მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » კოკო შანელის რჩევები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან
7:27 PM
კოკო შანელის რჩევები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან
"მოდა მიდის, სტილი რჩება”, – ეს სიტყვები ლეგენდარულ დიზაინერს, კოკო შანელს ეკუთვნის. კოკო 1971 წელს, 87 წლის ასაკში პარიზის სასტუმრო ”რიცში” სრულ მარტოობაში და ფუფუნებაში გარდაიცვალა… 

პრინციპები, რომელიც მან მოდის სამყაროში დატოვა, დღემდე საკულტოდ ითვლება. გთავაზობთ კოკო შანელის უკვდავ რჩევებს, რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან: 

”სიყვარულში ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ როცა მამაკაცსა და კაბებს შორის არჩევანზე მიდგებოდა საქმე, მე კაბებს ვირჩევდი” 

”თუ ქალი ლამაზი არ არის, ესე იგი სულელია” 

”სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. ის ქალის მოახლოებას გვამცნობს და მის შესახებ მოგონებას გვიტოვებს, როდესაც ის მიდის” 

”ქუდები ქალისგან ნამდვილ ლედის ქმნიან” 

”ღამის თევა საკუთარი თავის არდაზოგვას ნიშნავს, პირადად მე 12 საათის შემდეგ, ძილის გარდა არაფერი მაინტერესებს” 

”თუ ქალის სილამაზემ გაგაოგნათ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ, რა ეცვა მას, ესე იგი, ის იდეალურად იყო ჩაცმული” 

”ქალს არაფრისგან შეუძლია შექმნას სამი რამ: ოჯახური სკანდალი, სალათი და ქუდი” 

1. შარვალი ქალს ათავისუფლებს 

კოკომ პირველად მოირგო შარვალი იმ დროს, როდესაც ქალებს გრძელი ქვედაბოლო ერჩივნათ. სულ მალე მსოფლიოს ქალებმა აღიარეს, რომ შარვალი ძალიან კომფორტული და მოდური სამოსია. ახლა ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სწორედ კოკო შანელმა მისცა ქალებს სწრაფი სიარულისა და კომფორტულად ჯდომის საშუალება. ყოველდღიურად კოკო ვიწრო ჯინსებსა და კლასიკურ ჯემპერში გამოწყობილი დადიოდა, ხოლო წვეულებებსა და საღამოებზე ის განიერ შარვლებს ირგებდა. სწორედ ისეთს, როგორსაც მოგვიანებით მარლენ დიტრიხი ატარებდა. 


2. იდეალური ქვედაბოლო მუხლებს უნდა ფარავდეს 

მადმუეზელ კოკო თვლიდა, რომ ქალის მუხლები ძალიან მახინჯია, ამიტომ უნდა დაიმალოს. აღმოჩნდა, რომ კოკო არ ცდებოდა. სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობას, ყველაზე მეტად, სწორედ ასეთი "კლასიკური” სიგრძის კაბა უხდება. შანელმა, სპეციალურად საქმიანი ქალებისთვის, ასეთი კომფორტული კაბების რამდენიმე მოდელი შეიმუშავა. ყველა მათგანი სწორი და ვიწროა და მათი კიდეები დეკორატიული ხაზებითაა გაფორმებული. 

3. აქსესუარი უნდა იყოს ბევრი – რაც მეტი, მით უკეთესი. 

კოკო შანელი გიჟდებოდა აქსესუარებზე. მას სამკაულებში საოცრად დიდი თანხის გადახდაც შეეძლო. კოკო პირველი იყო, რომელმაც ერთად გაიკეთა ბიჟუტერია და ძვირფასი სამკაულები. ის იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში მარგალიტების, ლალისა და ზურმუხტის მძივების, ბროშების (რაც მის საფირმო ნიშნად ითვლება), შლაპებისა და ბერეტების გარეშე. მაშინაც კი, როდესაც მას უბრალო, მამაკაცის თეთრი პერანგი ეცვა, კოკო აუცილებლად ირგებდა რაიმე თვალისმომჭრელ სამკაულს. 
4. ჩანთას უნდა ჰქონდეს მხარზე გადასაკიდი, რათა ხელები თავისუფალი იყოს. 

შავი, ჯაჭვის სახელურიანი, კუბროკრული დიზაინის ჩანთა დღემდე კლასიკური ჩანთის ნიმუშად ითვლება. ის დიზაინერმა 1930 წელს შექმნა. ასეთი ჩანთების ფასი 2200-იდან 2500 დოლარამდე მერყეობს. 

5. პიჯაკი უნდა იყოს მჩატე, როგორც ჟაკეტი. 

