ცნობილი ამერიკელი მომღერალმა ლედი გაგამ განაცხადა, რომ დღესასწაულებზეც კი, რიგით მეექვსე ალბომის მასალებზე მუშაობდა.
„იმდენად სავსე ვარ ენთუზიაზმით, რომ ვიმუშავებდი 24 საათი, კვირაში 7 დღეს, რომ შემეძლოს. ბევრი ვერ იგებს როგორ შეიძლება ადამიანმა იმუშაოს, როდესაც კარს დღესასწაული მოგდგომია... ყოველ შემთხვევაში მე ასე არ ვარ" - აცხადებს ლედი.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავმა ნიუ-იორკის მერთან, მაიკლ ბლუმბერგთან ერთად თაიმ-სკვერში შეკრებილ ხალხსა და მთელს ნიუ-იორკს ახალი წელი პირველმა მიულოცა.
მომღერალმა მერთან ერთად დაითვალა 2012 წლის შემობრძანებამდე დარჩენილი რამდენიმე წამი და მასთან ერთად დაატრიალა ბროლის ბურთი.
|