მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 1 » კომპიუტერი
7:22 PM
კომპიუტერი
კომპიუტერი

კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.
კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კინოუთბუქ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს". თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.

საინტერესო ფაქტები კომპიუტერზე

1947 წელი, 23 დეკემბერი — Bell Telephone Laboratories სამმა მეცნიერმა უილიამ შოკლეიმ, უოლტერ ბრათეინმა და ჯონ ბარდენმა დემონსტრაცია გაუკეთესწერტილოვანი კონტაქტის ტრანზისტორის გამაძლიერებლის ახალ გამოგონებას. სახელი „ტრანზისტორი" არის „გადაცემის წინაღობის" შემოკლება.
1952 წელი, იანვარი — IBM-ს უჩივიან კომპიუტერული ბიზნესის მონოპოლიზაციის გამო.
1956 წელი, იანვარი — აშშ-ის რაიონული სასამართლო აკმაყოფილებს სარჩელს.
თვე უცნობია — პირველი ტრანზისტირებული კომპიუტერი TX-O (Transistorized Experimental computer - ტრანზისტირებული ექსპერიმენტული კომპიუტერი) შექმნილია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში.
13 სექტემბერი — IBM-მა წარმოადგინა IBM 350 Disk File, პირველი მყარი დისკი, როგორც IBM RAMAC 305 კომპიუტერის ნაწილი. მას გააჩნდა 50-ორმხრიანი, 24-დიუმიანი დისკი და მას გააჩნდა ერთი ბერკეტი და ერთი ჩამწერი/წამკითხავი თავაკი. იგი იტევდა დაახლოებით 5 მეგაბაიტის მოცულობის ინფორმაციას და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე ჰქონდა 8800 სიმბოლო წამში.
 
 
პირველი მინიკომპიუტერი — PDP 1

1958 წელი, 12 სექტემბერი — Texas Instruments-ში, ჯეკ კილბი დემოსტრაციას უკეთებს მსოფლიოში პირველ ინტეგრირებულ პლატას, რომელიც შეიცავდა ნახევარგამტარი მატერიალით დაკავშირებულ, დიუმის სიგრძის და კბილსაჩიჩქნზე წვრილ 5 კომპონენტს.
1959 წელი, თვე უცნობია — Fairchild Semiconductor-ში, რობერტ ნოისი ქმნის ინტეგრირებულ პლატას, სადაც კომპონენტები სილიკონ-ოქსიდის ფენაზე დაკავშირებულია ალუმინის ხაზებით.
1960 წელი, თვე უცნობია — Digital Equipment უშვებს პირველ მინიკომპიუტერს PDP-1, რომლის ფასი იყო 120 000 ამერიკული დოლარი. ეს იყო პირველი კომერციული კომპიუტერი, რომელიც აღჭურვილი იყო კლავიატურითა და მონიტორით. (PDP — Program, Data, Processor (პროგრამა, მონაცემები, პროცესორი)).
1963 წელი, თვე უცნობია — დაგლას ენგელბარტის ჯგუფმა, კალიფორნიაში, სტენფორდის კვლევით ინსტიტუტში შეისწავლეს ჩვენების (ეკრანის, მონიტორის, ტელევიზორის) ანტერაქტიურლი სქემები. მათ ტესტირება ჩაატარეს სხვადასხვა მოწყობილობებით — მიმთითებლებით, მართვის პულტებით, სფერული მანიპულატორით — ყავისფერი ხის ყუთი ორი მოძრავი ბორბლით და წითელი ღილაკით. ამ უკანასკნელმა საუკეთესო შედეგი 
1964 წელი, 1 მაისი — დარტმუთის კოლეჯში, ჰანოვერში პირველად გაეშვა ბაზური (BASIC) პროგრამირების ენა. ენა შექმნა პროფესორმა ჯონ კემენიმ და ტომას კურტცმა. ის ბაზირებული იყო ფორტრანზე და ალგონზე და შეიქმნა General Electric 225 ცენტრალური ბლოკის კომპიუტერისათვის.
თვე უცნობია — ამერიკული სტანდარტის ასოციაცია იშვილა ASCII-მ (American Standard Code for Information Interchange, ამერიკული სტანდარტული კოდი ინფორმაციის გაცვლისათვის), როგორც სტანდარტული კოდი, მონაცემთა გადაცემისათვის.
1965 წელი, 19 აპრილი — ჟურნალი „ელექტრონიკსი" (Electronics) აქვეყნებს Fairchild Semiconductor-ის მთავარი მკვლევარისა და პროგრამისტის გორდონ მორის სტატიას. მორი წინასწარმეტყველებს, რომ ტრანზისტორის სიხშირე ინტეგრირებულ პლატაზე, შემდეგი ათი წლის განმავლობაში ყოველ 12 თვეში გაორმაგდება.
1966 წელი, მაისი — სტივენ გრეი აარსებს კომპანიას Amateur Computer Society და აქვეყნებს სიახლეს სახელწოდებით ACS.
1968 წელი, 4 ივნისი — აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნების ბიურო დოქტორ რობერტ დენარდს ჩუქნის IBM T.J. Watson კვლევითი ცენტრის 3,387,286 პატენტს.
თვე უცნობია — რობერტ ნოისი და გორდონ მორი აარსებენ კომპანიას Intel Corporation.
4 ოქტომბერი — კომპანია ჰიულეტ-პაკარდის მიერ ჟურნალში Science გამოქვეყნდა რეკლამა, რომელიც მომხმარებლებს ამცნობდა პირველ პროგრამირებად მეცნიერულ გამომთვლელ მანქანაზე (Calculator), რომელსაც ჰიულეტ-პაკარდი ეძახდა „the new Hewlett-Packard 911A personal computer". (ახალი ჰიულეტ პაკარდის 911A პერსონალური კომპიუტერი).

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 732 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-11-27
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz