მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 26 » კუბი
8:39 PM
კუბი


ამ პოსტში არის ალგორითმი რომელიც არის განკუთვნილი დამწყებებისათვის. ამ ალგორითმის ათვისების შემდეგ თქვენ შეძლებთ კუბიკის აწყობას დაახლოებით 1 წუთიდან(ან უფრო ნაკლებიდა) 2 წუთამდე აწყობას. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს და ყველანი გაგრძელებაში!!!

[ისე პირველი ორი ნაბიჯის გასავლელად არ უნდა დაგჭირდეთ ეს პოსტი,დამოუკიდებლადაც შეიძლება]


ჩვენ წინ დევს არეული კუბი და ჩვენი ამოცანაა ავაწყოთ ის.

სანამ დავიწყებ ფორმულების დაწერას უნდა ვისწავლოთ კუბიკის(ფორმულების) ენა, რის გარეშე ვერაფერს ვერ მივხვდებით. ეს არის ძალიან ადვილი და რამოდენიმე წუთის შემდეგ თქვენ უკვე შეგეძლებათ ფორმულების წაკითხვა. კუბიკის ყველა მხარეს აქვს თავისი აღმნიშვნელი ასო.

F- ეს არის მხარე ფრონტული მხარე რომელიც ჩვენ გვიყურებს (Front)

U-ეს არის ზედა მხარე (Up)

D-ეს არის ქვედა მხარე (Down)

R-ეს არის მარჯვენა მხარე (Raight)

L-ეს არის მარცხენა მხარე (Left)

B-ეს არის უკანა მხარე (Back)

ეს ყველა მოძრაობა არის საათის ისრის მიმართულებით. საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის აღნიშვნისას ასოს ემატება- ‘ (შრტრიხი)
F’ U’ D’ R’ L’ B’

თუ რაიმე ვერ გაიგეთ (ალბათ ბევრი ხართ ასეთი) ვდებ დამატებით ვიდეოს რომელზეც ასახულია ყველა ეს მოძრაობა.ნაბიჯი №1- პლიუსი (ჯვარი) ერთ-ერთ მხარეზე

ეს მხარე შეიძლება იყოს რომელიც თქვენ გაგიხარდებათ, მაგრამ მსოფლიო კუბერები უპირატესობას ანიჭებენ თეთრ ფერს რადგან ის ყველაზე კაშკაშაა და მისი მოძებნა თვალებით შედარებით ადვილია. ასე რომ ვიწყებთ…

მოძებნეთ მხარე რომელზეც თეთრი ცენტრია. მაგ მახაზეც იქნება ჩვენი მომავალი ჯვარი. ჯვარის აგება ყველაფერი არაა მთავარია ეს ჯვარი იყოს „სწორი". ახლა რაში მდგომარეობს ჯვრის სისწორე: ჯვრის შემადგენელი ყოველი ელემენტის მეორე ფერი უნდა ემთხვეოდეს ამ ფერის შესაბამის ცენტრს(ეს ნელა და გააზრებით უნდა წაიკითხოთ).

სწორი ჯვარი 
არასწორი ჯვარი 

 

თუ ვერანაირად ვერ ააწყვეთ სწორი ჯვარი ჯერ ააწყვეთ უბრალოდ თეთრი ჯვარი არ არის სავალდებულო რომ ის სწორი იყოს. და შედეგად ჩვენ მივიღებთ რომ სულ რაღაც ჯვარის 2 ელემენტი არ დაემთხვევა თავის მეორე ცენტრს ისინი ან გვერდი-გვერდ იქნებიან ან ერთმანეთის მოპირდაპირედ და მათ შესაცვლელად გამოიყენეთ შემდეგი ფორმულები:

სიტუაციაფორმულა
R U R’ U’ R
R2 L2 D2 R2 L2

 

 

თუ თქვენ დამთხვევის გარეშეც ვერ გააკეთეთ ჯვარი მაშინ:

ჯვრის აწყობის დაწყებამდე შეხედეთ თეთრ ცენტს რომელზეც შესაძლოა იყოს ერთი(ან მეტი) ელემენტი და თქვენ უბრალოდ უნდა შეათავსოთ ეს ელემენტი თავის მეორე ფერის ცენტრთან. მაგ :ამ მაგალითში ერთი U მოძრაობით ეს ელემენტი სწორად იქნება ორიენტირებული.

