რამდენიმე დღის წინ პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული წიგნი გამოვიდა. წიგნი, რომელსაც Dear Michael ქვია, საკოლექციოა.
ახალ
გამოცემაში, გარდა მაიკლის ბიოგრაფიისა, შესულია ნაკლებად ცნობილი
ფაქტები ჯექსონის ცხოვრებიდან, მისი სიკვდილის შემდეგ დაწერილი
თაყვანისმცემლების წერილები და ასობით ფოტო.
წიგნი საგამომცემლო
სახლმა Bungalow Publishing-მა გამოუშვა. Dear Michael პირველია ცნობილი
ადამიანების მემუარების ციკლიდან, რომელსაც გამომცემლობა, შეზღუდული
ტირაჟით გამოუშვებს.
Bungalow Publishing-მა განსაკუთრებით იზრუნა
წიგნის დიზაინზე. მისი ყდა ხელნაკეთია, ის შავი ტყავისგან არის, ხოლო
მაიკლის პორტრეტი 3000 Swarovski-ს თვლითაა შექმნილი.
Dear
Michael-ის კუთხეები ვერცხლისაა, ხოლო ფურცლები აბრეშუმის. წიგნს
"საკუთარი თარო" მოყვება, რომელიც ძვრადღირებული ხისგანაა შექმნილი. მასზე
მაიკლის ინიციალებია ამოკვეთილი.
ჯექსონის ბიოგრაფია უკვე გაყიდვაშია. Dear Michael მხოლოდ 2000 ეგზემპლარად გამოვიდა და მისი ფასი 7500 აშშ დოლარია.