– ძალიან ერთგული მეგობრები გვყავს, მუდამ მხარში მიდგანან. თუმცა, იმდენ დროს ვეღარ ვატარებთ ერთად, როგორც ადრე. არდადეგებზე მაინც ვახერხებთ ხოლმე ერთად მოგზაურობას.
– მოგწონს ბრიტანული აქცენტი? რა სხვაობას ხედავ ამერიკულ და ბრიტანულ სლინგებს შორის?
– ვერ ვიტყვი, ძალიან მომწონს, ან არ მომწონს. სხვაობა რა თქმა უნდა, არის, მაგრამ დაუძლეველი არაფერია. ავსტრალიური აქცენტი ბევრად უფრო რთულია.
– რომელი მომენტი იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი?
– ასეთი მომენტი მაშინ დადგება, როცა ამერიკის პრეზიდენტად ამირჩევენ (იცინის), ალბათ არ ვინერვიულებ, უბრალოდ, დიდი პასუხისმგებლობა მექნება.
– ვინ არის შენი ბავშვობის კუმორი? შეხვედრიხარ მას ცხოვრებაში?
– ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ბიონსეზე. მას შემდეგ რაც პოპულარული გავხდი, რამდენჯერმე შევხვდი. ფოტო გვაქვს ერთად გადაღებული.
– შენ სიმღერებს თვითონ წერ?
– არა, სიმღერებს ჩემი "სტაფი" წერს. მე უბრალოდ ვარჩევ. მიყვარს, როცა სიმღერა ჩემს გრძნობებს გამოხატავს.
– ვისთან ისურვებდი საოცნებო საღამოს გატარებას?
– რა თქმა უნდა, ბიონსესთან.