1925 წელს კოკო შანელმა მჩატე პიჯაკების სერია შექმნა, რომელიც ქალის სილუეტს უსვამდა ხაზს და ამასთან ძალიან კომფორტული იყო. ტრადიციული პიჯაკების მაგივრად, რომელსაც საკმაოდ უხეში ფორმა ჰქონდა, შანელმა ქალებს ნაზი აბრეშუმის ქსოვილისგან შექმნილი, ვიწრო, გრძელმკლავიანი დიზაინი შესთავაზა. ასეთი პიჯაკი არ ზღუდავს ჟესტებს. კოკომდე ქალებს ძალდატანების გარეშე ტაქსის გაჩერებაც კი უძნელდებოდათ. ამბობენ, შანელის მიერ შექმნილი ასეთი პიჯაკების ორიგინალები დღემდე არსებობს. ისინი მეორად ბაზრობებზე, ძალიან იაფად იყიდება. 

6. იდეალური სამოსი მამაკაცურსა და ქალურ დეტალებს უნდა აერთიანებდეს 

1920 წელს კოკო შანელმა ახალი სტილი დანერგა. ეს იყო ქალი – მოკლე ვარცხნილობით, მამაკაცური სილუეტითა და ავხორცობით სავსე, რომელიც საოცრად პოპულარული გახდა. მეზღვაურის პერანგი, პოლოს მოთამაშეთა სვიტერი, მამაკაცური ქურთუკები და წინდები. კოკო შანელი არ ერიდებოდა მათ ჩაცმას და ამასთან, ყველაფერს ძვირფასი სამკაულებით აფორმებდა. 
7. პატივი მიაგეთ პატარა შავ კაბებს 

LBD – little black dress შანელმა მოდაში 1926 წელს შემოიტანა. მას სურდა ისეთი კაბის შექმნა, რომლის მორგება ნებისმიერ ქალს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებოდა. ამასთან, კაბა ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ განსხვავებულ აქსესუარებს მისთვის განსხვავებული ვიზუალი მიენიჭებინათ. შანელამდე შავი ფერი მხოლოდ ტრაურის სინონიმი იყო, თუმცა გენიალურმა დიზაინერმა შეძლო და პატარა შავი კაბა უკვდავ, ელეგანტრურ სამოსად აქციაგამოიყენეთ ”ჯადოსნური ქისის” ლურჯი მონეტები 30-ამდე მაღაზიაში. 

8. ელეგანტური ფეხსაცმელი ორ ფერს უნდა შეიცავდეს 

ცნობილია, რომ კოკო შანელი ფერთა გამაში მხოლოდ შავსა და თეთრს აღიარებდა. დიზაინერი აღმერთებდა ამ ორი ფერის შერწყმას. სწორედ შანელმა შექმნა ცნობილი ფეხსაცმლის მოდელი – ლაქის საზაფხულო ფეხსაცმელი თეთრი ყელითა და შავი ძირით. ის მიიჩნევდა, რომ ასეთი ფეხსაცმელი ქალს უფრო სექსუალურს აჩენს და ამასთან, ტერფის სიგრძეს ვიზუალური ეფექტის მეშვეობით ფარავს. ამასთან, კოკოს აზრით, ასეთი, თუნდაც დაბალქუსლიანი ფეხსაცმლი, ნებისმიერ სამოსს იდეალურად ეხამება. 
9. ფუფუნება უნდა იყოს კოფორტული- წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფუფუნება არ არის 

ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ შანელის დღისა და საღამოს კაბები ისე იყო შექმნილი, რომ ქალებს მათი ტარებისას, უხერხულობა არ ეგრძნოთ. დაბალი ქუსლები, უსახელო მაისურები და ელასტიკური ჟაკეტები – ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ ქალებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ. კოკოსთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო თავისი კლიენტების ცხოვრების სტილი და მათთვის გამოსადეგი სამოსის შექმნა. ის არასოდეს ქმნიდა მოდას, მხოლოდ მოდისთვის. "ყოველთვის ეძებეთ ქალი, კაბის ქვეშ – არ არის კაბა, არ არის ქალიც”, – ამბობდა შანელი. 
10. სუნამო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამოსი 

"ქალს, რომელიც არ ხმარობს სუნამოს, არ აქვს მომავალი”, – ეს ცნობილი გამონათქვამი დღემდე აქტუალურია. ასევე გავრცელებულია კოკოს მეორე გამონათქვამი – "სუნამო მიიპკურე იქ, სადაც გინდა, რომ გაკოცონ”. შანელის მოდური სახლის ქიმიკოსები, დიდხანს მუშაობდნენ ყვავილის არომატიანი სუნამოს შესაქმნელად და 1922 წელს თავისას მიაღწიეს: საბოლოო ჯამში შეიქმნა სპეციფიკური არომატი, რომელიც არასდროს შეგეშლებათ რომელიმე სხვა სუნამოში. მას "შანელი №5″ ეწოდა. როცა მერილინ მონროს ჰკითხეს, ღამით რა სამოსში იძინებდა, მან უპასუხა, რომ ”შანელს” იპკურებს. ფლაკონის დიზაინის შექმნისას, კოკო შანელი თავისი პრინციპების ერთგული დარჩა. მან ქალების სუნამო, აბსოლუტურად "მამაკაცურ”, ოთხკუთხედ ფლაკონში მოათავსა.

(daamowma-mariko1)
კატეგორია: ♥ მოდა | ნანახია: 1550 | დაამატა: Sali_leto♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-12-25
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 79
სტუმარი: 79
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz