მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მარტი » 5 » ჯონ ლენონის განახლებული ბიოგრაფია
6:01 PM
ჯონ ლენონის განახლებული ბიოგრაფია
ბავშვობა 

ელტონ ჯონი დაიბადა 1947 წლის 25 მარტს, ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, პინერში. მისმა მშობლებმა, სტენლი და შეილა დუაიტმა შვილს რეჯინალდი დაარქვეს. ბავშვობიდან იგი ავლენდა ინტერესს მუსიკის მიმართ, რასაც ხელი შეუწყო დედამაც. ისინი ხშირად უკრავდნენ ფორტეპიანოზე. მაგრამ მამა ამის წინააღმდეგი იგი, მიუხედავად იმისა, რომ თავად უკრავდა სამეფო საჰაერო ძალების ორკესტრში.
ოთხი წლის ასაკში დუაიტების შვილს უკვე შეეძლო სმენით ნებისმიერი მელოდიის დაკვრა. იგი ისმენდა ძველ და პოპულარულ ჩანაწერებს და იმახსოვრებდა ყველაფერს.
13 წლის ასაკში რეჯის მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ, რაც შვილმა მეტად განიცადა. ამ პერიოდიდან იგი უკვე ატარებდა სათვალეებს, რაც, მისივე თქმით, ბადი ჰოლისადმი პატივისცემის ნიშანი იყო. სათვალეები მომავალში მის ერთ-ერთ ჰობიდ იქცა.
12 წლის ასაკში მუსიკის სამეფო აკადემიამ რეჯის შესთავაზა უფასო განათლება. გახარებული რეჯი ყოველ შაბათს დადიოდა აკადემიაში. მისი მამინაცვალი, დეკორატორი პროფესიით, მხარს უჭერდა რეჯის გადაწყვეტილებას, მუსიკას გაჰყოლოდა.
პირველი წლები სცენაზე 

პირველ რეჯი სცენაზე გამოვიდა 16 წლის ასაკში. იგი მღეროდა და უკრავდა ყოველი კვირის ბოლოს. იქვე ყოველთვის იჯდა დედამისი. ამ გამოსვლებში რეჯი იღებდა ერთ ფუნტს და დაგროვებული ფულით შეიძინა ელექტრონული პიანინო.
სკოლის მოსწავლეებთან ერთად მან ჩამოაყალიბა კოლექტივი The Bluesology, რომელიც უკრავდა რითმ ენდ ბლუზს. მათ გამოსცეს ორი მცირე ფირფიტა, რომელიც წარუმატებელი გამოდგა.
სკოლა რეჯიმ არ დაამთავრა. მან მიატოვა იგი მუსიკალურ გამომცემლობა Mills-ში მუშაობის გამო, მაგრამ ეს სამსახურიც, თავის მხრივ, დატოვა მხოლოდ იმის გამო, რომ The Bluesology-სთან ერთად უნდა გამგზავრებულიყო საკონცერტო ტურის ფარგლებში.
1967 წელს ისინი კვლავ მოგზაურობდნენ. ამ პერიოდში რეჯის შეუყვარდა გოგონა სახელად ლინდა და დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას. მაგრამ ლინდამ იგი არჩევანის წინაშე (ან მე ან მუსიკა) დააყენა. რეჯიმ საბოლოოდ აირჩია მუსიკა, მაგრამ მანამდე გულგატეხილმა კინაღამ მოიკლა თავი.
ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების კონკურსზე, რომელიც კომპანიამ Liberty Music მოაწყო, რეჯიმ შეასრულა რამდენიმე ცნობილი სიმღერა, მაგრამ წარმატებამ მას გვერდი აუარა. თუმცა, რეი უილიამსმა,კონკურსის ორგანიზატორმა მას აჩუქა ერთი ახალგაზრდა პოეტის, ბერნი ტოპინის ლექსები.
უილიასმა რეჯის ასევე გააცნო დიკ ჯეიმსი, ერთ-ერთ ხმისჩამწერი სტუდიის მეპატრონე. მას დაევალა რეჯის პირველი სიმღერის ჩაწერა. აქვე საფუძველი დაედო რეჯისა და ბერნი ტოპინის თანამშრომლობას. დიკ ჯეიმსი დაინტერესდა რეჯის სიმღერებით, ხოლო ტოპინი საბოლოოდ გადასახლდა რეჯის სახლში.
თავდაპირველად რეჯი და ბერნი დაკვეთით მუშაობდნენ. მაგრამ მოგვიანებით დიკ ჯეიმსი დათანხმდა რეჯის პირადი სიმღერის/ალბომის გამოცემაზე. ამასთან, რეჯის შესთავაზეს სასცენო სახელის აღება და მან დუაიტ ელტონ ჯონი აირჩია.
მისი პირველი სიმღერა-სინგლი, I’ve Been Loving You გამოიცა 1968 წლის მარტში, მაგრამ წარმატება კვლავ შორს იყო - ვინაიდან ელტონი თავს თავისუფლად არ გრძნობდა და სურდა მეტი თავისუფლება სტუდიაში, დიკ ჯეიმსის ზემოქმედებით კი მას ეს თავისუფლება ნამდვილად აკლდა.
მუსიკალური გამომცემლობის ერთ-ერთმა უფროსმა, სტივ ბრაუნმა დაითანხმა დიკ ჯეიმსი, რომ იგი ელტონს მეტი იმპროვიზაციის საშუალებას მისცემდა. ამის შემდეგ ელტონს ნამდვილი წარმატება ეწვია.
1969 წლის ივლისში გამოიცა ელტონის პირველი სოლო-დისკი Empty Sky.
წარმატება და წარუმატებლობა 

