როგორც იცით დღეს, 31 დეკემბერს საახალწლოდ ჯეოსტარი 2011 გამოვლინდა, რომელიც იმერეთის წარმომადგენელი მარიტა როხვაძე გახდა. სულ შემოვიდა 249 140 ხმა, საიდანაც 50,93% - მარიტა, 49,07%- ლევანი მიიღო. TBC BANK - თიბისი ბანკმა ფინალისტებს ოცნებებიც აუხდენა : ) მარიტა ეგვიპტეში წავა, ლევანი კი რიოში!გარდა ჯეოსტარი 2011-ის ტიტულისა და სიმბოლური პრიზის, მარიტას გადაეცა ბინა ბათუმში ორბი ჯგუფისგან და პერსონალური ალბომის ჩაწერის შანსი! თუმცა არც ლევანი დარჩა გაწბილებული რადგან მას 3000ლარი გადაეცა როგორც ერთ-ერთ ფინალისტს. ნიკო ბერიძე კი ყველა კომპანიის რჩეული გახდა, მან სხვა პრიზებთან ერთდ პორტუგალიაში, coldplay-ს კონცერტზე დასწრება მიიღო. (ნამდვილად სამართლიანად)
მე პირადად ძაან გამიხარდა რადგან ნამდვილად იმსახურებდა ამ ტიტულს.. მთელი გულით ვულოცავ მას გამარჯვებას.. მინდა რომ თქვენც შემომიერთდეთ.. მოდით ყველამ ერთად მივულოცოთ მარიტას გამარჯვება...