დარჩენა. ქვემოთ ჩავაქრე სინათლე და ზემოთ ავდიოდი, როცა კოჭზე შეხება ვიგრძენი. შემეშინდა და სირბილით ავუყევი კიბეს. მესმოდა ნაბიჯები, რომელიც უკან მომყვებოდა. მეორე ღამეს გამეღვიძა, როცა ვიღაც ყურში ჩამჩურჩულებდა: "მოგკლავ!” შემეშინდა, ვიფიქრე რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. სახლში არავინ იყო, რომ ეს ექნა, მე კი საიდან უნდა მომეგონებინა ასეთი რამ, ან რატომ უნდა მომსვლოდა თავში აზრად? გავედი ჰოლში და მშვიდი ტონით ვთქვი: "აბიგაილ, ვიცი, რომ აქ ხარ. ვიცი, რომ ჩემი ასაკის ხარ და შენი სიკვდილი ნაადრევი იყო. სიზმარში ხშირად ვხედავდი, როგორ კვდებოდი. მე ვერ დაგეხმარები, რადგან არ ვიცი, ვინ ხარ და რა გინდა. უმჯობესია, ეს სახლი დატოვო და მშვიდად ცხოვრების საშუალება მომცე”.

აბიგაილმა თავი დამანება, თუმცა უცნაური ამბები ისევ შემემთხვევა ხოლმე, რომელსაც ვგრძნობ, რომ მასთან კავშირი არ აქვს. მაგალითად ერთხელ მეგობრისგან გვიან დავბრუნდი, შევედი სახლში და კარებს ვკეტავდი, რომ კიბეებზე ჩამორბენის ხმა გავიგე. სწრაფად შევბრუნდი, მაგრამ კიბეებზე არავინ იყო. გასული წლის (2009) ნოემბერში ღამით გამეღვიძა. სუნთქვა მიჭირდა და ვიგუდებოდი, თან ცივი ოფლი მასხამდა. ყვირილი მინდოდა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. მეორე დღეს დედამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ძაღლი მოკვდა, ბოლო წუთებში კი სუნთქვა გაუძნელდა და იხრჩობოდა. შემდეგ 1 კვირის განმავლობაში მქონდა სიზმრები, რომ ჩვენმა ახალმა ძაღლმა ჩემი ჩიტი მოკლა და საწოლთან მომიტანა. მართლაც, ბოლო სიზმრიდან მეორე დღეს ეს რეალობად იქცა.

ძალიან მიჭირს, ამ ამბებს რაიმე ახსნა მოვუძებნო. არცერთ ჩემს მეგობარს მსგავსი რამე არ სჭირს. მხოლოდ დედაჩემს ჰქონდა ერთხელ წინათგრძნობა და ამის წყალობით გადაურჩა ავარიაში სიკვდილს, მხოლოდ მსუბუქად დაშავდა. ახლა კოლეჯში ვსწავლობ, 19 წლის ვარ და ორჯერ ვიყავი სხვადასხვა მედიუმთან. ორივემ მითხრა, რომ მგრძნობიარე აურა მაქვს და განითარებული ინტუიცია. წესით ეს თვისებები უნდა მშველოდეს ცხოვრებაში, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქითაა.
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 684 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2012-01-03 Spam
MaaR erti es mitxari saidan amoiwere es yvelaferi? aseti ambebi mxolod sizmrebshi xdeba. me ar mjera magram siamovnebit vkitxulob, vgijdebi roca nervebi dawimuli maqvs! biggrin