მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მაისი » 14 » Interesting Facts
8:03 PM
Interesting Facts


* მარკო პოლომ ევროპელთაგან პირველმა ნახა ადამიანი, რომელიც ჰაერზე მძიმე აპარატით გაფრინდა. ეს იყო ჩინური საჰაერო გველი.
* 1991 წელს მთელი ფრანგული პოლიცია ფეხზე დადგა, მკაცრად კონტროლდებოდა პორტები და საზღვრები. ეძებდნენ მას შეშლილთა კლინიკაშიც, რადგან იქ მყოფი ზოგი ადამიანი ამტკიცებდა, რომ ის მისი საყვარელი იყო. ის მხოლოდ 1913 წელს იპოვეს – ეს გახლდათ „მონა ლიზა".
* გასული საუკუნის 80-იან წლებში, გრენლანდიასთან ახლოს, კუნძულ დისკოზე, იპოვეს მინერალი, რომელიც დედამიწაზე სხვაგან არსად უნახავთ. სანტერესოა, რომ ეს მინერალი ძალიან ჰგავს მთვარიდან ჩამოტანილ ნიმუშს.
* ვინმე რონალდ სელდესტი სამ კრონად მსურველებს ზღვის ავადმყოფობის საწინააღმდეგო საშუალებას სთავაზობდა. ათასობით ადამიანი უგზავნიდა მას ამ თანხას და ოპერატიულად იღებდა „უტყუარ საშუალებას" – რჩევას: „დარჩით ხმელეთზე!
* ამერიკაში ამზადებენ შპალერს, რომელიც ოთახიდან „ისრუტავს" არასასურველ სუნებს... ძირითადად კი, ის გათვალისწინებულია თამბაქოს ბოლის საწინააღმდეგოდ.
* 1994 წელს ნიუიორკელ სამ ახალგაზრდა ნეოფაშისტს, რომლებიც ებრაელთა საფლავებზე სვასტიკებს ხატავდნენ, უჩვეულო სასჯელი მიესაჯათ – მათ უნდა ენახათ კინოფილმი „შინდლერის სია".
* რეკორდი მოწინააღმდეგის თვითმფრინავების ჩამოგდებაში ერიხ ჰარტმანს ეკუთვნის – მის ანგარიშზე 352 ჩამოგდებული თვითმფრინავია. საბჭოთა კავშირს ნამდვილად არ ჰქონდა ამ მხრივ სატრაბახოდ საქმე, რადგან საბჭოთა მფრინავების მაქსიმუმი 62 იყო.
* 1976 წელს ამერიკელი მოჭიდავე მაიკლ ფარინი მანამდე არ დაუშვეს ხალიჩაზე, სანამ არ გაიხადა მაისური, მოიხსნა სათვალე და პირიდან არ გამოაგდო საღეჭი რეზინა... – ის მხოლოდ ამის შემდეგ „ჩაჯდა" შესაბამის წონით კატეგორიაში.
* ფლორიდის ქალაქ სარასოტაში ამაყობენ ორი მემორიალური ადგილით, რომელიც დაკავშირებულია ერნესტ ჰემინგუეისთან: პირველი არის რესტორანი, სადაც მთვრალმა მწერალმა დებოში მოაწყო და გატეხა ჭაღი და, მეორე – საავადმყოფო, სადაც ჩამოვარდნილი ჭაღით დაშავებული მიიყვანეს.
* ყველა დროისა და ხალხის შექმნილ „ყველაზე ძვირფას ავტომანქანად" ითვლება საავიაციო ფირმა „ბოინგის" მიერ დამზადებული „ავტომობილი", რომლითაც კოსმონავტები მთვარეზე გადაადგილდნენ.
* 1968 წელს პირველად გაიცა პრესტიჟული პრიზი ბომბარდირ ფეხბურთელთათვის – „ოქროს ბუცი". მისი დამაარსებლები იყვნენ ყოველკვირეული „ფრანს ფუტბოლი" და ფირმა „ადიდას * არავინ იცის, სად განისვენებს ვოლტერი, რადგან მე-19 საუკუნეში საფლავიდან მოიპარეს.
* ”ოსკარზე” ნომინირებულ როლთაგან ყველაზე მოკლე როლი იყო სილვია მაილსის როლი ფილმში ”შუაღამის კოვბოი”. იგი მხოლოდ ექვს წუთს გრძელდება.
* დიდი ფრანგი იმპერატორი ნაპოლეონი ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კორსიკაზე დაიბადა, რომელიც სულაც არ ეკუთვნოდა საფრანგეთს. მისი მშობლები იტალიელები იყვნენ.
* ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის ბრძოლაში ხელში ჩაიგდო იშვიათი სილამაზის უძვირფასესი ზარდახშა, რომელშიც შემდეგ ჰომეროსის ინახავდა.
* ნიკოლა რეტიფ დე ლა ბრეტონი, რომელიც XVIII საუკუნეში ცხოვრობდა, 203 წიგნის ავტორი იყო: მათგან 152 საკმაოდ ორიგინალურად ”დაიწერა”: ბრეტონი ასოთმწყობი იყო და თავის წიგნებს უხელნაწეროდ – ზეპირად აწყობდა. მისი ნაწარმოებები გარკვეული ლიტერატურული ღირსებით ხასიათდებოდა და ცნობილი იყო XVIII და XIX საუკუნეებში.
* თორმეტ მოციქულთაგან მხოლოდ წმინდა იოანე მიიცვალა თავისი სიკვდილით.
* ჩარლი ჩაპლინი ებრაელი იყო.
* იუპიტერის უდიდესი თანამგზავრი განიმედი პლანეტა მერკურიზე დიდია. მისი დიამეტრი დაახლოებით 5269 კილომეტრია.

დაამოწმა ნინიკუნამ
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 680 | დაამატა: MsAudreyHepburn | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
პარასკევი
2024-11-08
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 46
სტუმარი: 46
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz