შაგრენის ტყავი არის ფრანგი მწერლის ონორე დე ბალზაკის ნაწარმოები. მოვლენები XIX საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. ახალგაზრდა ყმაწვილი იპოვის მაგიურ შაგრენის ტყავს რომელიც მის ყოველ სურვილს ასრულებს. მაგრამ ყოველი სურვილის შესრულების შემდეგ ტყავი პატარავდება და ნაწარმოების მთავარ გმირს - რაფაელს, სიცოცხლის საუკეთესო წლები აკლდება ფრაზები წიგნიდან
ამბიციური მეოცნებე თავის თავს ძალაუფლების მწვერვალზე ხედავს, როდესაც იგი მონურად განრთხმულია ჭაობში
მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა
ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა
სკიპტრა სათამაშოა ბალღისათვის, ნაჯახია რიშელიეს ხელში, ხოლო ნაპოლეონისათვის დედამიწის ასაწევ ოწინარს წარმოადგენს. ძალაუფლების მიღება უცვლელად გვტოვებს და მხოლოდ დიდბუნებოვან ადამიანებს ადიდებს
გასაოცარი ძალით, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ აფეთქებას წარმოადგენდა, მან კარები ჩალეწა და დაინახა, რომ მისი სატრფო ნახევრად შიშველი ფართხალებდა დივანზე. იდი ამაოდ ცდილობდა სიცოცხლე მოეწრაფა და თავისივე შალით თავი დაიხრჩო
ჩემი ცხოვრება მეცნიერებასა და აზროვნებას შევწირე, მაგრამ მათ საკვებიც არ მომცეს.. მე მინდა მეფურად ბრწყინვალე სადილი, მე მინდა ღრეობა, ღირსი ჩვენი საუკუნისა,.. დაე, ეს ღამე აღგზნებული ქალებით იყოს შემკული! მე მინდა, ავხორცობის ბოდვამ და ღრიანცელმა თავისი ოთხცხენიანი ეტლით გაგვიტაცოს, ამ ქვეყნის საზღვრები გადაგვატაროს და უცნო ნაპირებზე გადაგვისროლოს!
|