მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 16 » კოკა კოლა - )))
10:54 PM
კოკა კოლა - )))

200 ქვეყანაში წელიწადში 400 მილიარდი ქილა კოკა კოლა იყიდება(რამდენია ეს ბოთლებში არ ვიცი), ალბათ სწორედ ამიტომ კოკაკოლა ხშირად ასოცირდება ამერიკულ იმპერიალიზმთან, ეგ კი არა ერთერთ ამერიკულ ფანტასტიკურ ფილმში, რომელსაც ქარტულ საბჭოთა გაქირავებაში მტერ ჩემი ერქვა, მთავარი გმირი რომ უცხო პლანეტაზე ხვდება რომელიც შეურყვნელი ჰგონია და იქ რომ კოკაკოლის ქილას აღმოაჩენს სასოწარკვეტილი გაჰკრავს ფეხს, ანუ აქაც ჩვენ ვართო, აგრეთვე ნიშანდობლივია კადრები, რომლებიც რომელიღაც სამეცნიერო არხზე გავიდა(ასე ვუწოდებ ნეშენალ ჯეოგრაფიკს, დისქავერის, ანიმალ პლანეტს და მსგავს ტელევიზიებს) სადაც აფრიკის რომელიღაც ცივილიზაცია შეუხებელი ტომის ქალს ხელში მცირეწლვანი შვილი ეკავა და კოკაკოლას ასმევდა, ნახეთ, არავითარი ცივილიზაცია მხოლოდ კოკაკოლა. მაგრამ მოდიტ დავიწყოტ თავიდან. როგორ მოვედით აქამდე?

კოკაკოლის საწყისებთან

1885 წელს( ზოგი ვერსიით 1886 წლის 8 მაისს) ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა გამოიგონა ერთი შეხედვით არაფრიტ გამორჩეული გაზიანი სასმელი კოკაკოლა, იმ დროს ამერიკული ბაზარი სავსე იყო გაზიანი სასმელებით და ხალხს ჯეროდა რომ ზოგი მათგანი სამკურნალოც იყო, მაგალითად დრ. პეპპერი პოტენციის საუკეთესო გამაუმჯობესებლად მიაჩნდათ, რა გასაკვირია რომ პემბერტონმაც კოკაკოლა როგორც თავის ტკივილის საწინააღმდეგო უებარი საშუალება ისე შექმნა, ამასთან ფარმაცევტი ამტკიცებდა რომ სასმელი ნებისმიერ ნერვულ აშლილობას შველოდა და დრ. პეპპერის არ იყოს იმპოტენციასაც მკურნალობდა. თვთონ ჯონ პემბერტონი ომის ვეტერანი იყო და ბრძოლებში მიღებულ ნაიარევებს მორფინით იამებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს რომ კოკას ფოთლებისაგან შესაძლებელი იყო ტკივილგამაყუჩებელი და მატონიზირებელი ნივთიერების მიღება, რომელსაც მისმა აღმომჩენმა ალბერტ ტიმენმა კოკაინი უწოდა, პემბერტონმა გადაწყვიტა იმ დროისატვის უსაფრტხოდ მიჩნეულ ამ ნარკოტიკზე გადასულიყო და მეტიც იგი ხალხისტვისაც შეეთავაზებინა. სახელწოდება კოკა კოლა პემბერტონის ბუხჰალტერმა ფრენკ რობინსონმა მოიგონა და თავისი ლამაზი კალიგრაფიიტ ფურცელზე


გადაიტანა, სწორედ რობინსონის დაწერილი სიტყვა კოკაკოლა გახდა მისი სავაჭრო ნიშანი რომელიც დღემდე არ შეცვლილა. თუმცა კოკაკოლა თავიდანვე წარმატებული არ ყოფილა, იგი ჯორჯიის შტატატის ქალაქის ატლანტის აფთიაქში იყიდებოდა და მთელი წლის განმავლობაში დღეში საშუალოდ ცხრა მყიდველი ჰყავდა და შემოსავალი ხარჯებზე ნაკლები იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი გახლდათ და რადგან პემბერტონი ამერიკელი ფარმცევტი იყო და არა ქართველი ბიზნესმენი მოთმინებით დაელოდა როდის დაიწყებდა მსი გენიალური გამოგონება მოგების მოტანას შედეგმაც არ დააყოვნა და უკვე მეორე წლიდან კოკაკოლა მომგებიანი გახდა. 1888 წელს კოკაკოლის გამოშვების ლიცენზია პემბერტონისაგან ბიზნესმენმა ასა გრიგს კენდლერმა იყიდა და 1892 წელს დაარსა The Coca-Cola Company რომელიც დღემდე აწარმოებს და ყიდის კოკაკოლას.


