მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 17 » ეპილოგი
1:10 PM
ეპილოგი

ყველაფერს,რასაც ვხედავ,უტრირებულად აღვიქვამ.ამას რომ ვხვდები,
დევალვაციის ზღვარზე აღმოვჩნდები ხოლმე. კალაპოტს მთელი სხეულით ვქმნი,მაგრამ ფიქრები საზღვრებს სცდებიან.ერთი პეშვიდან წამლეკავ ზვირთებად მევლინებიან და წლობით ნაშენებ ქოხებს მინადგურებენ.გვერდიდან ვუყურებ საკუთარ თავს.თითქოს ალტერ ეგო კი არ არის “მეორე მე”,თავად მე ვარ მეორე და ვცდილობ საკუთარი თავის დანარჩენი “მეები” ვიპოვო.აუცილებლად უნდა მოვათავსო ყველა “ჩემი თავი”, ჩემივე სხეულით ნაშენებ კალაპოტში,სანამ წამლეკეს…

zandraart:
“ autumn leaves
”
მანამდე ისევ სიბნელეს დავითვლი,ამ უკიდეგანო სივრცეში შევიყუჟები და დამძიმებულ ხელებს ხან მუხლებს დავაჭდობ და ხანაც ჩაწითლებულ თვალებს დავიცავ.

ჩემი თვალებიდან მზე აღარ ამოდის.გაარარავებული პათოსის ფონზე აფაზია დამემართა.ეს მარტო მაშინ,როცა ხალხთან ვცდილობ კომუნიკაციას.როცა საკუთარ თავს ველაპარაკები,აფაზია არსად ჩანს,სიბნელეში უჩინარდება და სხვა ნაკლოვანებებთან ჟრიამულობს.მათაც მაინცდამაინც მაშინ წყინდებათ ხალისი,როცა ხალხში გავდივარ და ყველა ჩემი მოწყენილი ნაკლოვანება შემომეკედლება ხოლმე.ბევრს ვეცადე,რომ ჩემ გარეშე გაეგრძელებინათ არსებობა,მაგრამ უჩემოდ არ შეუძლიათ.მეც დავნებდი და ჩემთან ვაცხოვრებ.სხვა გზა არა მაქვს.

და იცი,
მე ვხედავ,
რომ შენი მეტყველი თვალებით მთელ სამყაროს დაატარებ თან.

მაგრამ რა არის ამ ყველაფრის სემანტიკა?

ალბათ ის,რომ უკვე მეასედ ვწერ ეპილოგს,რომელსაც დასასრული არ უჩანს.გამოდის,ამას ეპილოგიც აღარ ქვია.ხანდახან მგონია,ყველაფერი პროლოგს უფრო ჰგავს.მაშინ სად არის ეპილოგი? და მე ისევ დევალვაციის ზღვარზე ვარ…უტრირებულ შეხედულებებს,საკუთარი თავის ნაწილებსა და შემოკედლებულ ნაკლოვანებებს ზურგზე ვიკიდებ და მძიმედ მივათრევ.ვბორძიკობ…სად არის ეპილოგი? აი,ისევ პროლოგს მივადექი…

ხანდახან მგონია,იმ ხეს ვგავარ,რომლის ფოთლებმაც გაყვითლება ვერ მოასწრეს,ისე მოწყვიტეს ადგილს გამყინავმა ქარებმა.მაგრამ ხანდახან ისიც არ ვიცი,ხე ვარ,ფოთოლი თუ ქარი…

ეპილოგია თუ პროლოგი…

კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 987 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-03
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz