მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 1 » ესპანური, დაუჯერებელი ისტორია ტყუპებზე ((
7:34 PM
ესპანური, დაუჯერებელი ისტორია ტყუპებზე ((

სპანეთში ერთ-ერთ მყუდრო დაბაში, ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. პატარა, ლამაზი სახლი ჰქონდათ, თავისი მწვანე ბაღით. მათ
სიმშვიდეს მარტო ტყუპი გოგონების ჟრიამული არღვევდა, რომლებიც არასდროს იღლებოდნენ თამაშით. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ერთი წამითაც ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ.
ერთ დღეს, დედამ მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა. გოგონებს ლამაზად ჩააცვა და თან წაიყვანა. მაღაზიაში მისასვლელად, დიდი გზატკეცილი უნდა გადაეჭრათ. როდესაც გზას მიუახლოვდნენ, გოგონებმა დედას ხელი გაუშვეს და გზატკეცილი გადაირბინეს. შემოსახვევიდან გამოვარდნილმა დიდმა სატვირთო მანქანამ გაჩერება ვეღარ მოასწრო და...............
დედის კივილმა იქაურობა შესძრა. ასფალტზე სისხლის გუბე იდგა.
დედა საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. წლების განმავლობაში იმეორებდა, რომ ეს მისი ბრალი იყო, ქმარი ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ ამაოდ, მას არაფრის გაგონება არ სურდა. გავიდა დრო. ქალი კვლავ დაორსულდა. ცხრა თვის შემდეგ
მათ ტყუპი გოგონები შეეძინათ.
ცოლ-ქმარს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდათ, ისინი გარდაცვლილ გოგონებს აღარ ახსენებდნენ. არ სურდათ წარსულის გახსენება, მათ ისევ ორი მშვენიერი ტყუპი გოგონა ჰყავდათ. ეს ხომ ღმერთის საჩუქარი იყო.
ერთ დღეს დედამ კვლავ გადაწყვიტა მაღაზიაში წასვლა და გოგონებიც თან წაიყვანა. როცა იმ ავადსახსენებელ გადასასვლელს მიუახლოვდნენ, დედამ მაგრად ჩასჭიდა გოგონებს ხელი, რომ არ გასხლტომოდნენ, მათ კი გაიცინეს და ერთხმად უთხრეს: - ” დედა, არ არის საჭირო ჩვენი დაჭერა, არ ვაპირებთ რომ კიდევ ერთხელ მოვკვდეთ”

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 745 | დაამატა: Anniee♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10
2012-11-02 Spam
Idoo ukve )) mteli zafxuli am istorias vuyvebi yvelas tu vinme gavicani biggrin