ელტონ ჯონის საკონცერტო გამოსვლა 1975 წელს.
დამწყები ინგლისელი მუსიკოსით დაინტერესდნენ ამერიკაში და იგი მიწვეული იქნა მცირე ტურის ფარგლებში. 1970 წლის სექტემბერში იგი ეწვია აშშ-ს. იგი დიდი პატივისცემით მიიღეს. კლუბში ტრუბადური შეიკრიბა ბევრი ცნობილი ადამიანი, რომელიც დაკავშირებული იყო მუსიკასთან. ელტონის კონცერტებმა ანშლაგებით ჩაიარა.
სამი კვირისა და თბილი მიღების შემდეგ ელტონი დაბრუნდა ბრიტანეთში, მაგრამ მცირე ხნის განმავლობაში კვლავ ჩავიდა ამერიკაში.
1970 წელს ელტონმა და მისმა ბენდმა, რომელშიც შედიოდნენ ნაიჯელ ოლსონი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და დი მიურეი (ბას გიტარა) ჩაწერეს როგორც ელტონის მეორე სტუდიური ალბომი Elton John, ასევე მუსიკა ფილმისათვის მეგობრები. ამას მოჰყვა ელტონის კიდევ ერთი სტუდიური ალბომი, Tumbleweed Connection.
1971 წელს ასევე გამოიცა ელტონის პირველი საკონცერტო დისკი, 17-11-70, რომელშიც შეტანილი იქნა ნიუ იორკში ჩატარებული კონცერტის ჩანაწერი. საგულისხმოა, რომ დისკს დიდი წარმატება ჰქონდა, რასაც დაერთო წინასწარ გამოცემული ბუტლეგის წარმატებაც - ეს უკანასკნელი არალეგალურად გავრცელდა ოფიციალურ რელიზამდე რამდენიმე კვირით ადრე და შეიცავდა ყველა სიმღერას კონცერტიდან (ოფიციალური დისკის ხანგრძლივობაა 40 წთ, ბუტლეგის - 60 წთ).
1972 წელს გამოვიდა ელტონის ერთ-ერთი წარმატებული ალბომი Madman Across the Water. ამ პერიოდიდან ელტონის ბენდი დაკომპლექტდა იმ მუსიკოსებით, რომლებიც დღემდე მუშაობენ მასთან, ხოლო მუსიკოსის სიმღერებში ჩამოყალიბდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ჰარმონიები.
1972 წელს ასევე გამოვიდა კიდევ ერთი სტუდიური დისკი, Honky Chateau, ელტონისათვის პირველი #1 აშშ ალბომი, რომელიც ხუთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩარტების სათავეში.
1972 წელს ელტონმა სასცენო სახელად საბოლოოდ აიღო ელტონ ჰერკულეს ჯონი. ამავე პერიოდში მან შეიძინა მცირე სახლი ლონდონის გარე უბანში.
1973 წელს ელტონმა და მისმა მეგობრებმა გახსნეს ხმისჩამწერი კომპანია Rocket Records, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მუსიკოსების დახმარებას. იმავე წლის წარმატებული სტუდიური დისკების Don't Shoot Me I'm Only the Piano Player და Goodbye Yellow Brick Road გამოცემის შემდეგ ელტონმა მცირე ხნით დატოვა სასცენო მოღვაწეობა და დაიწყო კომპანიაში Rocket Records შემოსული სადემონსტრაციო ფირების მოსმენა და დამწყები მუსიკოსების მიღება.
1974 წელს მან შემდეგი ალბომი, Caribou წარმოადგინა. მიუხედავად წარმატებული სინგლის ჰიტისა The Bitch is Back, მას არ ხვდა წილად წინა ალბომების წარმატება. პარალელურად, ელტონმა შეიძინა უოტფორდის საფეხბურთო კლუბი და თავად გახდა მისი პრეზიდენტი. მან ასევე გამართა ამ გუნდის მხარდამჭერი წარმატებული კონცერტი. მცირე პერიოდის განმავლობაში ელტონი ასევე მსახიობიც იყო - 1975 წელს მან ითამაშა კენ რასელის როკ-ოპერაში ტომი.