მაგალითები :

სიტუაციაფორმულა
R’ U R U’
R’ U’ F’ U
U2 F’ U2
U R U’
D2 B2

 R U F’ U’

 

 

ჯვრის აწყობის შემდეგ გადავდივართ მეორე ნაბიჯზე

 

ნაბიჯი №2 პირველი მხარე ერთ ფენასთან ერთად

მას შემდეგ რაც ააწყობთ ჯვარს შემდეგ უნდა ავაწყოთ თეთრი მხარე, მაგრამ თეთრ მხარესთან ერთად უნდა აწყვეს ერთი ფენაც.

სწორიფენა 

არასწორი ფენა 

 

 

რომ ავაწყოთ თეთრი ფენა საკმარისია მხოლოდ ოთხი კუთხის ელემენტის თავის ადგილზე დაფიქსირება. ვიწყებთ იმით რომ ჩვენ ვატრიალებთ კუბს ისე რომ აწყობილი ჯვარი აღმოჩნდეს ქვემოთ.

 

 

ამის შემდეგ ჩვენ ზედა ფენაში ვეძებთ ისეთ კუთხის ელემენტებს რომლებიც შეიცავენ თეთრ ფერს. დავიშვად ჩვენ ვნახეთ კუთხის ელემენტი ფერებით: თეთრი, ნარინჯისფერი, მწვანე. გამოდის რომ მისი ადგილია თეთრ ნარინჯისფერ და მწვანე კუბიკის მხარეებს შორის. მიგვაქვს ეს ელემენტი იმ ფერებთან რომლებთანაც უნდა აღმოჩნდეს ეს ელემენტი.

ეხლა ისე ვიკავებთ ხელში კუბს რომ ეს ელემენტი აღმოჩნდეს ჩვენგან მარჯვენა-ზედა კუთხეში

აქ შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ 3 შესაძლო ვარიანტი:

სიტუაცუაფორმულა
R U R’
F’ U’ F
R U2 R’ U’ R U R’

 

 

 

 

ნაბიჯი № 3 მეორე ფენა

ზუსტად ისევე გვიჭირავ კუბიკი ანუ თეთრი მხრით ქვემოთ.

ამ ეტაპზე ჩვენ უნდა განვათავსოთ თავს ადგილას 4 გვერდითი ელემენტი. რომ მივხვდეთ ესა თუ ის ელემენტი არის განკუთვნილი მეორე ფენისთვის ვუყურებთ ამ ელემენტებს თუ მათზე არ არის ყვითელი ფერი მაშინ ის არის მეორე ფენისთვის.

ვეძებთ არაყვითელ ელემენტებს. დავუშვად ჩვენ ვნახეთ გვერდითი ელემენტი ფერებით ლურჯი და წითელი . გამოდის რომ ეს ელემენტი უნდა აღმოჩნდეს წითელ და ლურჯ ცენტრებს შორის. განვათავსოთ ეს ელემენტი ისე რომ ის მაქსიმალურად ახლოს იყოს თავის მომოვალ ადგილთან და ამავდროულად ერთ-ერთი მისი ფერი ემთხვეოდეს ცენტრს (როგორც წინა სურათშია მოცემული).