დაპირისპირება პეპსიკოლასთან

სადაც კოკაკოლაა იქ ყოველთვის არის პეპსიკოლა, პეპსი კოკას მუდამ კუდში მისდევს და ის მუდამ მასთანაა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. პეპსიკოლა როგორც სასმელი 1895 წელს შეიქმნა, რადგან პეპსის ისტორიას ისე კარგად არ ვიცნობ როგორც კოკაკოლის ისტორიას, ხშირ შემთხვევაში ვარაუდიტ შემოვიფარგლები ხოლმე, ასე მაგალითად, ალბათ პეპსი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორც კოკას კონკურენტი რადგან მაში კოკაინი არ შედიოდა და ამიტომ ამ სასმელ სუსფთა სინდისით ბავშვებსაც სთავაზობდნენ, ეს იყო პირველ დარტყმა კოკაკოლისათვის, თუმცა ვითარება სულ რაღაც ათ წელიწდში გამოსწორდა. 1890იანი წლებიდან საზოგადოებრივი აზრი კოკაინის მიმართ შეიცვალა უარყოფითისკენ, არ ვიცი შეიძლება ამაში პეპსის ხელიც ერია. 1903 წელს კი გაზეთმა ნიუ იორკ ტრიბუნი


დაწერა გამანადგურებელი სტატია რომ სწორე კოკაკოლაა დამნაშავე იმაში რომ ადგილობრივი ზანგები, დატვრენენ რა ამ ნახევრადნარკტიკული სასმელით, თავს ეხმოდნენ თეთრკანიენბსო, ესევც მეორე დარტყმა იყო კოკალისათვის მაგრამ როგორც მოგახსენეთ ვითარება სულ რაღაც ორ წელიწადში გამოსწორდა 1905 წლიდან კოკაკოლას შემადგენლობაში აღარ შედის კოკაინი, ანუ რეცეპტი თითქმის იგივეა, ერთი წილი კოლას ნაყოფი და სამი წილი კოკას ფოთლები, ოღონდ ამჯერად კოკას ფოთლები "გამოწურული” იყო და კოკანს ღარ შეიცავდა, ასე რომ პეპსის ერთადერთი უპირატესობა, უსაფრთხოობა ბავშვებისათვის წარსულს ჩაბარდა. ამის შემდეგ მთელი ოთხმოცი წლის განმავლობაში პეპსი კოკაკოლას უკან მისდევდა და ვერაფრით ასწრებდა, თქვენ გაინტერესებთ რა მოხდა 1980 წელს? მაქამდეც მივალთ. ამ ოთხმოცმა წელმა კი კოკაკოლის უპირობო ლიდერობით ჩაიარა, მისი ქარხნები ნაცისტურ გერმანიაშიც კი მუშაობდა. თუმცა სამოციან წლებში პეპსიმ დიდი გარღვევა მოახდნა, საბჭოთა კავშირში მსოფლიო გამოფენა ტარდებოდა, რომელსაც რიჩარდ ნიქსონც დაესწრო, პეპსიკოლას იმჟამინდელი პრეზიდენტი(სამწუხაროდ სახელი არაფრით მახსენდება) ნიქსონის მეგობარი იყო, ხოდა თხოვა მეგობარს მეგობრულად, იქნებ რამენაირად მომიხერხო ხრუშოვი პეპსიკოლით ხელში