ჯონ ლენონი და ელტონ ჯონი
ამავე პერიოდში მან დაუკრა ჯონ ლენონის რამდენიმე სიმღერაში, რამაც საკუთარი კვალი დატოვა ელტონის შემოქმედებაზე. იგი არასოდეს უარყოფა ბითლზის მუსიკისადმი სიმპატიებს, ახლა კი რამდენიმე სიმღერის საკუთარი ვერსიაც ჩაწერა. პირველ რიგში, აღსანიშნავია ელტონის Lucy in the Sky with Diamonds და ლენონის სოლო-სიმღერა One Day at a Time. ლენონის ალბომის ჩაწერისას მან დაუკრა სიმღერაში Whatever Gets You Thru The Night. ამავე წელს ელტონმა შეიძინა სახლი ბერკშირის საგრაფოში და რამდენიმე სახლი - ლოს ანჯელესში, ასევე თვითმფრინავი საკონცერტო მოგზაურობისათვის.
1975 წელს გამოვიდა ელტონის მორიგი სტუდიური ალბომი Captain Fantastic and the Brown Dirt Cowboy, რომელიც ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს.
შემდეგი ალბომი, Rock of the Westies ავტომატურად მოხვდა წარმატების ჩარტებში, თუმცა კრიტიკოსებმა და მოყვარულებმა ნაკლებად მოიწონეს მასში შეტანილი მასალა. ელტონის კომერციულ წარმატებას ხელს უწყობდა მხოლოდ მისი სასცენო იმიჯი. კონცერტებისას იგი ხშირად იცვლიდა კოსტიუმებს, გამოდიოდა სხვადასხვა უცნაური სახით - ატარებდა ბუმბულებს, დონალ დაკის, მშვიდობის ქანდაკებისა თუ მოცარტის ჩაცმულობას (სხვადასხვა წლებში).
1975 წელს, კლუბში ტრუბადური გამართული კონცერტი ხუთი წლის თავზე მან ამავე კლუბში გამართა ორი საიუბილეო კონცერტი.
1976 წელს გამოვიდა საკონცერტო ალბომი Here and There, რომელშიც შეტანილი იქნა შემდგომში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერა Sorry Seems to Be the Hardest Word. იმავე წელს გამოვიდა Don't Go Breaking My Heart, რომელიც იქცა ელტონის ერთ-ერთ ცნობილ ნომრად.
იმავე წელს, ჟურნალში როლინგ სტოუნი ელტონმა პირველად ისაუბრა თავის ბისექსუალურ ორიენტაციაზე, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია.
1977 წელს ელტონმა დროებით დატოვა მუსიკალური სცენა, ბერნი ტოპინმა კი დაიწყო სხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობა. ბევრი ადამიანი თვლიდა, რომ ეს გამოიწვია ელტონის გულახდილმა ინტერვიუმ როლინგ სტოუნში.
ამ პერიოდიდან ელტონი უშვებდა მხოლოდ ერთ ალბომს წელიწადში და არა ორს, როგორც ეს ადრე იყო. პირველი ამ ალბომებიდან, 1978 წლის A Single Man შეიცავდა რამდენიმე სიმღერას, რომელიც გამოვიდა სინგლების სახითაც, მაგრამ არც ერთი არ მოხვედრილა საუკეთესო სიმღერების 20ეულში. 1979 წელს ელტონი კონცერტებით ჩავიდა საბშოთა კავშირში. შემდეგ გამოვიდა მისი ალბომი Victim of Love. მასში შეტანილი სიმღერები დისკოს ელფერს უფრო ატარებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამ პერიოდში დისკოს წარმატებისა, ალბომი ნაკლებად პოპულარული იყო.
1980-იანები 