თუ ეს გააკეთეთ დაიჭირეთ კუბიკი ისე რომ მისი მომავალი მდებარეობა იყოს მარჯვნივ

და შემდეგ გვაქვს 2 შესაძლო სიტუაცია

სიტუაციაფორმულა
U R U’ R’ U’ F’ U F
U’ F’ U’ F U R U R’

 

ნაბიჯი №4 ჯვარი ბოლო ფენაზე

შემდეგი ნაბიჯი არის ჯვარის აგება ბოლო ფენაზე აქ არის 3 შესაძლო ვარიანტი და შესაბამისად 3 შემდეგი ფორმულა [იხილეთ ქვემოთა ცხრილში]

სიტუაცია  ზემოთ ნათქვამი ის 3 ფორმულა და 4 შემთხვევა

თუ უკვე აწყობილი ჯვარი დაგხვდათ თქვენ გაგიმართლათ და შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ნაბიჯზე

F U R U’ R’ F’
F R U R’ U’ F’

აქ ერთ-ერთ ფორმულას ვიმეორებთ ორჯერ


ნაბიჯი № 5 ბოლო ფენის (ყვითელი ფენის აწყობა)

ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია რომ ყვითელი მხარე სრულიად აწყვეს, რათქმაუნდა უკვე აწყობილის დანგრევის გარეშე.

აქ თქვენ უნდა ისწავლოთ 7 ფორმულა.

ყურადღება მიაქციეთ სურათებს მათზე ასახულია ხედი კუბიკზე ზემოდან და თქვენ კი გეჭირებათ კუბი ისე რომ ყვითელი ფენა იყოს ზემოთ. და ყურადღება მიაქციეთ ყვითელ ზოლებს ზოგ კუბიკთან და თქვენც ზუსტად ისე უნდა დაიჭიროთ კუბი რომ კუბიკების განლაგება იყოს ისეთივე როგორც სურათზე.

 

ხედი ზემოდანფორმულა
R2 D R’ U2 R D’ R’ U2 R’
R’ F’ L F R F’ L’ F
R’ F’ L’ F R F’ L F
R U R’ U R U2 R’
R U2 R’ U’ R U’ R’
R U2 R2 U’ R2 U’ R2 U2 R
F R U R’ U’ R U R’ U’ R U R’ U’ F’

 

 

ნაბიჯი № 6 კუთხის ელემენტების დალაგება

ამ ნაბიჯში ჩვენი ამოცანაა კუთხის ელემენტები დავალაგოთ თავის ადგილას. კუბიკი გვიკავია ისევე როგორც წინა ნაბიჯში ყვითლით ზემოთ. მოძრაობით U ან U’ ჩვენ უნდა დავამთხვიოთ მაქსიმალური რაუდენობა კუთხის ელემენტებისა (2 ან 4). თუ 4-ვე დაემთხვა გადავდივართ შემდეგ(ბოლო) ეტაპზე თუ არა მაშინ შეიძლება იყოს მხოლოდ 2 შესაძლო ვარიანტი. ესენია:

ხედი ზემოდანფორმულა
R U2 R’ U’ R U2 L’ U R’ U’ L
L’ U R U’ L U L’ U R’ U’ L U2 R U2 R’

 

 

 

ნაბიჯი № 7 გვერდითი ელემენტების თავის ადგილზე განთავსება

ძლიივს !!! დაგრჩათ თითქმის არაფერი. ამ ნაწილში უნდა დაალაგოთ გვერდითი ელემენტები და კუბიკი აწყვება. შეხედეთ კუბს და ნახეთ რომელი სიტუაცია მოგივიდათ. აქ მხოლოდ 4 სიტუაციაა შესაძლებელი. ესენია :

ხედი ზემოდანფორმულა
R2 U R U R’ U’ R’ U’ R’ U R’
R U’ R U R U R U’ R’ U’ R2
R B’ R’ B F R’ B’ F R’ B R F2 U
R2 L2 D R2 L2 U2 R2 L2 D R2 L2

 

გმადლობთ ყურადღებისთვის.
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 805 | დაამატა: Muser♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10
2012-10-27 Spam
ver gavuee :X