ეშტონის "კოსმიური გეგმების" შესახებ ცნობილი პირველად სწორედ რიჩარდის მიკრობლოგიდან გახდა.
"მე ეშტონ კატჩერს გადავურეკე, მივულოცე და მივესალმე. ის აღელვებულია, ჩვენ ხომ პრაქტიკულად ერთ-ერთი პირველები ვიქნებით, ვინც ბოლო ზღვარს გადაკვეთს და შემდეგ უკან დაბრუნდება, ის კოსმოსის ჯადოსნურ სივრცეს შეიგრძნობს", - დაწერა რიჩარდ ბრენსონმა თავის ბლოგზე.
რიჩარდის კოსმოსურ ხომალდზე მოსახვედრად მსურველს 200 000 დოლარის გადახდაც მოუწევს. ეშტონ კატჩერის ეკიპაჟის აფრენის დღე უცნობია.
უცხოური მედია ხუმრობს, რომ მსახიობი კოსმოსში იმიტომ მიფრინავს, რომ თავის ყოფილ ცოლს, დემი მურს გაურბის.