1979 წელს ჯონი და ტოპინი კვლავ გაერთიანდნენ. შემდეგ წელს გამოვიდა წარმატებული დისკი 21 at 33 და ჰიტი Little Jeannie. ამ პერიოდში ელტონი ტექსტების სხვა ავტორებთანაც მუშაობდა. 1981 წელს გამოვიდა შემდეგი ალბომი The Fox, რომელიც ჩაწერილი იქნა იგივე პერიოდში, რაც მისი წინამორბედი. 1980 წლის 30 სექტემბერს ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში გაიმართა უფასო კონცერტი 400.000 მაყურებლისათვის. საგულისხმოა, რომ იქვე ახლოს მდებარეობდა ჯონ ლენონის საცხოვრებელი ბინაც, საიდანაც მუსიკოსი უსმენდა კოლეგის კონცერტს. სამი თვის შემდეგ ლენონი მოკლეს ამ შენობასთან და ელტონმა მას მიუძღვნა 1982 წლის ჰიტი Empty Garden (Hey Hey Johnny), ალბომიდან Jump Up!. 1982 წლის კონცერტზე, რომელიც მედისონ სკვერზე გაიმართა, ელტონს შეუერთდნენ იოკო ონო და შონ ონო ლენონი (ეს უკანასკნელი ელტონის ნათლულია).
ამასთან, 1980-იან წლებში ელტონის ცხოვრებამ ცვლილებები განიცადა. ელტონი დაქორწინდა ხმის ინჟინერზე რენატა ბლაუელზე, რომელიც მის ალბომებზე მუშაობდა. 1986 წელს ავსტრალიური ტურის დროს ელტონმა დაკარგა ხმა და მას დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. მან განაგრძო ალბომების ჩაწერა, მაგრამ წლების განმავლობაში კოკაინისა და ალკოჰოლის მიღებამ მაინც შედეგი გამოიღო. ეს უკვე ალბომზე Rock of the Westies გამოვლინდა. 1987 წელს ელტონმა მოიგო საქმე გამოცემის The Sun წინააღმდეგ, სადაც დაიწერა სტატია ელტონისა და არასწრულწლოვანის სექსუალურ ურთიერთობებზე.
1983 წელს ელტონი დაუბრუნდა ჩარტებს ალბომით Too Low For Zero და სინგლებით I'm Still Standing და I Guess That's Why They Call It The Blues (ამ უკანასკნელზე ჰარმონიკაზე უკრავდა სტივი უანდერი). 80-იანებში მას არაერთი ჰიტი ჰქონდა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს Nikita, I Don't Wanna Go On With You Like That, Sad Songs (Say So Much) და საქველმოქმედო That's What Friends Are For. ალბომების გაყიდვების კარგი მაჩვენებლების მიუხედავად, აშშ ჩარტის 20ეულში მხოლოდ Reg Strikes Back მოხვდა.
1985 წელს იგი გამოვიდა საქველმოქმედო მარათონზე Live Aid, სადაც შესრულდა Bennie and the Jets, Rocket Man, Don't Go Breaking My Heart (კიკი დისთან ერთად) და Don't Let The Sun Go Down On Me (ჯორჯ მაიკლთან ერთად).
1986 წელს ელტონმა მიიღო მონაწილეობა ჰევი მეტალ ჯგუფის საქსონი ალბომის Rock the Nations ჩაწერაში.
1988 წელს მან მოაწყო ხუთდღიანი კონცერტები ნიუ იორკის მედისონ სკვერზე. მოგვიანებით სოთბის აუქციონზე გაიყიდა ელტონის ბევრი ტანისამოსი თუ სხვა აქსესუარი, რითაც მან დაასრულა თეატრალიზებული სანახაობების პერიოდი თავის შემოქმედებაში. 1989 წელს მან მოგვიანებით დაასახელა თავის ცხოვრებაში ყველაზე ცუდ პერიოდად.
1990-იანები

