მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 12 » ქეთა თოფურიას უშედეგოდ გაკეთებული რინოპლასტიკა
8:19 PM
ქეთა თოფურიას უშედეგოდ გაკეთებული რინოპლასტიკა
გაინტერესებთ, რომელი ვარსკვლავის გარეგნულმა ცვლილებამ გააოცა მაყურებელი ყველაზე მეტად 2011 წელს? მაშ ასე... 




ცნობილ ადამიანთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ბუნებით მონიჭებულ სილამაზეს არაფერი შეედრება, მეორენი კი გამუდმებით პლასტიკური ქირურგების კაბინეტებში სხედან. 


კარდაშიანების ცნობილი ოჯახის დიასახლისი და მრავალშვილიანი დედა- კრის ჯენერი, ქალიშვილებს თავის მოვლაში არ ჩამორჩა და კიმის ქორწილისთვის სახის კანი გადაიჭიმა. 
Astudio-ს სოლისტმა ორჯერ გაიკეთა ცხვირის პლასტიკა. მართალია ორივე ოპერაცია მან გასულ წლამდე დიდი ხნით ადრე გაიკეთა, მაგრამ 2011 წელს აღიარა გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდასთან". 

"სუნთქვა მიჭირდა - ძგიდე მქონდა გამრუდებული. პირველი ოპერაციის შემდეგ ცხვირის წვერი ცოტათი ჩამომეწია და თან ისევ ცუდად ვსუნთქავდი. ამიტომაც კეხის მოცილებაც მომიწია. ტუჩები და მკერდი ბუნებრივი მაქვს და კმაყოფილი ვარ მათი მოცულობით - ასე რომ, აღარაფრის შეცვლას აღარ ვაპირებ." - ასე ახსნა რუსული ესტრადის ქართველმა მომღერალმა თავისი გარეგნული ცვლილებები. 

ჰოლივუდის ვარსკვლავს, ნიკოლ რიჩის ორი შვილის ჰყავს. პირველი ბავშვის დაბადების შემდეგ ლამაზმანს არც უფიქრია გარეგნობის შეცვლა და ხმამაღლა ამბობდა კიდეც, რომ დიდი მკერდი არ მოსწონს. თუმცა მეორე შვილის დაბადების შემდეგ აზრი რადიკალურად შეიცვალა. 

"ორი ორსულობა თავის კვალს აჩნევს ქალის სხეულზე - მოუთხრო მსახიობის ერთ-ერთმა მეგობარმა ჟურნალს 
US Weekly-ს. - ნიკოლს ორივე შვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს გაზრდილი, რამაც მკერდი ფაქტიურად გაუქრო." ამიტომაც ნიკოლმა, როგორც კი გადააჩვია უმცროსი სპეროუ ძუძუთი კვებას, მაშინვე პლასტიკური ქირურგისკენ გაეშურა. შედეგი შესანიშნავი გამოვიდა: ახლა რიჩის ლამაზი და არც ისე დიდი მკერდი აქვს. 

"ერთ დილით გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი ჩემი მკერდი არაბუნებრივად ჩამოეკიდა... სასწრაფოდ ექიმთან გავვარდი", - ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში ცნობილი როკერის ოზი ოსბორნის მეუღლე. შერონს ექიმმა აუხსნა, რომ იმპლანტანტი ჩამოვარდა... ასე რომ, "ურჩი მკერდი" შერონს საერთოდ მოაცილეს. 

"როგორც იქნა, მოვიშორე ის შეგრძნება, რომ ჩემს მკერდზე წყლის გაბერილი ბუშტი დევს და ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ"! - ამბობს ქალბატონი ოსბორნი. 

უცნობია შეიცვალა თუ არა გარეგნობა ექს-მის სამყარომ, თუმცა მისი ფოტოები პლასტიკური ქირურგიის მხარეს იხრება: თუ დავაკვირდებით ლამაზმანის თვალები უფრო დიდი გახდა, გარდა ამისა, მარჯვენა ქუთუთო მარცხენასთან შედარებით ჩამოწეული აქვს. 

თავად ოქსანა ფედოროვა უკომენტაროდ ტოვებს მოარულ ჭორებს მის გარეგნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. შესაძლოა, ყოფილმა მის სამყარომ და ამჟამინდელმა ტელეწამყვანმა მართლაც არაფერი შეიცვალა და ყველაფერი მეტამორფოზისა და მოჩვენებითობის ბრალია.
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 884 | დაამატა: Marii_Cyrus | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-01-13 Spam
vaimee biggrin