ლედი გაგას „ადამიანი შავებში“–ს მესამე ნაწილში გადაიღებენ
„ადამიანი შავებში"–ს გმირმა, უილ სმიტმა, ჟურნალისტებს საიდუმლო გაუმხილა. მსახიობის სიტყვებით, ფილმის მესამე ნაწილში თავად ლედი გაგა ითამაშებს.
„რამდენიმე მსახიობი უკვე მოვიწვიეთ, მაგრამ სახელებს არ გეტყვით. თუმცა, ლედი გაგას ეკრანზე გამოჩენა ნამდვილი სიურპრიზი იქნება." – ყვება უილ სმიტი ერთ–ერთ ვებპორტალთან ინტერვიუში.
ფილმში სმიტის პარტნიორი კვლავ ტომი ლი ჯონსი იქნება. ასევე ითამაშებენ ემა ტომპსონი და ჯოშ ბროლინი. მიწვეულ ვარსკვლავებს შორის არიან ბოქსიორი მაიკლ ტაისონი, მომღერალი ბეტი ვაითი, ნიკოლ შერზინგერი და სხვები.
თუმცა, არ არის გამორიცხული უილ სმიტმა ლედი გაგას ფილმში გადაღებაზე იხუმრა.
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:705 | დაამატა:ChAkUnA | რეიტინგი:5.0/1