ამ პერიოდში ჯონი მხარს უჭრდა რაიან უაიტს, შიდსით დაავადებულ ბიჭუნას ინდიანას შტატიდან. 1990 წლამდე იგი ფინანსურად ეხმარებოდა ბიჭუნას ოჯახს. 1990 წელს ჯონმა, მეგობრების მითითებით, გაიარა ალჰოლისგან და ნარკოტიკებისგან მკურნალობის კურსი. იმავე წელს ბრიტანეთში მან გამოსცა სინგლი Sacrifice, რომელიც იქცა მის პირველ ბრიტანულ #1 ჰიტ-სინლად. ასევე წარმატებით სარგებლობდა სტუდიური დისკი Sleeping with the Past.
1991 წელს გამოვიდა ფილმი ორი ოთახი, რომელშიც მოთხრობილი იყო ბერნისა და ელტონის თანამშრომლობის შესახებ. ასევე გამოიცა ალბომი Two Rooms: Celebrating the Songs of Elton John & Bernie Taupin, სადაც ელტონის სიმღერებს სხვა ცნობილი მუსიკოსები ასრულებდნენ. 1991 წელს კომპოზიციამ Basque მიიღო გრემი წლის საუკეთესო ინსტრუმენტული კომპოზიციის კატეგორიაში. ელტონი ასევე მიწვეული სტუმრის სახით წარდჰა ფრედი მერკურის ხსოვნის კონცერტზე.
1992 წელს ელტონ ჯონმა ჩამოაყალიბ შიდსთან ბრძოლის საკუთარი ფონდი. მან ასევე გამოაცხადა, რომ აშშ-ში თავისი სინგლების მომავალი გაყიდვებიდან შემოსული თანხების ნაწილს გადარიცხავს ამ ფონდში და ბრიტანეთში, შიდსის კვლევის ცენტრში. იმავე წელს მან გამოუშვა მორიგი სტუდიური დისკი The One. მან ასევე მონაწილეობა მიეღო ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ Queen-ის კონცერტში, უემლის სტადიონზე, სადაც ასევე ბევრი სხვა ცნობილი მუსიკოსი გამოდიოდა.
1992 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე მან, ჯგუფის განზ ენ როუზისთან ერთად შეასრულა მათი პოპულარული სიმღერა November Rain. შემდეგ წელს მან გამოსცა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად ჩაწერილი დუეტების ალბომი. უდიდესი წარმატება იქონია მისმა 1994 წლის ნამუშევარმა - მუსიკამ დისნეის კომპანიის ანიმაციური ფილმისათვის მეფე ლომი, განსაკუთრებით ორმა კომპოზიციამ ამ ფილმიდან - Circle of Life და Can You Feel the Love Tonight. დისკი მუსიკის ჩანაწერით გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით და ალმასის სტატუსი შეიძინა.
1994 წელს ელტონ ჯონი შეყვანილი იქნა როკ ენ როლის დიდების დარბაზში. მანამდე, 1992 წელს იგი და ბერნი ტოპინი უკვე შეიყვანეს სიმღერის ავტორთა დიდების დარბაზში. 1995 წელს ელტონ ჯონს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორის წოდება.
1995 წელს გამოვიდა მუსიკოსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდიური დისკი, Made in England. წარმატება იქონია მისმა სინგლმაც, Believe. შემდეგ წელს გამოვიდა ელტონ ჯონის კრებული Love Songs.
1997 წელი მუსიკოსისათვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუ წლის პირველ ნახევარში იგი საკუთარ 50ე იუბილეზე ლუი XIV-ს კოსტუმში გამოწყობილი გამოჩნდა და მხიარული დროც გაატარა, წლის ბოლოს დაკარგა ორი დიდი მეგობარი - ჯანი ვერსაჩე და პრინცესა დაიანა.
სექტემბერში მან ტოპინთან ერთად გამოსცა სიმღერის Candle in the Wind ახალი ვერსია, Candle in the Wind 1997. თუკი პირველი ვარიანტის ტექსტი ეძღვნებოდა მერილინ მონროს, მეორე დაიანას მოგონებას წარმოადგენდა. ელტონი ასევე გამოჩნდა პრინცესას სამგლოვიარო ცერემონიაზეც, სადაც ეს სიმღერა შეასრულა. შემდეგ წელს სინგლმა მიიღო ’გრემის’ ჯილდო კატეგორიაში ’მამაკაცის საუკეთესო პოპ-ვოკალური შესრულება’.
იმავე წელს გამოვიდა მისი კიდევ ერთი სტუდიური დისკი, The Big Picture.
1998 წელს ჯონმა და რაისმა დაწერეს მიუზიკლი Elaborate Lives: The Legend of Aida. მისი პრემიერა გაიმართა ატლანტაში. ასევე გამოვიდა ალბომი, რომელზეც სხვადასხვა შემსრულებელი ასრულებს სიმღერებს მიუზიკლიდან.
2000-იანები