დამიფიქსიროო. ასეც მოხდა ხრუში არამარტო პეპსით ხელში დაფიქსირდა არამედ 25 წლიანი კონტრაქიც გააფორმა ამ კომპანიასთან და პესპსი კოლა საბჭოთა კავშირში კოლას ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა. საპასუხოდ კოკაკოლამ ჩინეთის ბაზარზე შეაღწია, პეპსიმ დარტყმა სამხრეთამერიკაზე მიიტანა… ამასობაში კი დადგა 1985 წელი, კოკაკოლის ასი წლისთავი ახლოვდებოდა, ალბათ კომპანიის ხელმძღვანელობა დაინტერესდა რანაირად უწევდა კონკურენციას პეპსი კოკას დაკომპანიის შიგნით ე.წ. ბრმა ტესტი ჩაატარეს, ანუ კოკაკოლას თანამშრომლებს გაასინჯეს ორივე სასმელი ისე რომ არ უთხრეს რომელი რომელი და იყო ჰკითხეს აბა ომელი უფრო მოგეწონათო, შედეგი დამანგრეველი აღმოჩნდა, კოკაკოლას თანამშრომლების თითქმის 80%მა პეპსი აირჩია! კომპანიის ხელმძღვანელობა ერტი შეხდვით ერთადერთ სწორ გამოსავალს მიაგნო, შეცვალეს კოკაკოლის გემო და დაარქვეს ახალი კოკაკოლა, ტუმცა ამ გადაწყვეტილების შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა, კომპანიაში ათასობით წერილი მივიდა აღშფოთებული მომხმრებლებისგან რომლებიც მწარმოებლებს ამუნთებდნენ ეს რა ჰქენითო? ზოგი იმასაც იწერებოდა ამას ჯობდა გეთქვათ ღმერთი არ არსებობსო, წერილებს კიდევ აიტანდა კა მაგრამ იმას რაც ამ ცვლილებას რალურად მოყვა თავმოყვარე კოკაკოლელები ვერაფრიტ გადაიტანდნე, ისტორიაში ერთადერთხელ პეპსიკოლამ კოკაკოლას გადაუსწრო გაიყდვებში, სასწრაფოდ მიიღეს გადაეყვეტილება და უკვე 1986 წელს დააბრნეს ძველი კოკაკოლა, რომელსაც კლასიკური კოკაკოლაო მიაწრეს და ყველაფეი თავის ადგილას დაბრუნდა, კოკა ლიდერი პეპსი მუდმივი მეორეადგლოსანი.


ფაქტები კოკა კოლაზე


1. კოკა-კოლა იყენებოდა ისე როგორც წამალი, რომ განეკურნა თავის ტკივილი, მანამ სანამ მისი რეცეპტიდან კოკაინი არ ამოიღეს.
2. 1წამში 7 000 კოკა-კოლა იყიდება.
3. კოკა-კოლა მსოფლიოში ყველაზე ცნობადი მარკაა, რომელსაც მთელს მსოფლიოში ადამიანის 94% ცნობს.
4. სამხედრო ბაზაზე დაახლოებით ბილიონი კოკა-კოლა იყო გაყიდული.
5. 1943 ამერიკელმა ჯარისკაცმა 2 კოკა-კოლის ბოთლი მიიღო ოჯახისგან, მან ისინი ლატარიაში გაათამაშა 25 ცენტად და 4.000% მოიგო.
6. თქვენ შეგიძლიათ ჩადოთ კოკა-კოლის ბოთლში ხორცის ნაჭერი და იგი გაქრება 2 დღეში
7. თქვენს აბაზანას კოკა კოლა 1 საათში ისევე არაჩვეულებრივად გარეცხავს როგორც სხვა სარეცხი საშუალებები.
8. კოკა-კოლა ისე გამოიყენებოდა, როგორც მანქანის მატორის საწმენდი 20 წლის განვმალობაში.
9. კოკა-კოლაში ერთ-ერთი ინგრედიენტი არის ფოსფორი, იგი 4 დღეში დაშლის ნემსს.


10. 10 წუთში 10 შაქრის კოვზი კოკაკოლა შედის თქვენს ორგანიზმში.

11. კოკა-კოლის დალევის შემდეგ 20 წუთში მისი შაქარი თქვენი ინსულინის ბუშტს აწუხებს, შემდეგ კი ეს ყველაფერი სიმსუქნეში გადადის.
12. 40 წუთის შემდეგ კოფეინის ჩაქრობა მთავრდება, შენი გუგები ფართოვდება.
13. კოკა კოლის დალევის შემდეგ შენი სისხლის წნევა იმატებს.
14. მისი დალევის შემდეგ თქვენი ადენოზინის რეცეპტორები ტვინში იბლოკება.
15. 60 წუთის შემდეგ თუთია და ფოსფორი შენს ნივთიერებათა ცვლაში იჭრება.
16. 60 წუთის შემდეგ იგი შარდმდენი პრეპარატები იწყებენ მუშაობას, კოკა-კოლას ჩვენ
შარმდდენიც შეგვიძლია ვუწოდოთ.


17. მისი დალევის შემდეგ თქვენ შეიძლება ზოზინა და ფიცხი გახდეთ.
18. მანქანიდან ჟანგის გასაწმენდად კოკა-კოლის გამოყენება შეიძლება.


კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 966 | დაამატა: -NiniKunna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 86
სტუმარი: 86
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz