Julien's აუქციონის სახლმა ამერიკელი მომღერლის, მაიკლ ჯექსონის სახლის ავეჯისა და ნივთების გაყიდვით 700 ათას დოლარზე მეტი მიიღო.
ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი ადელსტინა ნორმანის სურათი "მეთევზეების სოფელია", რომელიც 46,875 ათას დოლარად გაიყიდა. საბავშვო მხატვრის, კარლ იოხან ნოიმანის სურათი კი 40,625 ათას დოლარად გასხვისდა.
ვიქტორიანული ეპოქის ფორტეპიანო 9,6 ათას დოლარად, ხოლო საძინებელი ოთახის კარადა, რომლის სარკეზეც მომღერალმა ფრაზა - "ივარჯიშე და გახდი სრულყოფილი" - წააწერა, 18,750 ათას დოლარად გაიყიდა.
კარადა ჯექსონის საძინებელ ოთახში იდგა. საძინებელი იყო ის ადგილი, სადაც თავად მომღერლის გარდა, ხელი შესვლა არავის შეეძლო. "აქ იგი თავს მშვიდად გრძნობდა", - აღნიშნა მარტინ ნოლანის აუქციონის სახლის დირექტორმა.
აუქციონზე გამოტანილი იყო თითქმის ყველა ის ნივთი, რომელსაც მაიკლ ჯექსონი სახლში ინახავდა.
შეგახსენებთ, რომ პოპ მუსიკის მეფე მაიკლ ჯექსონი, 2009 წლის 25 ივნისს, 51 წლის ასაკში, ლოს-ანჯელესში, გარდაიცვალა. გამოძიების ვერსიით, მიურეიმ მუსიკოსს მედიკამენტ "პროპოფოლის" გადამეტებული დოზა მისცა, რომელმაც, სხვა დამამშვიდებელ პრეპარატებთან ურთიერთქმედებით, მომღერლის სიკვდილი გამოიწვია.
ნაფიცმა მსაჯულებმა 58 წლის მიურეი ჯექსონის არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავად ცნეს. სემ მიურეი, რომელიც არ უარყოფს, რომ მომღერალს "პროპოფოლის" მცირე დოზას აძლევდა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
wyaro:ambebi.ge
|