2000 წელს ჯონი და ტიმ რაისი კვლავ გაერთიანდნენ. მათ დაწერეს სიმღერები კომპანიის DreamWorks ანიმაციური ფილმისათვის გზა ელ დორადოსკენ. ათწლეულის დასაწყისი ასევე აღინიშნა ცოცხალი ალბომის Elton John One Night Only - The Greatest Hits გამოცემით, რომელიც ჩაიწერა ნიუ იორკში.
2005 წელს ლი ჰოლთან თანამშრომლობით ელტონმა მოამზადა კიდევ ერთი მიუზიკლი, ’’ბილი ელიოტი’’. ასევე შეიმქნა ენ რაისის ვამპირულ რომანებზე დაფუძნებული მიუზიკლი ’’ლესტატი’’.
2006 წელს უოლტ დისნეის კომპანიამ ელტონ ჯონს მიანიჭა დისნეის ლეგენდის წოდებამ - იმ დიდი წვლილის გამო, რომელიც მან შეიტანა კომპანიის მიერ წარმოებული ფილმების ისტორიაში.
2007 წლის მარტში შედგა ელტონ ჯონის კიდევ ერთი დიდი კონცერტი ნიუ იორკში, რომელიც გამოვიდა ჩანაწერის Elton 60 - Live at Madison Square Garden სახით. ასევე 17 სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა მისი წარმატებული სიმღერების კრებული Rocket Man – Number Ones.
2006 წელს მან ჟურნალს როლინგ სტოუნი განუცხადა, რომ აპირებ რ’ნ’ბ/ჰიპ-ჰოპის ჟანრშიც ექსპერიმენტების ჩატარებას - ფარელ უილიამსის, ტიმბალენდის, სნუპ დოგისა და სხვების მონაწილეობით.
უკანასკნელი წლების მანძილზე მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია The Red Piano - მულტიმედიური-თეატრალიზებული სანახაობა მისი ცნობილი სიმღერების მიხედვით.
2000-იან წლებში გამოიცა მისი სამი ახალი სტუდიური დისკი Songs from the West Coast, Peachtree Road და The Captain & the Kid.

დისკოგრაფია 

სტუდიური ალბომები

Empty Sky (1969)
Elton John (1970)
Tumbleweed Connection (1970)
Madman Across the Water (1971)
Honky Château (1972)
Don't Shoot Me I'm Only the Piano Player (1973)
Goodbye Yellow Brick Road (1973)
Caribou (1974)
Captain Fantastic and the Brown Dirt Cowboy (1975)
Rock of the Westies (1975)
Blue Moves (1976)
A Single Man (1978)
Victim of Love (1979)
21 at 33 (1980)
The Fox (1981)
Jump Up! (1982)
Too Low for Zero (1983)
Breaking Hearts (1984)
Ice on Fire (1985)
Leather Jackets (1986)
Reg Strikes Back (1988)
Sleeping with the Past (1989)
The One (1992)
Duets (1993)
Made in England (1995)
The Big Picture (1997)
Songs from the West Coast (2001)
Peachtree Road (2004)
The Captain & the Kid (2006)
The Union (2010) - ლეონ რასელთან ერთად

საუნდტრეკები, მუსიკა მიუზიკლებისათვის

Friends (საუნდტრეკი)
The Lion King (1997)
Aida (1998)
The Muse (1999)
Billy Elliot (2005)
Lestat (2005)

ფილმები

Elton John: Me, Myself & I (2007) ავტობიოგრაფია
The Country Bears, აშშ (2002) ასრულებს საკუთარ თავს
Spice World, ინგლისი (1997) ასრულებს საკუთარ თავს
Tommy, ინგლისი (1975) Pinball Wizard-ის როლში
დაბადებული ბუგისათვის, აშშ (1972) ასრულებს საკუთარ თავს
კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 787 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-12-25
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 106
სტუმარი: 106
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz