ხანდახან მინდა თავი მოვიტყუო, არ მიყვარსმეთქი რომ დავიჯერო, მის სურათს ისე თვალი შევავლო, მეორე წუთს კი ვერ გავიხსენო.
ხანდახან მინდა თავი მოვიტყუო, რომ მონატრების არ ვიცი გემო და რომ არ არის ეს კაცის საქმე, დაჯდე ერთისთვის ლექსები წერო...
მაგრამ სიმართლე თურმე ის არის, რომ მის თვალებში სიცოცხლე მინდა, თქვენ გითმობთ ჰაერს!...დავკარგე გონი... მე მხოლოდ მისით ვისუნთქო მინდა.
ხანდახან მინდა თავი მოვიტყუო, რომ ეს გრძნობები არ არის ჩემი, მინდა რომ მუდამ ჩემს გვერდით იყო, მინდა მართობდეს კისკისი შენი. [img][/img] [img][/img] [img][/img] [img][/img] რომ არ მიყვარდე
რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს, არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს... რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით, არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით, არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით... რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს, არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს, არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს, არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს... რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს, არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან, არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან, არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან... შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე. [img][/img]
უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ.... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ! [img][/img] მე შენ მიყვარხარ პატარავ, გესმის? მე უშენობით ვერაფერს ვებრძვი.. იცი? ძნელია როდესაც გნატრობ, შენ კი არ ჩანხარ ესევე ვდარდობ.. როდესაც გიყურებ რაღაცა გინდა, თვალებში ჩაგხედავ, ვხვდები რომ გცივა, მე შენ გაგათბობ ლამაზი სიტყვებით მინდა იცოდე: ძლიერ მჭირდები... უფალს მადლობა შევწირო მინდა შენი თავი რომ მაჩუქა წმინდა შენა ხარ ჩემი შუქურა დიდი, ჩემი ცხოვრებაც შენია მიხვდი.... მინდა ცხოვრება გაჩუქო ლაღი, მინდა იხარო ყოველი წამით, მინდა იცოდე ვინა ვარ შენი, მიყვარხარ იცოდე მე ბევრჯერ გეტყვი.... ისევ ფიქრები დღისით თუ ღამით, შენგან არ წავალ არც ერთი წამით ისევ მუხლებზე დავდექი ღამით, უფალს შევთხოვე შენ მყავდე კარგი.... [img][/img] რა არის სიყვარული? მისი მნიშვნელობის აზრს ბოლომდე ვერ ჩასწვდები. მის გარეშე ვერ წარმოგიდგენია სოცოცხლე. იქნებ ეს შენი ასაკისა და ცხოვრების ბრალია? სიყვარული, ერთადერთია რის გამოც ღირს ცხოვრება. რომ განიცადო მისი სიტკბოება, რომ ერთხელ მაინც უთხრა მას წრფელი გულით „ მე შენ მიყვარხარ" [img][/img] მიყვარხარ ძლიერ..ძლიერ... რაც გადის დრო და ხანი, მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი. შენი შავი თმის ბუჩქი, ეგ თეთრი შუბლის სერი, თვალები გიშრისფერი, ლოყები ვარდისფერი. შენი თითები მიყვარს, ორი პატარა თათი, ო, იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი, ო, იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?- შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი. მე დარდიც მიყვარს შენი, შემი ღიმილიც ფართო. მე ცრემლიც მიყვარს შენი, შენი კისკისიც მართობს, მე შუქი მიყვარს შენი რა არის მისი ფასი! მე ჩრდილიც მიყვარს შენი მზის დაბნელების მსგავსი. მიყვარხარ ძლიერ..ძლიერ.. მწვავს შენი ტრფობის ალი, მიყვარხარ ძლიერ..ძლიერ... მთელი გრძNობით და ძალით. მთელი სამყარო ვრცელი შენით აარსებობს ჩემითვის, რაზეც კი ვფიქრობ, ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის. ძIლშI ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ დღისით. სულში ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც. შენთვის მივწვდები მწვერვალს, დიდების ყველა მნათობს, დიდებას დავთმობ შენთვის, შენითვის მწვერვალებს დავთმობ. შენი ოცნებით ვხარობ, შენს დარდს ვატარებ დარდად, მე სხვა სურვილი არ მაქვს, შენი სურვილის გარდა. მსხვერპლად ყველაზე დიდი, მე მეჩვენება მცირედ, რადგან შენ გსურდა იგი, რადგან შენ შემოგწირე. შენს მცირე წყენას, სულ უმნიშვნელო წვრილმანს სდევს ჩემი სევდა დიდი, ჩემი ცრემლების წვიმა. მიყვარხარ ძლიერ..ძლიერ, მიყვარხარ ცხადად, მალვით, როგორც აროდეს არვინ არ ჰყვარებია არვის. ეს სიკვდილს უდრის თითქმის, ეს შეუძლოა თითქმის, შენ ერთს გეკუთვნის ყველა, რაც სიყვარულად იტქმის: ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი, მამაც, დაო და დედავ, მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ. სატრფოვ, შვილო და დედავ, ჩემო ძVირფასო ცოლო, ყველას მაგივრად, ერთად, მე შენ მიყვარხარ მხოლოდ. რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი, ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ, ვარ შენი ტფრობით შმაგი. თუ ტფრობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს, ის შენ გეკუთვნის მარტო, ისე შენ გეკუთვნის მხოლოდ, ნაყოფი მისი არი, ვინც ნორჩი ნერგი დარგო, ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე კარგო.. შარდონ პეტეფი [img][/img] [img][/img] "მოდიხართ ჩემკენ და ვერასოდეს ჩემამდე!" "მე წიგნის ის სტროფი ვარ რომელიც შენ ვერ დაიზეპირე!" "დროს დაბრუნება არ უყვარს, დროს დათვლილი აქვს წამები." "უსიტყვოდ მინდა გითხრა მიყვარხარ, ხელშეუხებლად მინდა გეფერო." "სიყვარული იმდენჯერვე პირველია! რამდენჯერაც შეგიძლია შეიყვარო!"
❀❀❀ "უსიტყვოდ მინდა გითხრა მიყვარხარ, ხელშეუხებლად მინდა გეფერო." "საკუთარი თავის სიყვარული მარადიული რომანის დასაწყისია. [img][/img] [img][/img] [img][/img] ჩანახატია რატომ უყურებ ცას ამდენ ხანს? - ლამაზია. - მეც ვიცი, რომ ლამაზია, მაგრამ ამდენ ხანს რატომ უყურებ? - მამშვიდებს! - იქნებ დაბლაც იპოვნო რაიმე ისეთი, რომ დაგამშვიდოს. - ვიპოვნე. - აბა რაა? - ხელში მიჭირავს. - მაჩვენე. ... გაშლილი თითებიდან მძიმედ და ამოსუნთქვასავით გამოიშალა მშრალი მიწა. - ეს ხომ მიწაა? - კი. - ესეც გამშვიდებს? - საოცრად. - არ გეშინია? - რისი? - მიწისა და ცის? - არა, არა. - გეშინია რაიმესი მაინც? - კი. - რისი? - რომ ზამთარში არ მოვკვდე და გაყინულ მიწაზე საფლავის გათხრა გაუჭირდეთ. - მაინც გათხრიან. - კი, მაინც. - აბა რაღატომ გეშინია? - გაწვალდებიან. - კიდე რისი გეშინია? - ცის. - აბა, მამშვიდებსო? - ჰო, მამშვიდებს, როცა ვეუბნები, რისიც მეშინია. - და რას ეუბნები? - მეშინია. არ გამიჭირდეს მერე შენთან სუნთქვა და შენი შესუნთქვა-მეთქი. - და ის?... - მამშვიდებს... მსუბუქი ვარო. - უცნაური ხარ და მტკივნეული. - ვიცი. - მტკენ. - წადი თუ გინდა. - აწი ვეღარ წავალ, მიყვარხარ. - მაშინ ნუ წუწუნებ. - მაშინ ნუ მაშინებ. - უბრალოდ მკითხე და გიპასუხე. - ჰო. - ჰო... ნახეთ ეს ვიდეო მე ძალიან მომწონს დიდი სიყვარულის პატარა ისტორია
[img][/img] [size=13][color=red]
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:767 | დაამატა:Sali_leto♥ | რეიტინგი:5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]