მთავარი » 2012»იანვარი»3 » დაკოტა ფენინგი ჟურნალ ELLE ს ინგლისური ნომრისათვის
4:32 PM
დაკოტა ფენინგი ჟურნალ ELLE ს ინგლისური ნომრისათვის
დაკოტა ფენინგი ჟურნალ ELLE ს ინგლისური ნომრისათვის>
ცოტა ხნის წინ ვოგის ნომერში დაკოტას და ელე ვიხილეთ.ამჟამად კი ცნობილმა ჟურნალმა ELLE თებერვლის ნომერში დაკოტაზეც მოგვაწოდა მცირე ინტერვიუ და ფოტოები..
ფენინგებმა საკმაო პოპულარობა მოიხვეჭეს ასპარეზზე გამოჩენისას. მათზე ყოველთვის დადებითებს წერენ. დაკოტა ყოველთვის უფრო დიდი ჩანდა თავის ასაკთან შედარებით და ყოველთვის გამოირჩეოდა სილამაზით თავის ტოლებში. რაც მთავარია, ფოტოგრაფები თვლიან, რომ მას მაკიაჟი არ სჭირდება და უიმისოდაც მშვენიერია.
"ყოველთვის მგონია, რომ დიდი ხნის ცხოვრება მაქვს გამოვლილი, მაგრამ შემდეგ ვათვიცნობიერებ, რომ მხოლოდ 17 წლის ვარ."
"ხალხი ყოველთვის ლაპარაკობს ადამიანებზე იმ თვალსაზრისით. თუ ვინ გამოიყურება კარგად და ვინ არა. მე არ ვიცი რა სახით მოვხვდი, მაგრამ არ მინდა ხალხის აზრმა ჩემს არჩევანზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს."
დაკოტა თავის დაზე საუბრობს, რომ:
"ის წარმოუდგენლად თავისუფალია, ის ყოველთვის გულით მოქმედებს. ერთი შეხედვაც კი საკმარისია, რომ იცი რას ფიქრობს ის. ჩვენ ერთმანეთისაგან საოცრად განვსხვავდებით. მე ზოგჯერ ძალიან მინდება ვგავდე მას."
"მე უბრალოდ მინდა ვიყო მსახიობი. ყურადღების მიპყრობას არაფრით ვცდილობ. "ცნობილი" - ეს სიტყვა ძალიან პრეტენზიულია ჩემთვის. ვინ ვარ მე, რომ ჩემს თავს ეს სიტყვა ვუწოდო?"
კაბები კოლექციებიდან:
Dolce & Gabbana Spring 2012 Collection/Model: Maud Welzen Louis Vuitton Spring 2012 Collection/Model: Caitlin Lomax