ჰოლივუდელი ვარსკვლავი ჯესიკა ალბა მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მას უამრავ ცნობილ შოუს წამყვანად იწვევენ. ისიც ძალ-ღონეს არ იშურებს და ცდილობს ყოველთვის არაორდინალური იმიჯითწარსდგეს მაყურებლის წინაშე.
1.ჯესიკა მერი ალბა, დაიბადა 1981 წლის 28 აპრილს კალიფორნიის შტატში (ა.შ.შ).
2.ჯესიკა ალბამ თორმეტი წლის ასაკში დაიწყო მსახიობობა. მათ ოჯახს ძალიან უჭირდა, ამიტომ ის და მისი ძმა იძულებულნი იყვნენ თავის სარჩენი ფული ეშოვათ. ჯესიკა სულ ფიქრობდა წარმატებაზე, არასდროს არ კმაყოფილდებოდა მიღწეულით. ,,ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შემთხვევით აღმოვჩნდი ამ ოჯახში'', - აცხადებს მსახიობი.
3.ალბას სკოლაში სერიოზული პრობლემებიშეექმნა იმის გამო, რომ ცაციაა. თუმცა ჰოლივუდში ამისთვის არავის მიუქცევია ყურადღება.
4.მსახიობი თვლის, რომ მისი საუკეთესო მეგობრები მშობლები არიან (თუმცა მათთან ადრე ხშირად ჩხუბობდა).
5.ჯესიკა ამჟამად ბევერლი-ჰილსზე, უზარმაზარ სახლში ცხოვრობს. ჰყავს BMW კაბრიოლეტი.
6.ჰქონდა რამოდენიმე არასერიოზული რომანი. ახლა ხვდება კეშ კარენს (რომელიც რეჟისორის ასისტენტია) და თვლის, რომ ის ადამიანი იპოვა, რომელზეც ოცნებობდა, ,,ჩვენ ერთნაირად ვაზროვნებთ და ვფიქრობთ მომავალზე'', - ამბობს ალბა.
7.ჯესიკას სურს იყოს არა მარტო მსახიობი, არამედ პროდიუსერიც. გეგმავს გახსნას ისეთი რესტორანი, სადაც პატრონები ძაღლებს მაგიდასთან დასვამენ და ცხოველებთან ერთად მიირთმევენ საკვებს.
8.ფიქრობს, რომ მხოლოდ ჯანმრთელი სხეული შეძლება იყოს სექსუალური. ის ერთდროულად ვარჯიშობს კრივში, კარატეში, ტაიკვანდოში და დაკავებულია აერობიკით.
9.სურს შეადარონ გოლდი ჰოუნს და დაიან კიტონს.
10.ჯესიკას სურს, რომ ითამაშოს დრამატულ როლში.
11.მსახიობი აცხადებს, რომ ეყოლება როგორც საკუთარი შვილები ასევე - აიყვანს რამოდენიმე ბავშვსაც.