ანდრეს ინიესტა გახდა ფილანური შეხვედრის გმირი. ისევე როგორც 2008 წელს, ესპანელი ნახევარმცველი გახლდათ მთავარი შემოქმედი "ფურია როხას" წარმატებისა. მას "კარლსბერგისგან" გადაეცა ჯილდო - "ჰენრი დელაუნის" თასი.
ესპანეთის ზედიზედ მესამე გრანდიოზულმა გმარჯვებამ ინიესტა ბრწყინვალე განწყობაზე დააყენა: "ყოველთვის ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, ყოველთვის ვიბრძოდით ისტორიის შესაცვლელად. გუნდი, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ჩამოვაყალიბეთ, უნიკალურია. აქამდე იმის გაკეთება, რაც "ფურია როხამ" შეძლო, შეუძლებელი იყო. ჩვენ ორმაგად ბედნიერები ვართ".
"ყველასათვის ტკბილ მოგონებად დარჩება ამ ტურნირის მოგება. ძალიან კარგი მოგონებები გვაკავშირებდა ავსტრიასთან და ახლა უკვე უკრაინა-პოლონეთთან. ეს ბრწყინვალე ერაა ესპანურ ფეხბურთში და ჩვენც ამაყები ვართ. ფეხბურთელებმა და ფანებმა სიამოვნება უნდა მიიღონ".
ჩემპიონატის საუკეთსო ბომბარდირად კი ფერნანდო ტორესი დასახელდა.
კიდევ ერთხელ გილოცააავთ! Viva España