მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 28 » მაქცია VS ვამპირი
6:54 PM
მაქცია VS ვამპირი

რომელი მათგანი მოერევა ჯერ კიდევ გასარკვევია…

ვამპირები მითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები არიან. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თუ ლიტერატურის გმირები. თუმცა, ვამპირები მხატვრულ ლიტერატურაში და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან. ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი, დასავლურევროპული ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითად ღამურებზე, ძაღლებზე და ობობებზე.

ისევე, როგორც ვამპირი, მაქციაც მითოლოგიურ და ფოლკლორულ არსებად ითვლება. მაქციები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ გადაქცეულიყვნენ მგელკაცას ფორმის არსებად. ძველი ხალხის აზრით მაქციად გადაქცევა შეიძლებოდა ორი მიზეზის გამო. პირველი ეს იყო, რომ მაქციას უნდა მიეყენებინა მისთვის ჭრილობა და მეორე კი ის, რომ სპეციალური შელოცვით უნდა დაეწყევლათ ესა თუ ის ადამიანი, ამის შემდეგ კი ყოველი სავსე მთვარისას ისინი გადაიქცეოდნენ მგელკაცებად. მაქციებს ხშირად მიაწერდნენ ზებუნებრივი ადამიანის ძალებს, როგორიცაა გაძლიერებული ყნოსვა, დიდი ძალა, რომელიც აღემატებოდა როგორც ადამიანის ასევე მგლის შესაძლებლობებს და სხვა. მაქციები ხშირად იყვნენ სხვადასხვა წარმომავლობის თხზულებებში, ზღაპრებში და წიგნებში.

თუ განვიხილავთ ამ ორ მითოლოგიურ-ლიტერატურულ არსებას და დავფიქრდებით თუ რამდენ ფილმში მონაწილეობდნენ მსგავსი პერსონაჟები მივიღებთ ძალიან დიდ ჩამონათვალს დაწყებული ვან ჰელსინგითა და სხვა სამყარო-თი დამთარებული ბინდით (თუ შეიძლება მისი მსგავს ფილმებში შეყვანა არ ვიცი). მათ უმრავლესობაში იმართება ბრძოლა სწორედ მაქციებსა და ვამპირებს შორის, მაგრამ ყოველ ფილმში ამ ბრძოლის გამარჯვებული სვადასხვაა, რაც ერთობ ართულებს ჩვენს ამოცანას, გავარკვიოთ მათ შორის საუკეთესო. ასევე თუ დავაკვირდებით მათ შესაძლებლობებს, გავიგებთ, რომ ვამპირებს ეშინიათ სინათლის, წმინდა წყლის, სპეციალური შელოცვების, ასევე მაგალითად სერიალ ზებუნებრივში ვამპირის მოკვლა შეიძლება მისი თავის მოჭრით და ვამპირის სისხლში ჩვეულებრივი მოკვდავის სისხლის გარევით, სხვა შემთხვევაში ისინი უკვდავები არიან, სვავენ ადამიანის სისხლს და არ ბერდებიან, მაგრამ არსებობს გამონაკლისები, მაგალითად, "კეთილი” ვამპირები, როგორიცაა ბლეიდი, ბინდის პერსონაჟები და სხვა, ასევე არის ვამპირი, რომელიც ეშმაკის შვილადაა წოდებული, ეს არის დრაკულა. დრაკულას არ აშინებს არც დღის სინათლე, არც შელოცვები, არც წმინდა წყალი, ლეგენდის მიხედვით მისი მოკვლა მხოლოდ მაქციას შეუძლია, რისი დემონსტრაციაც მოახდინა ვან ჰელსინგმა. რადგან მაქციებზე გადავედით, ახა მათი შესაძლებლობებლი განვიხილოთ. მაქციების უმრავლესობა მგელკაცად იქცევა მთვარის შუქზე სავსემთვარისას, მაგრამ არსებობემ მაქციები, რომლებსაც ტრანსფორმაცია ნებისმიერ დროს შეუძლია საკუთარი სურვილის მიხედვეთ. მაქციებს გააჩნიათ დიდი ძალა, ცხოველური ინსტინქტები და თბილი სისხლი. მათ ერთადერთ სუსტ წერტილად ითვლება ვერცხლი. ვერცხლის ნებისმიერმა საგანმა შეიძლება მგელკაცის კანის წვა გამოიწვიოს, ხოლო ვერცხლის ტყვიის ან ხმლის ან მსგავსი იარაღის მაქციის სხეულში მოხვედრის შემთხვევაში ეს გამოიწვევს მის სიკვდილს.

თუ შევადარებთ ამ ორი არსების ნადირობის ხერხებს მივხვდებით, რომ ამ შემთხვევაშიც წავაწყდებით ძალიან დიდ განსხვავებებს. მაგალითდ, როდესაც ვამპირი თავისი სისწრაფის მეშვეობით ცდილობს მსხვერპლს ჩუმათ მიეპაროს და ხელში ჩაიგდოს, ამ დროს მაქცია მსხვერპლს ცხოველური ღრიალით დაედევნება და შეეცდება მის დაჭერას, ასევე განსხვავებულია მათი მიზნები მსხვერპლის მიმართ, მაგალითად ვამპირი მას კბილებს ყელში ჩაასობს და სისხლს ამოსწოვს, გარდაცვლილ მსხვერპლს კი იქვე დატოვებს, ნაკბენის შემჩნევამდე კი შეუძლებელია, სხვა რაიმე დაზიანება შევამჩნიოთ მსხვერპლის სხეულზე. მაქცია მსხვერპლის ხელში ჩაგდების თანავე იწყებს მის უმოწყალო გლეჯვას და დანაწევრებას, შემდეგ კი ჭამს მის ხორცს, როგორც მოგახსენეთ, მგელკაცად გადაქცევა შესაძლებელია წყევლის ან მგელკაცის მიერ მიყენებული ჭრილობის მეშვეობით. ვამპირად გადაქცევა კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ვამპირის მიერ კბენის შემდეგ ცოცხალი გადარჩები.

მაქციის შემთხვევაში შესაძლებელი იყო განკურნებაც, ვამპირებისგან განსხვავებით. განკურნებისთვის კი საჭირო იყო სხვადასხვა რამ, მაგალითად ხალური თქმულების თანახმად მსხვერპლს უნდა მოეკლა ის მაქცია, რომელმაც მას ჭრილობა მიაყენა, ასევე არსებობდა სპეციალური "წამლები” მათ განსაკურნად.

მოკლედ, ორივე მათგანი იყო განსაკუთრებული, ძლიერი და ამოუცნობი არსება, რომელიც ადამიანის მუტაციის შედეგად წარმოიშვა. ისინი ხშირ შემთხვევაში თავს დაწყევლილად გრძნობდნენ და ასევე ერთმანეთს ემტერებოდნენ. განსხვავებული იყვნენ შესაძლებლობებით, ქცევით და თითქმის ყველაფრით. მათი დაპირისპირება ყოველთვის სისხლიანი იყო და ყოველთვის ყავდა სხვადასხვა გამარჯვებული. ახლა უკვე თქვენთვის მომინდია ამ ორს შორის არჩევანის გაკეთება, თუ რომელი მათგანია არსება, რომელიც თქვენ უფრო ძლიერად მიგაჩნიათ.


წყარო: The Vampire Diares Georgian Fans
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 740 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
შაბათი
2024-11-23
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 29
სტუმარი: 29
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz