მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » fgujkfkg
1:16 AM
fgujkfkg


უამრავი ფსიქოლოგიური ტესტი
და ფსიქოლოგიუი გამოთვლები სრულიადში
შემოდით და ამოიცანით საკუთარი თავი
იმედია მოგეწონებათ
+გამოკითხვებიც

რაზე მეტყველებს შენი ძილის პოზა?

იმას თუ ღამით როგორ სძინავს ადამიანს შეიძლება მისი ხასიათის შტრიხების დადგენა. დიდი ბრიტანეთის მკვლევარებმა გამოყვეს ძილის ექვსი ძირითადი პოზა. აღმოჩნდა რომ თითოეული უკავშირდება კონკრეტული პიროვნების ტიპს.

რას გვიამბობს შენზე შენი ძილის პოზა…

პირველი პოზა - ძალიან გულღია ადამიანი, ის შეიძლება მკაცრი მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში მას სათუთი ბუნება აქვს და ძალიან მგრძნობიარეა. მისი გულის ტკენა ადვილად შეიძლეbა. ეს არის ყველაზე გავრცელებული პოზა. კვლევის თანახმად 1000 მონაწილიდან 41 %  სწორედ ამ პოზიციაში ამჯობინებს  ძილს.

მეორე პოზა - მარჯვენა მხარეს ორივე ხელი ჩამოწეული. ის ადვილად ამყარებს კონტაქტებს, არის კომუნიკაბელური და მიზანდასახული. არის ძალიან მიმნდობი.

მესამე პოზა - გახსნილი ადამიანი, მაგრამ ასევე ეჭვიანი და ცინიკური. ის მოქმედებს პრინციპით  ”ბევრჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”. თუ მან ერთხელ გადაწყვიტა რაღაც, ის აზრს არასდროს შეიცვლის.

მეოთხე პოზა - გულაღმა ძილი, ის ზოგადად მშვიდი და დაცულია. მას არ მოსწონს აურზაური და ხმაურიანი ადგილები. ცხოვრობს თავისი სტანდარტებით.

მეხუთე პოზა - თავი და ხელები ბალიში აქვს ჩარგული. ასეთი ადამიანი არის ნერვიული, ხშირად ფეთქებადი. არ უყვარს კრიტიკა, უყვარს ექსცენტრული სიტუაციები. ის მუდამ მზად არის არასტანდარტული გადაწყვეტილების მისაღებად.

მეექვსე პოზა - ის არის კარგი მეგობარი, რადგან ყოველთვის მზად არის სხვების მოსასმენად და საჭიროების შემთხვევაში დახმარების შესათავაზებლად. მას არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.




გიყვართ თუ არა გართობა?

ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, ყველას როდი უყვარს გართობა. ეს ტესტი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად ხართ გართობის მოყვარული.

მთავარი პირობა, კითხვებს უპასუხეთ გულწრფელად – კი ან არა. ყოველ დადებით (კი) პასუხზე დაიწერეთ ერთი ქულა.


  1. გიყვართ სეირნობა?
  2. გიყვართ სტუმრების გამასპინძლება?
  3. არ გიჭირთ მეგობრების ხათრით წვრილმანებზე უარის თქმა?
  4. შინ ყოველთვის მოგეპოვებათ რაიმე მოულოდნელი სტუმრების გასამასპინძლებლად?
  5. სასურველ ადამიანთა კომპანიაში შეგიძლიათ დალიოთ უფრო მეტი, ვიდრე ისურვებდით?
  6. გიყვართ კარგი სამზარეულო?
  7. ხშირად მართავთ წვეულებებს?
  8. გყავთ მეგობრები, რომლებსაც რეგულარურად ხვდებით?
  9.  გიყვართ მეგობრების წრეში სიმღერა?
  10. გიყვართ კარგ კომპანიაში ყოფნა?
  11. ადვილად მოდიხართ გუნებაზე?
  12. ადვილად ურიგდებით ადამიანს, რომელთანაც უთანხმოება მოგივიდათ?
  13. როდესაც წარსულზე საუბრობთ, უმეტესად სასიამოვნო ამბებს იხსენებთ?
  14. როგორ ფიქრობთ კარგი სახის ფერი გაქვთ?
  15. როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობთ, შეგიძლიათ ეს არ შეიმჩნიოთ და თავი ისე დაიჭიროთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა?
  16. სათანადო ყურადღებას უთმობთ საკუთარ თავს?
  17. ხშირად იღვიძებთ თავისტკივილით, გამოუძინებელი?
  18. ხდება ისე, რომ დილით სამსახურში წასვლის ძალა არ შეგწევთ?
  19. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმი მოწევას და დალევას აგიკრძალავთ, შეძლებთ უარი თქვათ ამ მავნე ჩვევებზე?
  20. ერთხელ მაინც გიფიქრიათ: "არასოდეს დავიცავ დიეტას, რაც არ უნდა მოხდეს”?
  21. ჭარბი წონა ხომ არ გაქვთ?
  22. ხშირად მიბრძანდებით გასართობად მეუღლის, პარტნიორის გარეშე?
  23. გიყვართ კომედიები?
  24. ღამით გვიან დაწოლა გჩვევიათ?
  25. დილაობით ადგომა გიჭირთ?
  26. ხშირად იგვიანებთ შეხვედრებზე?
  27. სამსახურში ხშირად ხუმრობთ?
  28. ყოველთვის ხართ მზად, საქმე მეორე დღისთვის გადადოთ და გასართობად გაეშუროთ?

  29. დააჯამეთ ქულები

18-დან 22-მდე: გართობის დიდი მოყვარული ბრძანდებით, იმდენად დიდი, რომ მზად ხართ, მას ჯანმრთელობა და სამსახურიც კი შესწიროთ. ხომ არ გეჩვენებათ, რომ მეტისმეტად ლაღ ცხოვრებას ეწევით?

13-დნ 17-მდე: გონიერი ბრძანდებით, ზომიერება არც მხიარულებისა და  გართობის დროს გღალატობთ, თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თავი დაკარგოთ, ეს კატასტროფა არ არის – გააჩნია თვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამსახურებრივ წარმატებებს.

8-დან 12-მდე: თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ სიცოცხლით, მაგრამ ზომიერად, სამსახური და ოჯახი თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გართობა.  შეგიძლიათ კარგად დაისვენოთ, თუ რა თქმა უნდა, ეს ზიანს არ მიაყენებს თქვენს მოვალეობას.

3-დან  7-მდე: თქვენ იშვიათად ერთობით, ალბათ ამიტომაც გიჭირთ იმ სიამოვნებათა დაფასება, ცხოვრება რომ გვთავაზობთ, მეტისმეტად გონიერი ხართ და მშვიდ, გაწონასწორებულ, კარგად ორგანიზებულ ცხოვრებას ამჯობინებთ, თითქოს გეშინიათ კიდეც გადაჭარბების, ჩარჩოების დამსხვრევის.

1 ან 2 ქულა: თქვენ შექმნილი ხართ ისეთი ცხოვრებისთვის, რომელიც გართობის მოყვარული ადამიანისთვის აუტანელი იქნებოდა. თქვენ ამ უკანასკნელის საპირისპირო კატეგორიას ეკუთვნით. თქვენმა ასეთმა ხასიათმა, შესაძლოა ბევრი დააფრთხოს.


კატეგორია: ♥ მულტფილმები | ნანახია: 849 | დაამატა: Tatti♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz