მირანდა მეი კერი (ინგლ. Miranda May Kerr; დ. 20 აპრილი, 1983,სიდნეი,ავსტრალია) — ავსტრალიელი სუპერმოდელი,ცნობილია როგორც - Victoria's Secret Angel.მირანდამ მოდელობა დაიწყო 13 წლის ასაკში,როდესაც გაიმარჯვა 1997 წელს ავსტრალიის ფარგლებში ახალი მოდელების ძიების კონკურსში, რომელიც მოაწყო- Dolly magazine-მა. მირანდა დაქორწინებულია ინგლისელ მსახიობზე ორლანდო ბლუმზე მათ ჰყავთ საერთო შვილი ფლინ კერ ბლუმი. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებდი სუპერმოდელი მსოფლიოში.ფორბსის 2010 წლის მონაცემებით ამ მხრივ მირანდა მე-9 ადგილს იკავებს.
2006 წელს გააფორმა კონტრაქტი კოსმეტიკურ ფირმასთან - Maybelline New York და მალე მიიწვიეს Victoria's Secret-ის კატალოგში გადასაღებად და მალევე გახდა ანგელოზი - Victoria's Secret Angel კერს მოიხსენიებენ როგორც - ელ მაკფერსონის შემცვლელს.მასზე ამბობენ რომ, მირანდამ დაიპყრო ამერიკა,ყველას შეუყვარდა ის,რეკლამები მისი მონაწილეობით არის საოცორება, მისი ღიმილი და გაბრწყინებული თვალები ქალებს უჩენს სურვილს დაუმეგობრდნენ მას,ბიჭები კი ცდილობენ გამოელაპრაკონ.მირანდა არის მუდამ მხიარული ყველაზე დატვირთულ ფოტოსესიებზეც კი,თუმცა არის საოცრად ჭკვიანი და მიხვედრილი რითაც ყველას აოცებს - აღნიშნავს ფოტოგრაფი Russell James,მოდელების აგენტი Ursula Hufnagl-კი ამბობს რომ ეს არის შესანიშნავი არჩევანი სარეკლამო პროექტისთვის,თუკი გსურთ პროდუქტი გაიყიდოს.
2007 წელს როგორც მირანდამ განაცხადა დაიწყო წიგნის წერა -Treasure Yourself,ქალებისთვის და თინეიჯერებისთვის.მე მსურს წიგნის დაწერა და ამით თუკი დავეხმარები თუნდაც 1 მოზარდ გოგონას ვიქნები ბედნიერი.
Miranda.Kerr Little Biography
|