მილენა „მილა" კუნისი (რუს. Милена "Mилa" Кунис; უკრ. Мілена "Miлa" Куніс;[1] დ. 14 აგვისტო, 1983) — ამერიკელი მსახიობი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: „სარა მარშალის დავიწყება", „მაქს პეინი", „ილაის წიგნი", „მეგობრული სექსი" და სხვ. 2010 წელს კანის კინოფესტივალზე შესრულებული როლისთვის ფილმში „შავი გედი", მიენიჭა მარჩელო მასტროიანის პრემია. ნომინირებული იყო აგრეთვე ოქროს გლობუსზე. მილა კუნისი დაიბადა 1983 წლის 14 აგვისტოს ქალაქ ჩერნოვცში, უკრაინაში. დედამისი ელვირა არის ფიზიკის მასწავლებელი და აფთიქის ხელმძღვანელი, ხოლო მამამისი მარკი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. მილას ჰყავს უფროსი ძმა მაიკლი. 1991 წელს კუნისის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჟელესში. მილა ებრაელია და მისი ოჯახის გადასახლების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ყოფილ სსრკ-ში გავრცელებული ანტისემიტიზმი. ლოს-ანჟელესში კუნისი სწავლობდა საშუალო სკოლაში. ბავშვობაში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლების გამო განუვითარდა ჰეტეროქრომია, რის გამოც ერთი თვალი მწვანე აქვს, ხოლო მეორე თვალი — ცისფერი ფერის.[2] 9 წლის ასაკში ბევერლი-ჰილზში ესწრებოდა სამსახიობო სკოლას. 1998 წელს კუნისმა ითამაშა სერიალში „70-ის შოუ", ხოლო მომდევნო წელს მულტსერიალში „გრიფინი", სადაც ახმოვანებს მეგ გრიფინს. 2002 წლიდან კუნისი ხვდებოდა მსახიობ მაკოლეი კალკინს. 2011 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.
წელი სახელწოდება როლი შენიშვნა 1995 ჩაიფიქრე სურვილი, მოლი მელინდა 1995 პირანია სიუზი სატელევიზიო ფილმი 1996 მძლეოსანი სანტა-კლაუსი სარა 1997 ძვირფასო, ჩვენი თავი დავაპატარავეთ ჯილი Direct-to-video 1998 ჯია ჯია სატელევიზიო ფილმი 1998 კრიპენდორფის თვისტომი ები 1998 მილო მარტიკე 2001 სიყვარულის ვირუსი ბეისინი 2002 ამერიკელი ფსიქოპატი 2 რეიჩელი Direct-to-DVD 2004 ტონი ტინა ქორწილი ტინა 2005 ტომი 51 მეტსონი 2005 სტიუი გრიფინი: უთქმელი ისტორია მეგ გრიფინი (ხმა) Direct-to-DVD 2007 სექსისი შემდეგ ნიკი 2007 მოძრავი მაკალისტერი მიშელი 2007 ბანაკი სოფია 2008 სარა მარშალის დავიწყება რეიჩელი 2008 მაქს პეინი მონა საქსი 2009 ექსტრაქტი სინდი 2010 ილაის წიგნი სოლარა 2010 გიჟური პაემანი უიპიტი 2010 შავი გედი ლილი 2011 მეგობრული სექსი ჯეიმი 2012 ტედი ლორი 2013 ოზი: დიდი და ძლევამოსილი თეოდორა