მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 7 » გადავღამდი.
11:54 AM
გადავღამდი.
შენ. დაუვიწყარ დედამიწაზე გაჩენილო. არასიმეტრიულად შემოხაზულო წერტილო, მეამიტურად დავარცხნილო და არაამქვეყნიურად დაპნეულო…მიყვარხარ.



შენ ხარ ჩემში მეტაბოლიზმებზე მეტი. მინდა ფრანგულად გადმოგცე ჩემი გრძნობები და მინდა გაგიღვივო სულში სისხლის ოდენობა. მინდა თითი გადაგიხსნა და შიგ მონატრება ჩაგიჭეჭყო. მინდა აანალიზებდე იმას,რომ როცა თითი აგტკივდება ეს ნიშნავს იმას, რომ მონატრება შეგაწუხებს. მე შენ მიყვარხარ. მინდა ზღვაზე ღამის 2 საათზე დაუკრა სიმფონია და მინდა გახშირებულად იგრძნო ჰაერის ტკივილი.




ჰაერი ვეღარ იტევს ამდენ ადამიანს, იცი ? ამდენ პროფესიონალ მკვლელებს, პოტენციურ ბოზებს, პესიმისტ ბავშვებს და ორიგინალურ მხატვრებს. მინდა წერო. სიტყვებს ყურადღება არ მიაქციო. ასოები წერე. სურვილი მაქვს სახელი გადაგარქვა და ოცნებად აღმიქვა.

დღეს, უკვე ყველაფერი დამთავრდა. ის გრძნობს. ის ელის წასვლის დროს. მე–ვწერ. ავად ვარ. სიცარიელეს ვებრძვი. ვერ ვაჩერებ დროს, ვერ ვერევი. მაჩერებენ მე. მაჩერებენ მაშინ,როცა ვხედავ როგორ ამოდის მზე როცა წვიმს. როგორ დაჟინებით უნდა გაქცევა მთვარეს. მელაპარაკე.
მის სახლთან ვარ და ვიმალები, რომ არ დამინახოს. ვუყურებ და მგონი დედამიწა მთავრდება ერთი გაფრენიდან–მეორემდე. ჩასვლამდე და უსახლკარობამდე. მერე ტკივილამდე და ისევ ვსვავ ყავას..




გათოშილი ხელით მოგიტან გაჩერებულ დროს სტი, გეფიცები. სარკესთან ვდგავარ და ვცდილობ როგორმე დაგემსგავსო. ჩემთვის აუცილებელო. მტკივა და ვწერ. ვწერ ფანჯრებზე,კედლებზე და შენზე. დაგჯღაბნე.
რა ამაზრზენი ვარ. სტი, თბილად ჩაიცვი, არ მინდა შეგცივდეს.. ჩაი დალიე დღეში 6–ჯერ მაინც. არ იტირო რა. ის გახსოვს სულ პირველად,რომ მითხარი ჩემი მზე ხარო სტი.. მინდა დიდ ოთახში გამოგკეტო, ამოგალპო, სიშავეში გაგაფერადო და დავთვალო შენი ნეკნების რაოდენობა… როცა ვხვდები,რომ მე საოცრად ფანტასტიური სურვილები მაქვს– დროს ვიკლავ. ასე მალე გადის სიცოცხლე. ******** ვკვდები. ვკვდები ხელოვნების ნიმუშებით, წამლებით, გამოკვეთილი აზრებით და ნდობით. მე და შენ ერთად ვცხოვრობთ. 



აქ. მე და შენ. უკვე წასულხარ. ისტერიკულად და ტრაგიკულად დაგცინი. თავისებურად მეცოდები. მებრალება შენი ყველანაირი გრძნობა და დღეს მე გტოვებ. ოღონდ უფრო ჩუმად,ვიდრე შენ. საკუთარი მეს შეცნობა დაგაძალე. ანუ ახლა, უკვე იცი ვინ ხარ და ადამიანი გაგხადე. აი მე, მე ფსიხაპატკა ვარ სტი.
არაორდინალური მე.
მე მე.. თბილიმე.

გაალამაზა და დაამოწმა: Katie
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 839 | დაამატა: ninoRa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-12-25
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 88
სტუმარი: 88
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz